შოკოლადის კექსი ღვინის მინანქრით
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი დარბილებული კარაქი, 200 გრამი შაქარი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 1 მწიკვი მარილი, 4 ცალი კვერცხი, 250 გრამი ფქვილი, 1 სადილის კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი სოდა 1 სადილის კოვზი ძმრით, 125 მილილიტრი წითელი ღვინო, 0,5 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი. მინანქრისთვის: 125 გრამი შაქრის პუდრი, 3 სადილის კოვზი წითელი ღვინო. მოსართავად კი კოწახურის ჩირი.
მომზადების წესი: კარაქი და შაქარი გათქვიფეთ, დაუმატეთ დარიჩინი, მარილი. ცალკე გათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ სოდა ძმრით, კაკაო, წითელი ღვინო და დანარჩენი ინგრედიენტები. ცომი მოათავსეთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და საშუალო ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. როცა კექსი მზად იქნება, შეაგრილეთ და მოამზადეთ მინანქარი: შაქრის პუდრს დაასხით ღვინო და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მომზადებული მასა მოასხით კექსს და ზემოდან მოაყარეთ კოწახურის ჩირი.