ქურდული ცხოვრება
– დიახ, ჯიქი. ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს თავის წრეში და თუ დროებით გავუშვებთ, შეიძლება, ბეჭედი მოიტანოს.
– ჯიქს ხომ მინიმუმ თხუთმეტწლიანი სროკი ელოდება და რომ გავუშვათ, აუცილებლად გაგვექცევა.
– ვცადოთ.
– მოიყვანე ჩემთან და დაველაპარაკოთ, – უთხრა მინისტრმა მოადგილეს და ნერვიულად გაიარ-გამოიარა კაბინეტში.
მინისტრთან რომ ჯიქი მიიყვანეს, გენერალმა ცნობილ ავტორიტეტს ყველაფერი მოუყვა და ჰკითხა:
– შეძლებ ჩვენს დახმარებას?
– ყოველ შემთხვევაში, შევეცდები. ამისთვის კი აუცილებელია, გამიშვათ და ხვოსტი არ გამომაყოლოთ, უპასუხა მინისტრს ჯიქმა.
– რომ გაგიშვათ და გაიქცე? მაშინ ისე გამოვა, ვაის გაყრას ვცდილობდით და ვაი და ვუი ერთად მივიღეთ.
– არ გავიქცევი. პატიოსან ქურდულ სიტყვას გაძლევთ, რომ თუ არ მოვკვდი, ჩემი ფეხით დავბრუნდები უკან.
ჯიქი გაუშვეს და მან სამ დღეში ბრილიანტის ბეჭედი მოიტანა, ქურდი, რა თქმა უნდა, არ გაუმჟღავნებია და იმავე დღეს საკანში დააბრუნეს. ჯიქის საქმის გამოძიება გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვინც რა უნდა, ის თქვას, მაგრამ ჯიქს რომ პატიოსანი ქურდული სიტყვა გაეტეხა, თუნდაც ძაღლებისთვის მიცემული, მის ავტორიტეტს ჩრდილი მიადგებოდა. ახლა წარმოვიდგინოთ, რას მოიმოქმედებდა ახალი პლეადის სკაიპელი ქურდი ასეთ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, ის სიტყვას გატეხდა და სიმართლე რომ ვთქვათ, მის სიტყვას არც არავინ ენდობოდა, მით უმეტეს, ძალოვნები, რომლებმაც ჩემზე კარგად იციან, თუ რა ლაფშია გასვრილი ზოგიერთი ჩვენი ძმა…
ჩემი სიტყვები, რა თქმა უნდა, ყველა ახალი პლეადის ქურდს არ ეხება და ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა მასეთი იყოს. ასეთ შემთხვევაში, ქურდული სამყარო უკვე კარგა ხნის გადაშენებული იქნებოდა. მე, უბრალოდ, მწვავე გულისტკივილს გამოვთქვამ მიმდინარე პროცესების გამო და ყოველმხრივ ვცდილობ, ეს პროცესი შევაჩერო. ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი რამ შესაძლებელია. არც სახელმწიფოს უნდა სჭირდებოდეს არეულ-დარეული და სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთმანეთთან დაპირისპირებული ქურდული სისტემა. იმას კი ნურავინ დაიჯერებს, რომ ქურდული სისტემის მოსპობა შესაძლებელია. ასეთი რამ არ მოხდება და დამახინჯებულად მაინც შემორჩება. ამას კი შეიძლება, ხალხისა და სახელმწიფოსთვის ბევრად მძიმე შედეგები მოჰყვეს.
მე არ მეგულება სტალინზე მეტად გათვითცნობიერებული და ქურდულ ცხოვრებაში გარკვეული პოლიტიკოსი, სახელმწიფოს მეთაური და მასაც კი არ უცდია ქურდების, როგორც კლასის განადგურება. პირიქით, სტალინმა ის სახელმწიფო სისტემაში ჩართო და ამან გაამართლა კიდეც. სახელმწიფო სისტემაში ჩართვა, მათ სტრუქტურულ ჩართვას კი არ გულისხმობს, არამედ არსებობის საშუალებას. თუმცა, მას კანონი უპირისპირდებოდა და არა უკანონობა, როგორც ამჟამად. სტალინის დროსაც კი არ ყოფილა 223 პრიმა მუხლი და მხოლოდ სიტყვიერი აღიარების გამო, რომ პიროვნება ქურდია, ციხეში არ სვამდნენ. სწორედ, ასეთი პროვოკაციული მუხლის გამო ვარ ახლა პაბეგში და სხვა ჩემი კოლეგები კი ციხეებში სხედან, თუმცა, მათ უკვე მოხდილი აქვთ თავიანთი სასჯელი.
