კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახერხებს რვა ადგილას მუშაობას ზურა გორგაძე და როდის „აწვება” ის ცხოვრებას რქებით

ის, რომ 25 წლის ზურა გორგაძე დღე და ღამე „გადარბენებშია”, იმის დასტურია, რომ  მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანია. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როცა შევიტყვე, ზურა, არც მეტი არც ნაკლები, რვა ადგილას მუშაობსო. თუმცა, როგორც თავად აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ადრეც ჩანდა ტელეეკრანზე, მისი ხმა ისმის რადიოდან და დგას სცენაზეც, ცნობადი სახე მაინც ტელეკომპანია „კავკასიის” გადაცემა „თქვენი დროს” წყალობით გახდა. ეს ის გადაცემაა, სადაც ყოველ სამუშაო დღეს – 4-დან 6 საათამდე, პირდაპირ ეთერში, თავის თანაწამყვან, ლელა ნინუასთან ერთად, თავს კომფორტულად, მშვიდად და მხიარულად გრძნობს. 

 

ზურა გორგაძე: ჩემი სატელევიზიო კარიერა თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო. მართალია, თელავის თეატრში ვიწყებდი სამსახიობო კარიერას, მაგრამ ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც დაგეგმილი იყო. სწორედ,  ამ პერიოდში მქონდა შემოთავაზება „რეალ-ტვ-დან” შემეცნებით-გასართობ გადაცემის წამყვანობაზე. გავიარე ქასთინგი და დავიწყე მუშაობა. შემდეგ, მე და მსახიობ ნინო მუმლაძეს მიგვყავდა გადაცემა „დღის რეცეპტი”. პრინციპში, ასე „გემრიელად” დაიწყო ჩემი სატელევიზიო კარიერა (იცინის). 

– „გემრიელი” დილიდან, „კავკასიის” აქტიურ შუადღის „თქვენს დროში” როგორ მოხვდი?

– „გემრიელი” დილიდან აქტიურ შუადღემდე, ანუ „თქვენს დრომდე” იყო დიდი პაუზა. თუმცა, რადიოს წამყვანიც ვარ, ტელევიზიებში სერიალებს ვახმოვანებ და ასე რომ, სამსახურის გარეშე არ დავრჩენილვარ. დღეს კი რვა სამსახური მაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ, თითოეულში იმხელა ენერგიას ვდებ, სახლში გადაქანცული მივდივარ. გახმოვანებაც კარგია, რადიო-წამყვანობაც, სცენაზე დგომაც, მაგრამ ტელევიზია სხვა საქმეა. ზოგადად, მიყვარს კამერიდან ადამიანებთან კონტაქტი და ამას დღეს „თქვენი დროს“ წყალობით ვახერხებ. სულ ვამბობ, არ მოველოდი, ასეთი ლამაზი სტუდია თუ გვექნებოდა, ასეთ დიდ დაინტერესებას გამოიწვევდა და ამდენ მაყურებელს თუ მოიზიდავდა ეს გადაცემა-მეთქი. ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ადრე ეკრანზე ვჩანდი, „თქვენი დროს” წყალობით, ცნობადი გავხდი (იცინის). ეს ის გადაცემაა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, თავისუფალი ვარ, სასიამოვნო გარემოში საყვარელ სტუმრებს ვმასპინძლობ ჩემს თანაწამყვან, ლელა ნინუასთან ერთად და უბრალოდ, ბედნიერი ვარ. ეს ის საქმეა, რომელიც მიყვარს და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ყოველდღე, პირდაპირ ეთრში, თავისუფალ გარემოში რომ გიწევს ყოფნა, იქ სასაცილო, დაუგეგმავ ფაქტებსაც  ვერ აცდები. ამას წინათ, დაგვიანებით მოვიდა სტუმარი. პროდიუსერმა, სანამ სარეკლამო ჭრა იყო, მეორე კორპუსში გადაიტანა „ფლეშკა”, სადაც სტუმრის სიმღერები იყო ჩაწერილი. სანამ ის უკან დაბრუნდა, რეკლამამ გაიარა და გავაგრძელეთ პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად საუბარი. გაცხარებულ დებატებში ვართ და გავიხედე, კიბეზე ბრახა-ბრუხით ჩამორბის ჩვენი პროდიუსერი, შემოვარდა ეთერში და ყვირის, ვერ ვიპოვე ის სიმღერაო. თვალებით ვანიშნებ, პირდაპირ ეთერში ვართ-მეთქი და თან მეცინება. მაგრამ, ამას ხომ ვერ ამოჭრიდნენ? (იცინის) ასე რომ, ასეთი დაუგეგმავი სიტუაციები და კურიოზები პირდაპირ ეთერში „მოსულა”. ერთხელ კი, შუა გადაცემის დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემი ტელეფონი მაგიდაზე დევს.  გამცრა, ახლა თუ დარეკა, სად გინდა, გავიქცე-მეთქი. კიდევ კარგი, დუმდა. ეტყობა, მოეწონა გადაცემა და ჩუმათ გვისმენდა (იცინის).

– გამოდის, რომ სამსახიობო კარიერას ტელევიზია არჩიე?

