რა მოხდა ამ დღეს
10 თებერვალი
1258 – მონღოლთა ჯარებმა, ქართველთა წინამძღოლობით (დავით ულუს მეთაურობით) აიღეს ქალაქი ბაღდადი. გაუქმდა არაბთა სახალიფო.
1635 – დაარსდა საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია.
11 თებერვალი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 660 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს პირველმა იმპერატორმა ჩიმუმ დააარსა იაპონიის სახელმწიფო.
1809 – რობერტ ფულტონმა დააპატენტა თბომავალი.
1922 – კანადელმა ქიმიკოსმა ფრედერიკ ბანტინგმა აღმოაჩინა ინსულინი.
1970 – იაპონია მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა კოსმოსში.
12 თებერვალი
1561 – დაარსდა ქალაქი სანტიაგო – ჩილეს დედაქალაქი.
1955 – მიიღეს ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობის გადაწყვეტილება.
13 თებერვალი
1668 – ესპანეთმა ცნო პორტუგალიის დამოუკიდებლობა, რომელიც მას 1640 წელს გამოეყო.
1917 – ინგლისის პარლამენტმა ქალებს უფლება მისცა, ტაქსის მძღოლებად დაეწყოთ მუშაობა.
1960 – საფრანგეთმა გამოსცადა თავისი პირველი ატომური ბომბი.
1975 – კვიპროსი გაიყო ორ – ბერძნულ და თურქულ ნაწილებად.
14 თებერვალი
1918 – ყოფილ რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნები გადავიდნენ „ახალ სტილზე“ – 31 იანვრის შემდეგ დადგა პირდაპირ 14 თებერვალი.
1956 – გაიხსნა სკკპ მეოცე ყრილობა, სადაც ხრუშჩოვმა დაგმო სტალინის „პიროვნების კულტი“.
1984 – ამ დღეს ელტონ ჯონმა იქორწინა ქალზე – რენეტა ბაუელზე ისინი ერთმანეთს დაშორდნენ 1988 წელს.
15 თებერვალი
1113 – რომის პაპმა აკურთხა პირველი რაინდული ორდენი (წმიდა იოანეს სახელობის ჰოსპიტალიერთა ორდენი, რომელიც უფრო ცნობილი იყო მალტის ორდენის სახელწოდებით).
1925 – ლონდონის ზოოპარკში ცხოველებისთვის დაამონტაჟეს ელექტროგანათება, რათა „გაეუმჯობესებინათ მათი განწყობილება ხშირი ნისლების დროს“.
1947 – საბჭოთა კავშირის მთავრობის პირდაპირი განკარგულებით აიკრძალა ქორწინება საბჭოთა მოქალაქესა და უცხოელს შორის.
1965 – კანადის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ახალი დროშა (ნეკერჩხლის ფოთოლი).
1989 – დასრულდა საბჭოთა ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.
16 თებერვალი
1923 – ეგვიპტეში ჰოვარდ კარტერის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ტუტანჰამონის აკლდამის შესასვლელი (მის გათხრას ერთი წელი დასჭირდა).
1937 – ამერიკელმა ქიმიკოსმა უოლეს ჰიუმ კაროზესმა დააპატენტა ნეილონი.
1968 – ქალაქ ჰეილვილში (ალაბამა) გაიხსნა პირველი სასწრაფო მაშველთა სამსახური – 911.