კომუნისტების დროსაც კი, რომელსაც შავ-ბნელ ეპოქას უწოდებენ და ჩემი აზრით, ძალიან არასამართლიანად, სროკმოხდილ პატიმარს არ ავიწროვებდნენ და სულის მოთქმის საშუალებას აძლევდნენ. დღეს კი, ვითომ აყვავებული დემოკრატიისა და სახალხო ხელისუფლების პირობებში, ციხიდან გამოსულ ადამიანს ნახევარ საათში უკან აბრუნებენ. მე არ ვამბობ, რომ ქურდები უცოდველი, ფრთიანი ანგელოზები ვართ, მაგრამ მე ხშირად ისეთ ადამიანს გავუსამართლებივარ და გავუშვივარ ციხეში, ვისი დანაშაულის დამტკიცებასაც სასამართლო არ სჭირდებოდა – ციხეს კი არა, კედელთან მიყენებას და დახვრეტას იმსახურებდა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი – ხშირად ცხვარს მგელი ასამართლებსო… მე, რა თქმა უნდა, უცოდველი ცხვარი არ ვარ, მაგრამ სახელმწიფოს მგლური კანონების მსხვერპლი ვარ და იძულებული გამხადეს, პაბეგში წავსულიყავი და დავმალულიყავი.
პაბეგიცაა და პაბეგიც. კომუნისტების დროს არაერთხელ ვყოფილვარ პაბეგში და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მაშინ ბევრად ადვილი იყო დამალვა, ვიდრე დღეს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დახურულ სისტემაში ვცხოვრობდით, დღეს კი ბევრად ადვილია თავისუფალი გადაადგილება, მაშინ ხალხის ხელშეწყობით ვსარგებლობდით. ამჟამად კი დამსმენები მომრავლდნენ. ამას წინათ, ბეწვზე გადავურჩი დაპატიმრებას და ციხეში შებრუნებას. ერთ საღამოს ყელში ამომივიდა სახლში ჯდომა. ამიტომ ჩავიცვი, მუქი სათვალე გავიკეთე და გარეთ გამოვედი. ჯერ რუსთაველზე გავიარ-გამოვიარე, შემდეგ ელბაქიძის დაღმართს დავუყევი, ხიდზე გადავედი და პლეხანოვზე გავიტასავე. მთაწმინდის და რუსთაველის შემდეგ, ჩემი უსაყვარლესი ადგილი გაჩახჩახებული და ერთი შეხედვით ლამაზი ჩანდა, მაგრამ მე არ მომეწონა. ძველი პლეხანოვი ჩემთვის და ალბათ, ჩემი თაობის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ბევრად უფრო საყვარელი და მშობლიური იყო. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით ეს ადგილი თითქმის მთლიანად არაქართველებზეა გაყიდული და ჩამოსულებმა იქ ძირითადად კაფე-რესტორნები გახსნეს. იმ საღამოს სწორედ ერთ-ერთ მათგანში შევედი. მაგიდას მივუჯექი, სათვალე მოვიხსენი და ადგილობრივი კერძი შევუკვეთე. მიმტანმა შეკვეთა ათ წუთში მომიტანა, მაგრამ შევატყვე, რომ მითვალთვალებდა, მანამდე კი ყურადღებით მაკვირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმტანი არაქართველი იყო, გავიფიქრე: „ნუთუ მიცნო?“ საქმე ისაა, რომ ჩემი, როგორც ძებნილის ფოტოები, მთელ ქვეყანაშია გაკრული დღემდე და იმ ნაბიჭვარმა, როგორც ეტყობა, სადღაც ნახა და მიცნო. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, იქიდან თავის დაღწევაზე დავიწყე ფიქრი, თან მიმტანს ვუყურებდი. მან ტელეფონი ამოიღო და ჩემთვის სურათის გადაღება სცადა, მაგრამ მე ზურგი შევაქციე, მაგიდიდან ავდექი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, რადგან იქიდან „სკვაზნოი“ გასასვლელი იყო და ბავშვობაში არაერთხელ მისარგებლია იმით. მიმტანი მიხვდა, რომ ვითესებოდი და, სავარაუდოდ, პოლიციის ნომერი აკრიფა მობილურზე. მცველს კი ჩემზე ხელით მიუთითა და თავის მშობლიურ ენაზე რაღაც უთხრა. მცველი ჩემკენ დაიძრა. მე მას სამზარეულოში შევასწარი, კედელს ამოვეფარე და დაველოდე. მცველმა როგორც კი ფეხი შემოდგა, ყბაში აპერკოტი ამოვკარი, იქვე მივთიშე და „სკვაზნოით“ ვისარგებლე. პატარა ჩიხებით ისევ პლეხანოვზე გამოვედი, ტაქსიში ჩავჯექი და იმ დაწესებულებას რომ ჩავუარე, საიდანაც სულ რაღაც ხუთიოდე წუთის წინ გამოვიქეცი, უამრავ პოლიციელს მოვკარი თვალი. სიმართლეს ვიტყვი, ისე გავმწარდი იმ არამკითხე, ჩამოთრეული არაქართველის საქციელით, რომ ვიფიქრე, ამ დღეებში დავუსადკავებ და ტრაკში მაინც მივაჭერ-მეთქი, მაგრამ ხელი ავიღე ამ საქციელზე და აღარ გავრისკე. არა და, ის ნაბიჭვარი ნამდვილად იმსახურებდა დასჯას. ამ შემთხვევიდან ერთ-ერთი დასკვნა ისაა, რომ საქართველოში ჩამოთრეულები, რომელთა შორის, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ისტორიული მტრები არიან, აქ, თავს ბატონ-პატრონებად მიიჩნევენ და ამიტომ იქცევიან ასე. კიდევ ერთი დასკვნა ისაა, რომ თავი რომ დავანებოთ ქურდულ პალაჟენიას, ყველა მასტის ურჯულომ და ვიგინდარამ მოიკიდა აქ ფეხი და ქართველების დაჩაგვრა-დამონებას და გადაშენებას ცდილობენ.
