„ზამთრის მელოდიები"
“ზამთრის მელოდიები„
დიდი წარმატება ხვდა წილად საქველმოქმედო ფესტივალს „ზამთრის მელოდიები,” რომელიც ჩატარდა სტუდია „გვირილას” და ასოციაცია „ჯადოსნური ხმების” ორგანიზებით. საქველმოქმედო ფესტივალის მხარდამჭერი იყო კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია.” ფესტივალის გახსნა მოხდა თბილისის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე, გაგრძელდა მთაწმინდის პარკში, ხოლო ფესტივალის დახურვა შედგა გორის დრამატული თეატრის სცენაზე. პროექტის შედეგად მოხდა ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
ნინო ჩიხლაძე (პროექტის ავტორი): კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ყოველთვის დიდ ყურადღებას იჩენს საბავშვო, საქველმოქმედო, ინტეგრაციული შინაარსის პროექტების მიმართ, სწორედ კომპანიის თანადგომით გაეწიათ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია-დახმარება. დიდი მადლობა მათ.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ბავშვები ქალბატონი ნინელი ჭანკვეტაძის ფონდიდან: „ჩემი სახლი.” ისინი ჩაირიცხნენ სტუდია „გვირილაში” და თავიანთ თანატოლებთან ერთად ალამაზებდნენ ამ ფესტივალს. მათ ჩაცმულობაზე იზრუნა სტუდია „გვირილამ” და ასოციაცია „ჯადოსნურმა ხმებმა.”