– სხვათა შორის, დღესაც ვდგავარ სცენაზე და ვემზადები პრემიერისთვის. სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დავიწყე მუშაობა. იდგმება სპექტაკლი „საბრალდებო დასკვნა” და მე ნაკაშიძის მთავარი როლი მაქვს. მგონი, კარგად მოვირგე ეს როლი და როგორი ნაკაშიძე ვიქნები თქვენ გადაწყვიტეთ (იცინის). მსახიობობა ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის წაყვანაში ძალიან  მშველის. მსახიობებს, ხომ, ზოგადად, იმპროვიზაციის უნარი აქვთ. ეს კი აუცილებელიც კია კამერის წინ. თუმცა, კამერის წინ „ნაიგრიშები” არ მოსულა. ის, ყალბ თამაშებს ვერ იტანს, ამიტომ, არ უნდა გადაამლაშო. 

– მითხარი, რვა ადგილას ვმუშაობო. ეს ცოტა არ იყოს დასაქმების რეკორდული მაჩვენებელია ერთი ადამიანისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში. წარმომიდგენია, როგორი გიჟური „გადარბენები” გაქვს მთელი დღის განმავლობაში.

– დიახ, რვა ოფიციალური სამსახური მაქვს და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ „გადარბენებში” ვარ (იცინის). ხშირად მეკითხებიან, როგორ გყოფნის დროო. დრო კი მყოფნის, მაგრამ, მეგობრები მყავს განაწყენებული, რადგან მათთან დროის გატარებას ვერ ვახერხებ. დღის ბოლო ჩემთვის, ღამის 2-3 საათია. დილით კი, ადრე ვდგები. ძილიც ხომ მინდა? თუმცა, ფაქტობრივად, უძილო ვარ და ეჭვი მაქვს, ცოტა ხანში მკურნალობა დამჭირდება (იცინის). ასე რომ, „თქვენი დრო” მიმყავს და „ჩემი დრო” არ მრჩება. მაგრამ, რა ვქნა, ეს სამსახურები მჭირდება – მიყვარს, სიამოვნებით მივრბივარ და ყველგან კარგი ადამიანები მხვდებიან, თან ფინანსური ფაქტორიც არის. ისიც მეხმარება, რომ მიზანდასახული ვარ. თუ მივხვდი, ადამიანებს ვჭირდები და იქ აუცილებელი ვარ – „რქებით მივაწვები”, ბოლომდე გადავყვები, არ დავზოგავ ენერგიას. მაგრამ, სადაც ზედმეტად ვიგრძნობ თავს, იქ ვერ გავჩერდები. თან, ზოდიაქოთი მორიელი ვარ და დამიჯერეთ, ტიპური ადამიანი მორიელი ვარ.

– ეს რას ნიშნავს?

– ეს ნიშნავს იმას, რომ ხანდახან ძალიან ფეთქებადი ვარ და მწარეთაც ვიკბინები (იცინის). თუმცა, ძირითადად, ვარ ძალიან დიპლომატიური, მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ, თუ ყელში ამომივიდა ადამიანი, აი, მერე მორიელივით ვიკბინები, თანაც თავისი შხამებით.

– თუმცა, მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები  ამბიციურებიც არიან ბუნებით და ცოტა ცივებიც. ამ მხრივ როგორაა საქმე?

– დიახ, არიან ამბიციურები და ცოტა ცივებიც! ალბათ, ჩემი ზოდიაქოს ბრალია, რომ შეიძლება, მიყვარდეს ადამიანი და მისდამი სითბო ვერ გამოვხატო. სხვათა შორის, მორიელები პუნქტუალურებიც არიან. მეც ასეთი ვიყავი, მაგრამ ახლა აღარ ვარ, რადგან ცხოვრებამ და გარემოებებმა „გამაფუჭა” (იცინის). 

– რახან სიყვარულს შევეხეთ, მითხარი, პირად ცხოვრებაში რა ხდება? შეყვარებული ხარ?

– პირად ცხოვრებაში, პატარ-პატარა „ფლირტაობები” მაქვს, მაგრამ საქმის გადამკიდე, დიდი პაუზები გამომდის სერიოზულ სიყვარულში. ახლა ცოტა გამიგრძელდა ეს პაუზა და ვფიქრობ, ზამთარი გადავიტანო და გაზაფხულზე გავაქტიურდე (იცინის). აი, როცა ეს გრძნობა „შემომაწვება”, ის დამალაგებინებს დღის განრიგს, დამამშვიდებს, სითბოთი და მეტი  ენერგიით ამავსებს. 

– მერე, ასეთი მსუბუქი „ფლირტაობით”, გაზაფხულის დადგომამდეც ხომ შეიძლება, დიდი სიყვარული დაიწყოს?

– რასაკვირველია, თავიდან, სწორედ მსუბუქი „ფლირტაობიდან” იწყება გრძნობა და გადადის დიდ სიყვარულში. სულ ვწუწუნებ, რა უბედურებაა, მგონი, საკუთარი თავი არ მიყვარს, ამდენს ვმუშაობ და სიყვარულისთვის ვერ ვიცლი-მეთქი (იცინის). ვფიქრობ, იღბლიანი ადამიანი ვარ, გამიმართლა პროფესიული თვალსაზრისით და ალბათ, არც პირად ცხოვრებაში გამწირავს ბედი. თუმცა, დღეს, ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი ვარ.

 

скачать dle 11.3