საბჭოთა ქურდული სამყარო, თავისი არსით, ინტერნაციონალური იყო და არ მინდა, ვინმემ იფიქროს, ერისკაცობას ჩემულობსო. თუმცა, ჩემს ჯიშსა და ჯილაგზე არასდროს მითქვამს უარი. მე, უბრალოდ, საღი აზრი მამოძრავებს და ვამბობ, თუკი ასე გაგრძელდა, ყველას ბოლო მოგვეღება და არც ქურდებს გაგვახარებენ, არც პოლიციელებს, არც მხატვრებს და არც არავის… ყველას ერთად გადაგვაშენებენ და თავში ხელის ცემა გვიანი იქნება. ვატყობ, პოლიტიკაში გადავიჭერი. ჯობია, ისევ ქურდულ სამყაროს დავუბრუნდე, მაგრამ ერთს დავამატებ და ვიტყვი, რომ ქართველების თანამედროვე დევიზი არა ქურდებთან ბრძოლა და მათი განადგურება უნდა იყოს, არამედ გაერთიანება და ერთი დროშის ქვეშ დადგომა ერისა და ქვეყნის გადასარჩენად, მოყვრის ნიღბით მოსული მოსისხლე მტრების შევიწროება და მათი უკან გაბრუნება.
ქართველი ქურდები არასდროს ერის წინააღმდეგ არ წასულან და საქართველოს საზიანოდ არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. პირიქით, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ერთბაშად შემცირდა დანაშაულის სტატისტიკა საქართველოში და ამით ვცდილობდით, ეროვნულ ტალღაზე მომართული ხალხისთვის ხელი არ შეგვეშალა. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ერთ მშვენიერ დღეს დიდი შეხვედრა შედგა ეროვნული მოძრაობის ლიდერებსა და იმ პერიოდში საქართველოში მყოფ ქართველ ქურდებს შორის. ამ შეხვედრაზე ერთგვარად შეთანხმდნენ კიდეც, რომ მიტინგებზე ქურდებსა და ქურდულ სამყაროზე აუგს არავინ იტყოდა. სამაგიეროდ, ზონებსა და ციხეებში ქურდები გაუწევდნენ მფარველობას ეროვნული მოძრაობის დაპატიმრებულ აქტივისტებს. გარდა ამისა, ჩვენ, ქურდებმა საკმაოდ სოლიდური თანხა შევიტანეთ ეროვნული მოძრაობის ობშჩიაკში და ამ საქმეში ჩვენი წვლილიცაა. იმ პერიოდს საკმაოდ მრავალი წელი გვაშორებს და ერთი ამბავი უნდა მოვყვე. მაგრამ, წინასწარ ვაცხადებ, რომ ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის მესვეურებმა არაფერი იცოდნენ, ყველაფერი ჩვენი ინიციატივით გავაკეთეთ.
ერთ დღეს ბერძენასთან ერთი ჩვენი ნაცნობი მოვიდა. ბერძენა, ციხიდან ახალი გამოსული იყო და ფორმალურად, ის კაცი ბერძენას სანახავად იყო მოსული. სინამდვილეში კი, მას სხვა მიზანი ამოძრავებდა და ლაპარაკის დროს შემოაცურა:
– ძმებო! ეს ბოზები ძალიან გვავიწროვებენ და თუ დროზე არ ვიღონეთ რამე, შეიძლება, მერე გვიანაც კი იყოს.
