კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  ჩემს მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მის ნაკვეთთან მისასვლელი გზა თვითნებურად მიიერთა და გზის ხარჯზე გააფართოვა თავისი ნაკვეთი, ახლა კი მე მთხოვს, ჩემი ნაკვეთიდან მივცე გზა, რადგან, მეუბნება, რომ სხვა გზა არ აქვს და კანონით ეკუთვნის ჩემს ნაკვეთზე გზის გატარება. გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა მეზობელს, მოცემულ შემთხვევაში, ჩემთვის გზის მიცემის მოთხოვნის უფლება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებული, მისცეთ ასეთ თავნება მეზობელს გზა.

კითხვა:  ავაშენე საცხოვრებელი სახლი. მშენებლობის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სახლის მცირე ნაწილი მეზობლის ნაკვეთშია გადასული, რაც  მანამდე არ ვიცოდი. მეზობელი მთხოვს, დავანგრიო სახლი, რომლის შენებაც უკვე დასრულებული მაქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითონ განახორციელებს ჩემი სახლის მის ნაკვეთზე არსებული ნაწილის დემონტაჟს. გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა მას ჩემი სახლის თუნდაც მის ნაკვეთზე არსებული ნაწილის დანგრევის უფლება და როგორ უნდა დარეგულირდეს მოცემული შემთხვევა სამართლებრივად? 

პასუხი:  გაცნობებთ, რომ,  საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა საკუთარი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. ამასთან, საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია, გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად, წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი. შესაბამისად, თქვენს მეზობელს თუ არ განუცხადებია წინასწარ ან შეტყობისთანავე თქვენთვის საზღვრის დარღვევის შესახებ, მას არ აქვს უფლება, განახორციელოს თუნდაც მის ნაკვეთში არსებული თქვენი სახლის ნაწილის დემონტაჟი, მაგრამ, ამასთანავე, თქვენ ვალდებული ხართ, ყოველწლიურად  იხადოთ ფულადი კომპენსაცია. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა შედეგები მოჰყვება დამქირავებელი პირისთვის, თუ გამქირავებელი  გაყიდის ბინას, რომელიც გაქირავებული აქვს. არის თუ არა ასეთ შემთხვევაში დამქირავებლი ვალდებული, აუცილებლად დატოვოს ბინა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ ის იკავებს გამქირავებლის ადგილს. შესაბამისად, თუ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, ურთიერთობები ახალ მესაკუთრესთან დარეგულირდება ამ ხელშეკრულების ფარგლებში.

კითხვა: სესხად  მაქვს გაცემული თანხა, რომელზეც არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი. ვალს მევალეც აღიარებს ზეპირ საუბრებში. გთხოვთ, მაცნობოთ, არის თუ არა საკმარისი ვალის დასადასტურებლად მევალის ზეპირი აღიარება? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, ანუ, ვალის არსებობის აღიარება, აუცილებელია აღიარება გაფორმდეს წერილობითი ფორმით. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების, ანუ, გადახდის საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ, ამ შემთხვევაში, ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

скачать dle 11.3