ანეკდოტები
– დედი‚ მე საიდან გავჩნდი?
– წერომ მოგიყვანა‚ შვილო....
– ახალი წლის საჩუქრები მართლა თოვლის ბაბუს მოაქვს?
– კი შვილო...
– აბა‚ მამა რად გვინდა?!
***
სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს ცოლი კართან შეეგება:
– საყვარელო‚ ბევრი სტუმარი მოგვივიდა და სკამები აღარ გვყოფნის. შედი‚ რა ჩვენს მეზობელთან და, იქ დაჯექი‚ სანამ ესენი წავლენ...
***
– მოდი, სადმე შევიდეთ...
– ჩუმად იყავი, ჯერ შენ პატარა ხარ...
***
სტუდენტების სიზმარი გამოცდების წინ: „ათასი ბილეთი და ერთი ღამე”.
***
ყველა ქვეყანაში კანონების მიხედვით ცხოვრობენ‚ მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ ანდაზებითა და აფორიზმებით...
***
– სახანძრო გისმენთ!
– სასწრაფოდ მოდით, სახლი ცეცხლის ალშია! მისამართი....
– ვა‚ სიდედრი?! აბა‚ ჩემს სახლში არასდროს მოხვიდე‚ თვალით არ დამენახოო?!
***
გამოცდა ლოგიკურ აზროვნებაში:
– ვერტმფრენით 1 000 ცალი აგური გადააქვთ‚ გადმოვარდა ერთი‚ რამდენი დარჩა?
– 999.
– სწორია. როგორ შეიძლება‚ მაცივარში სამი მოქმედებით შევსვათ კურდღელი?
– ვაღებთ მაცივრის კარს‚ ვსვამთ კურდღელს და ვხურავთ.
– ყოჩაღ. როგორ შეიძლება ოთხი მოქმედებით მაცივარში ციყვი შევსვათ?
– ვაღებთ მაცივარს‚ გამოგვყავს კურდღელი‚ ვსვამთ ციყვს და ვხურავთ მაცივრის კარს.
– მართალია. აბა‚ ახლა მიპასუხე: ცხოველთა მეფეს დაბადების დღე აქვს. ყველა ცხოველი მივიდა‚ გარდა ერთისა. რომელმა არ მიულოცა?
– ციყვმა‚ ის ხომ მაცივარშია...
– ყოჩაღ. შეუძლია თუ არა მოხუც ქალს ჭაობზე გადასვლა‚ რომელშიც ნიანგები ცხოვრობენ.
– რა თქმა უნდა‚ ნიანგები ხომ ლომის დაბადების დღეზე არიან!
– მაგრამ‚ მოხუცი ჭაობზე გადასვლის დროს მაინც დაიღუპა. როგორ?
– დაიხრჩო?
– აი, ახლა კი არ ხარ მართალი – ვერტმფრენიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავში.
***
– გუშინ ტყეში ვიყავი და მთელი კალათა სოკო დავკრიფე სიდედრისთვის.
– მერე‚ კარგად იცი სოკოს ცნობა? შემთხვევით‚ რომელიმე შხამიანი რომ აღმოჩნდეს?
– რას ჰქვია – შემთხვევით?!
***
– მაყვალა დეიდ‚ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გააქ რამე?
– რა გტკივა‚ მიტო?
– ჯერ არაფერი‚ მაგრამ, მშობელთა კრებაზე მამა წავიდა და...
***
ოჯახი დასაძინებლად დაწვა. მეორე ოთახიდან ცოლ-ქმარს 3 წლის გოგონას
ხმა ესმის.
– მა‚ ორ ქალთან წოლილხარ როდესმე?
შეძრწუნებული ცოლ-ქმარი დაიძაბა‚ ბოლოს‚ როგორც იქნა‚ კაცმა ამოიღო ხმა.
– არა‚ შვილო...
– მაშინ‚ მოვდივარ...