ბერძენამ მე შემომხედა და მხრები აიჩეჩა, შემდეგ სტუმარს მიუბრუნდა და უთხრა:
– ვერაფერი გავიგე. ერთი გაგვიიასნე, რას ამბობ.
– რას, ჩემო ბერძენა, და ოსეთსა და აფხაზეთში ეს ჩათლახი „კაგებე“ ადგილობრივ სეპარატისტებს იარაღს აძლევს და რამე რომ მოხდეს, ისე ჩაგვხოცავენ, როგორც ალყაში მოქცეულ ნადირს მონადირეები. ამიტომ, ჩვენც იარაღზე დავიწყეთ ჩალიჩი. საჭირო ხალხი გამოვნახეთ და იარაღიც გაიჩითა, მაგრამ მაყუთი ჯერ ვერ ვიშოვეთ, პოსლეზე არ იძლევიან, დრო კი არ ითმენს. არ შეგიძლიათ, რომ იმ ხალხს დაელაპარაკოთ, იარაღი პოსლეზე მოგვცენ და ფულს ორ თვეში ჩავაბარებთ.
– რამდენია გადასახდელი? – ჰკითხა ბერძენამ.
– ასი ათასი მანეთი.
– ცოტა არაა. ეტყობა, დიდი პარტიაა შეკვეთილი. ვინ არის ის ხალხი? – ჰკითხა ბერძენამ და პასუხი რომ მიიღო, უთხრა:
– წინასწარ ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ ვიჩალიჩებთ.
– და, ერთიც, ბერძენ. მე თქვენთან არავის მოვუგზავნივარ და ჩემი ინიციატივით მოვედი. ჩვენმა მდიდრებმა ამის შესახებ არაფერი იციან და ეს ბაზარი ჩვენს შორის უნდა მოკვდეს. ახლა კი წავედი და ორ დღეში პასუხისთვის გამოგივლი.
ნაცნობი წავიდა. ბერძენამ კი მკითხა:
– რას იტყვი?
– რა უნდა ვთქვა, – მივუგე ბერძენას, – არც ქურდების პოლიტიკაში ჩარევა ივარგებს და არც ეროვნული ლიდერების განაწყენება. იარაღის ბარიგებს რომ ჩვენ დავეკონტაქტოთ, პოლიტიკაში ჩარევა გამოგვივა და რა იცი, მომავალში როგორ დაგვიხვდება წინ.
– აბა, რა ვქნათ. გამოდის, რომ მაყუთი ჩვენ უნდა გადავიხადოთ?
– ასე ჯობია.
– წინააღმდეგი არც მე ვარ, მაგრამ ამდენი მაყუთი საიდან?
– ერთი ნაკოლი მაქვს და შენს გამოსვლას ველოდებოდი, რომ გვეჩალიჩა.
– თქვი, რა საქმეა, – მითხრა ბერძენამ.
– რა და, გლდანში ერთი ბარიგა ცხოვრობს, ვალოდია. ანაშას ყიდის და მე მგონი, ჩუმ-ჩუმად სეპარატისტებსაც ეხმარება ცხინვალში.
– შენ რა იცი? – მკითხა ბერძენამ.
– სრულიად შემთხვევით გავიგე. ჩემი მეზობელი რომაა, ოსი თამარა, მაგას ავადმყოფი დედა ჰყავს ცხინვალში და რამდენიმე დღის წინ ჩამოიყვანა. მაგან მითხრა სწორედ, ვალოდია ვნახე ცხინვალში ვიღაც თოფიან კაცებთან ერთადო. თოფით კი ახლა სეპარატისტები და მათი მხარდამჭერები დადიან.
– თამარა საიდანღა იცნობს ვალოდიას?
– ვალოდია ხეთაგუროვების სიძეა, ჩემ გვერდით ეზოში რომ ცხოვრობენ. იცის, რომ ვიცნობ და იმიტომ მითხრა.
– ახლა გასაგებია. დავბომბოთ, მაგის ბარიგა და სეპარატისტი დედაც… მაგრამ, მაყუთი ექნება?
– დარწმუნებული ვარ, რომ კი.
– ასი ათასი?
– არც ბევრად ნაკლები.
– კი მაგრამ, ასე უვერენი რატომ ხარ? პირველად ვხედავ, რომ ასე ალალბედზე მიდიოდე საქმეზე.
ბერძენა მართალი იყო, მაგრამ ქურდული ინტუიცია მკარნახობდა, რომ ვალოდიას ბლომად მაყუთი უნდა ჰქონოდა სახლში და არც შევმცდარვარ. მისი ბაითიდან ასი ათასზე მეტი გამოვიტანეთ. გარდა ამისა, ოქროც გამოვაყოლეთ ხელს და ამ ყველაფერმა დიდი კუში შეადგინა. როცა ჩვენი ახლობელი დაგვიკავშირდა, იარაღის ამბავის გასაგებად, ასი ათასი ხელში ჩავუთვალეთ და ვუთხარით:
– აი, ძმაო, ეს ჩვენგან, გადაიხადეთ და იარაღი დაითრიეთ. მაგრამ, ერთი თხოვნა გვაქვს, ამის შესახებ ნურავის ეტყვით.
