ბრძნული აზრები
სიუნ ძი: როცა კარგს ხედავ, პატივისცემით მოეპყარი მას და შეამოწმე, გაქვს თუ არა შენც იგივე ხარისხი. როცა ცუდს ხედავ, ზიზღით შეხედე მას და შეამოწმე, გაქვს თუ არა შენც იგივე შეცდომები.
ლაროშფუკო: ჭკუა დროდადრო იმაშიც გვემსახურება, რომ გაბედულად ვაკეთოთ სიბრიყვე.
პუბლიუსი: ბევრის მპატიებელი ძლიერი, უფრო ძლიერი ხდება.
ბრეხტი: ცხოვრობენ არა იმიტომ, რომ ემოციები განიცადონ, არამედ ცხოვრობენ და განიცდიან ემოციებს.
მანდელა: როდესაც თავისუფლებისკენ მიმავალი გალავნისკენ მივდიოდი, ვიცოდი, რომ მთელ ჩემს ბრაზსა და სიძულვილს უკან თუ არ მოვიტოვებდი, მთელ ცხოვრებას ციხეში გავატარებდი.
კამიუ: თუ ადამიანი საკუთარ სურვილებს ვერ ფლობს, ის ვერაფერს ფლობს.
ლაბრიუერი: სხვისი უბედურების შემყურეს თითქოს გრცხვენია, რომ ბედნიერი ხარ.
პეტრარკა: რაც მეტია სიძუნწე, მით მეტია სიმკაცრეც.
ფრანსი: ბრძნულ უგრძნობლობას მე ყოველთვის ვამჯობინებდი უგუნურებას გრძნობებში.
სოფოკლე: კარგია, ისწავლო მათგან, ვინც საქმეზე ლაპარაკობს.
რუსო: თავშეკავებულობა და შრომა ადამიანის ორი ჭეშმარიტი ექიმია. შრომა ამწვავებს მის მადას, ხოლო თავშეკავებულობა ხელს უშლის მის ბოროტად გამოყენებას.
მონტენი: სიმართლეს იმდენად ვამბობ, რამდენადაც ვბედავ, ოღონდ, რაც უფრო ასაკოვანი ვხდები, მით უფრო იშვიათად ვბედავ ამას.
ბიანტი: ძალა ადამიანს ბუნებით ეძლევა, ნიჭი – სულით, ხოლო ქონება – უბრალო შემთხვევითობით.
დარვინი: მონანიებისა და მოვალეობის გრძნობით სინდისის შთაგონება განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან.
შამფორი: ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: ერთს, უფრო მცირეს, აქვს სადილი, მაგრამ მადა – არა; მეორეს, უფრო დიდს, დიდებული მადა აქვს, მაგრამ სადილი არ აქვს.
ფიშერი: ხასიათი ადამიანს უდიდეს შესაძლებლობებს ანიჭებს.
მაკიაველი: ადამიანი უფრო ადვილად აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
ლიხტენბერგი: ყოველ ადამიანში არის რაღაც ყველა ადამიანიდან.
თაგორი: ადამიანი მხეცზე უარესია, როდესაც ის მხეცია.
ვოლტერი: უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებს.
კონსტანტინე: ადამიანმა თავის გარეგნობას ისეთივე ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორც თავის სულს.
შილერი: ადამიანის ნებისყოფა მისი ბედნიერებაა.
ფოიერბახი: თუ გსურს, შეიცნო ადამიანი, შეიყვარე ის.
სანტალინა: ერთადერთი ღირსება ადამიანისა, ალბათ, მისივე უნარია, რომ თავის დაფასება შეძლოს.
ბუნინი: ქალების სიძლიერის მთავარი იარაღი მათი სისუსტეა.
მელიხანი: მამაკაცს ქალი მზერით უყვარს და სმენით სძულს.