– დიდი მადლობა. ვის ვეტყვით? ჯიგრები ხართ ქურდები და ხელისუფლებაში რომ მოვალთ, პატივისცემა ჩვენზე იყოს.
ერთი სიტყვით, ეროვნულ მოძრაობაში ჩვენი წვლილი მე და ბერძენამაც შევიტანეთ, თუმცა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ჩვენ რუსეთში ვიმყოფებოდით, ხოლო უკან რომ დავბრუნდით, უკვე განდევნილები იყვნენ და სიტუაცია ისე იყო არეული, ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა.
მავანი, ალბათ, ბრალსაც კი დაგვდებს და იტყვის, თუკი საკუთარ თავს ნეპმანელ ქურდებად მიიჩნევდით, მაშინ პოლიტიკაში რატომღა ჩაერიეთო. ასეთების გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენ პოლიტიკაში კი არ ჩავრეულვართ, ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს იარაღი შევუძინეთ, რომ ფიზიკურ გადარჩენაში დავხმარებოდით. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე ვთვლიდით და ამის გამო ვერავინ ვერ წამოგვიყენებს პრეტენზიას და რომც სცადოს, საკადრის პასუხსაც მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქურდი ვარ, დიდი ილიას განსაზღვრებას – მამული, ენა და სარწმუნოება, აბსოლუტურად ვიზიარებ და თუკი სამშობლო არ მექნა, რწმენას დავკარგავ და ჩემს ენაზე ვერ ვილაპარაკებ, მხოლოდ ქურდობა რა თავში სახლელად მინდა… ქურდობა, თუნდაც ნეპმანელი, ჩემთვის კრიმინალური სტატუსია და არ ვამბობ, რომ კრიმინალობა ადამიანის უმაღლესი მდგომარეობაა. მაგრამ, ამ სფეროთი მე ჩემს ეროვნულ ხასიათსა და ნიჭს გამოვხატავ და ვფიქრობ, რომ არცთუ ისე ურიგოდ.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ადრეული ბავშვობიდან ქურდულად ვცხოვრობ და არაქურდული საქციელი არასოდეს ჩამიდენია. მაგრამ, ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი თანამემამულისთვის დახმარების ხელი გამეწვდინა და არავისთვის დამეჩაგვრინებინა, მით უმეტეს, სხვა ეროვნების წარმომადგენლისთვის. მე თუ მხოლოდ სამართლიანობას ვიცავდი და ჩემი თანამემამულეებისთვის მცირე გამონაკლისს ვუშვებდი, ხუჭუჭა ნამდვილი ნაციონალისტი იყო. მას აშკარად არ ეხატებოდა გულზე არაქართველები და მათი კლასიფიკაციის საკუთარი კრიტერიუმები გააჩნდა. ახლა არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას, თუ ვინ რომელ ადგილზე იდგა, მაგრამ ზურიკო ყიფიანი ყოველთვის ქართველს ანიჭებდა უპირატესობას და მათ სადარაჯოზე იდგა. ჩვენ ბევრი არაქართველი მეგობარიც გვყავდა, მაგრამ ხუჭუჭა მათზე მეტად მაინც ქართველებს ანიჭებდა უპირატესობას და ამას მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვების პერიფრაზით ხსნიდა და ამბობდა: „ღირსეული ქართველები ომში იღუპებოდნენ, უღირსები კი ცოცხლები რჩებოდნენ. მაგრამ სწორედ ის უღირსები შობდნენ ღირსეულებს და თუკი ვინმე დამიმტკიცებს, რომ მიხეილ ჯავახიშვილზე ჭკვიანია, მაშინ უარს ვიტყვი ჩემს სიტყვებსა და საქციელზე და პოზიციას შევიცვლი“. ხუჭუჭასთან დავა და მასზე გამარჯვება ძალიან რთული საქმე იყო. ამიტომ, რამდენიც არ ვეცადეთ, მე და ყბედალომ ის ვერ გადავარწმუნეთ და ის დღემდე ასეთად დარჩა.
ერთხელ მე, ხუჭუჭა და ყბედალო გორაზე ვიყავით, ვაბოლებდით და ვლაპარაკობდით. ყბედალომ თვალი ჩამიკრა, ნელ-ნელა სასურველი თემა შემოაგდო და ხუჭუჭას ჰკითხა:
– ქართველი პიდარასტი უფრო კარგი ტიპია, თუ არაქართველი არაპიდარასტი?
ხუჭუჭას გაეცინა და ყბედალოს ირონიული მზერა ესროლა. შემდეგ თვალი ჩამიკრა და თქვა:
– მარტივად აგიხსნი მაგაზე რასაც ვფიქრობ, – მშვიდად მიუგო ხუჭუჭამ, – მაგალითად, სოლოლაკელი გარიკა რომაა, ხომ კარგი ტიპია?
– კი და ქურდობა უნდა, – თავდაჯერებულად მიუგო ყბედალომ.
– ენდობი?
– კი.
– გინდა, დაგიმტკიცო, რომ ჩათლახია, ხოლო მისი პიდარასტი მეზობელი მალხაზა კი ბევრად უფრო კარგი ტიპია? – უთხრა ყბედალოს ხუჭუჭამ.
პიდარასტის კაი ტიპთან შედარებამ ყბედალო ძალიან გააღიზიანა. მართალია, ჩვენ ძმაკაცები ვიყავით და ერთმანეთთან ისეთ რამეებს ვამბობდით, რასაც სხვას არ ვეტყოდით და არ ვაპატიებდით, მაგრამ მალხაზას გარიკასთან შედარებამ ყბედალო აღაშფოთა და ხუჭუჭას უთხრა:
– ატრაკებ. ვითომ არ გაგვიგონია, რაც თქვი. ხომ იცი, რომ ასეთ ბაზარს არავინ გაპატიებს და პასუხს მოგთხოვენ?
– პასუხი არასწორი საქციელისთვის მომთხოვონ, ხოლო, თუ გინდა, ჩემი სიტყვები დაგიმტკიცო, რასაც გეტყვი, ის გააკეთე.
– მიდი, თქვი.
– გარიკა ახლა სახლში იქნება და სანამ მასწავლებელთან წავა, დაურეკე და სთხოვე, ხვალამდე ორმოცდაათი მანეთი გასესხოს. უთხარი, რომ ოჯახისთვის გინდა და აუცილებლად დაუბრუნებ.
– შენ რა, ფიქრობ, უარს მეტყვის და ამით დამიმტკიცებ მაგის ცუდ ტიპობას? იქნებ მართლა არ ჰქონდეს მაყუთი?
– უარს რომ გეტყვის ფულზე, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, მაგრამ ამაში არაა საქმე. წამოდით, ჩავიდეთ ქვევით და პოლკოვნიკასთან რომ ტელეფონი კიდია, იქიდან დარეკე. აი, ორკაპიკიანი.
ჩვენ ტელეფონისკენ დავეშვით, ყბედალომ სოლოლაკელი გარიკას ნომერი აკრიფა და გარიკამ უპასუხა:
– ალო.
– გარიკ, ძმაო, ყბედალო ვარ.
– ვაა, ყბედალო-ჯან, ბრატ, როგორ ხარ, სად დაიკარგე, ხომ მშვიდობაა. როგორ მომენატრე, – აკაკანდა გარიკა.
– კი, მშვიდობაა. უბრალოდ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
თხოვნის გაგონებაზე გარიკამ პაუზა გააკეთა. ლაპარაკის ხალისი მოაკლდა, მაგრამ ნაძალადევად მიუგო:
– გისმენ, ყბედალო-ჯან, თუ რამე შემიძლია, უარს როგორ გეტყვი.
– გარიკ, ძმაო, ხვალ საღამომდე ოჯახისთვის ძალიან მჭირდება ორმოცდაათი მანეთი და თუ შენ არ გაქვს, იქნებ, სადმე მასესხებინო. ძმობას გეფიცები, რომ ხვალ საღამოს უეჭველად დაგიბრუნებ.
– არა, ყბედალო-ჯან, ნაღდად არა მაქვს, თორემ ჩემი თავი შემოგევლოს. მეც ბეზკაპეიკა ვარ.
მე და ხუჭუჭა გასუსულები ვუსმენდით ყბედალოს და გარიკას დიალოგს. უარის თქმაზე ირონიულად გამეცინა, ყბედალომ კი იხტიბარი არ გაიტეხა და გარიკას უთხრა:
– გარიკ, ძმაო, თუ რამე მაყუთი ჩაიგდე ხელში, იქნებ მომაწოდო. სახლში ვიქნები და არ დაგეზაროს, რაა…
– არა, ყბედალო-ჯან, რა დამეზაროს. თუ რამეს დავითრევ, აუცილებლად მოგიტან. აბა, დო ვსტრეჩი, – მიუგო გარიკამ ყბედალოს და ყურმილი დაკიდა. ხუჭუჭამ კი უთხრა:
– ხომ გითხარი, უარს გეტყვის-მეთქი?
– იქნებ, მართლა არ ჰქონდა?
– კარგი. ახლა მეორე ეტაპზე გადავიდეთ და ნახავთ, რაც მოხდება.
– რა უნდა ვქნათ? – ვკითხე ხუჭუჭას.
– ახლა გარიკა ინგლისურის მასწავლებელთან მიდის. ემზადება, მოსკოვში დიპლომატიურზე უნდა ჩაბარება და არა ქურდობა, როგორც თქვენ გატყუებთ. აი, ამ პადიეზდში შედით და უთვალთვალეთ. მე კი მალე მოვალ, – გვითხრა ხუჭუჭამ და გარიკას სადარბაზოსკენ დაიძრა, ჩვენ პირდაპირ.
ხუჭუჭა სადარბაზოში შევიდა და სამიოდე წუთში, მას შემდეგ, რაც იქიდან გარიკა გამოვიდა და ჭონქაძის ქუჩას ჩაუყვა, ხუჭუჭაც გამოჩნდა, ჩვენთან მოვიდა და გვითხრა:
– წამოდით, გარიკას შუსტრად გზა მოვუჭრათ და ლერმონტოვის ქუჩაზე დავხვდეთ.
– რატომ, არ იტყვი, რაშია საქმე?
– რაშია და გარიკას პადიეზდში ორას ორმოცდაათი მანეთი დავუგდე. მან აიღო და ახლა მასწავლებელთან მიდის. ვითომ შემთხვევით შევხვდებით და რომ ჰკითხავ, ფული ხომ არ გიჩალიჩიაო, შენ თვითონ ნახავ, რას გიპასუხებს.
ჩვენ გარიკას გზა მოვუჭერით და ლერმონტოვის ქუჩის კუთხეში დავხვდით. მან შორიდანვე დაგვინახა, აღტაცებული პოზა მიიღო, სათითაოდ გადაგვკოცნა და მოგვიკითხა, ბოლოს კი ყბედალოს უთხრა:
– ყბედალო-ჯან, მამაჩემსაც დავურეკე სამსახურში მაყუთზე და ორ ჩემს ახლობელსაც, მაგრამ არავის ჰქონდა. იზვინი, რა, თუ რამე ვიჩალიჩე, აუცილებლად მოგიტან. ახლა კი, იზვინი, მეჩქარება. აბა, კარგად, ძმებო!
გარიკა სწრაფი ნაბიჯებით გაგვეცალა და ეზოში შევიდა, სადაც მასწავლებელი ცხოვრობდა. ყბედალო გაფითრდა და გაკიდება დააპირა, მაგრამ ხუჭუჭამ გააჩერა და უთხრა:
– თავი დაანებე, არაფერი უთხრა!
– რა არ ვუთხრა, მაგისი ახვარი დედაც… ბოლო-ბოლო ორას ორმოცდაათი მანეთი ჩაიჯიბა.
– მაგას მე მივხედავ. ახლა კი წამოდი და დაგიმტკიცებ, რომ პედარასტი მალხაზა მაგაზე ბევრად კარგი ტიპია.
– არაა საჭირო, – ხელი ჩაიქნია ყბედალომ, – მალხაზას დედაც და იქ გარიკასიც… მაგრამ, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ყველა ქართველი ჯობია, თუნდაც ყველაზე ცუდი, ყველაზე კარგ არაქართველს.
– მე ეგ არც მითქვამს. მე, უბრალოდ, ქართველების მხარეს ვარ და მიხეილ ჯავახიშვილის ფრაზას ნუღარ გამამეორებინებთ.
ხუჭუჭას არასდროს უღალატია თავისი პრინციპებისთვის, ბოლომდე მათი ერთგული დარჩა და მხოლოდ მაშინ გაწირავდა ქართველს, ისიც ბოლომდე არა, როდესაც მეორე მხარესაც ქართველი იდგა. ქართველისა და არაქართველის დაპირისპირებისას კი, სადაც საქმეში ხუჭუჭა ერეოდა, ქართველი არასდროს დაჩაგრულა…
ცოდვა გამხელილი ჯობია, და გულახდილად ვიტყვი, არაერთხელ მინატრია ციხესა თუ ზონაში ხუჭუჭა ჩემს გვერდით ყოფილიყო. არა იმიტომ, რომ ეს პირადად მე მჭირდებოდა, არამედ შექმნილ სიტუაციაში სწორედ ხუჭუჭა იყო საჭირო მდგომარეობის გასანეიტრალებლად და ქართველის დასაცავად. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ თავად მე არ შემიძლია, ან არ შემეძლო ვინმეს, მით უმეტეს, ქართველის დაცვა, მაგრამ ხუჭუჭას სიტუაციის შემობრუნება, წახდენილი საქმის გამოკეთება ძალუძს. ამას კი განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება.
ერთხელ, ირკუტსკის საეტაპო ციხეში ვიჯექი და კოლონიაში გაგზავნას ველოდებოდი. უკვე წინასწარ ვიცოდი, სადაც უნდა წავეყვანეთ და ლაგერში ქსივაც გაიგზავნა, მაგრამ ეტაპი იგვიანებდა. ისეც ხდებოდა, რომ განაწილების ადგილში ერთი, ზოგჯერ კი ორი თვის დაგვიანებითაც გიშვებდნენ. ეტაპის მოლოდინში ვარ და ამ დროს ციხეში ოცდახუთი წლის ქართველი ბიჭი მოიყვანეს. მას თედო ერქვა, ათი წელი ჰქონდა მისჯილი და მანქანის აკუმულატორის ქურდობისთვის იყო გასამართლებული, რაც ყველა ნორმებით, ნონსენსი იყო. ათ წელს მანქანის ქურდობისთვის არ უსჯიდნენ რეციდივისტებსაც კი. პირველად სროკზე წასულს ხომ ოფიციალურად, მაქსიმუმ, ერთი წელი ეკუთვნოდა, უმეტეს შემთხვევაში კი, პირობითი პატიმრობით კმაყოფილდებოდნენ. ათი წელი, რა თქმა უნდა, ფანტასტიკა იყო და აშკარად, სხვა, რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. მართალია, თბილისელი იყო და რუსულიც იცოდა, მაგრამ ბლატნოობის არაფერი ეტყობოდა. ყველა და ყველაფერი მის წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო, რადგან, რბილად რომ ვთქვათ, ასეთ გაუგებრობაში მოჰყვა. საკანში რომ შემოიყვანეს და შევხედე, მივხვდი, არიფი იყო და არც ცდილობდა, ვინმესთვის შავად მოეჩვენებინა თავი. როდესაც გავიგეთ, თუ რის გამო იჯდა და თანაც, ათი წლით, ვიფიქრეთ, უკბილოდ ხუმრობდა, მაგრამ გვითხრა:
– არა. მართლა აკუმულატორი მოვიპარე და ათი წელი მომისაჯეს.
ჩვენს საკანში ერთი არაქართველი, თბილისელი ქურდი იჯდა, რომელსაც რუბენა ერქვა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ის თითქმის ოცი წელიწადი არ იყო თბილისში ნამყოფი, რადგან მიყოლებით იჯდა და ავტორიტეტიც უფრო ამის გამო მოიპოვა. სროკზე კი ინდაურის მოპარვის გამო წავიდა და ოცი წელი ვერ ახერხებდა გამოსვლას. მომპარაობაზე რომ არაფერი ვთქვათ, რუბენა არც ერუდირებული იყო და მაინცდამაინც არც გამართული ლაპარაკი ეხერხებოდა. უბრალოდ, ციხეში ჯდომის დიდი სტაჟი ჰქონდა და რომ იტყვიან, რაღაც-რაღაცეები დამახსოვრებული ჰქონდა… ქურდიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ზონაში ქურდის მკვლელი მოკლა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი კოლეგა და თანაქალაქელი რუბენა მაინცდამაინც არ მეხატებოდა გულზე და არც ის იკლავდა თავს ჩემზე გულშემატკივრობით. ჩემს ადგილზე რომ ხუჭუჭა ყოფილიყო, რუბენას აუცილებლად რაღაცას გაუჩალიჩებდა და რომ იტყვიან, მოუყომარებდა კიდეც. მე კი ასეთი ინტრიგები არც მიყვარდა და არც მეხერხებოდა. ამიტომ, რუბენასთან ზომიერ დამოკიდებულებას ვინარჩუნებდი. მიუხედავად ამისა, ვგრძნობდი, რომ რუბენას პატარა მიზეზი სჭირდებოდა და არავითარ შემთხვევაში, არ დამინდობდა. თუმცა, არც რუბენას და არც სხვას არ მივანიჭებდი ასეთ ბედნიერებას და უხეშად რომ ვთქვათ, ფეხებსაც ვერავინ მომჭამდა. რუბენა კი, ეტყობოდა, რომ ვერ ისვენებდა და ჩემს გასამწარებელ საშუალებებს ეძებდა. თედო რომ მოიყვანეს, შეატყო, რომ ამ ბიჭის მიმართ სიმპათიით განვეწყვე და საქმეს შეუდგა… თედომ რომ გვითხრა, ათი წელი აკუმულატორის ქურდობისთვის მომისაჯესო, რუბენამ ალმაცერად შეხედა ბიჭს და ჰკითხა:
გაგრძელება შემდეგ ნომერში