ქათმის წვნიანი კვერცხით
საჭირო ინგრედიენტები: 650 გრამი ქათმის ფილე, 30 გრამი პურის ფქვილი, 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 1 ცალი კვერცხის გული, 1,5 ლიტრი წყალი, 3-3 ღერი ოხრახუში, ქინძი, კამა, პიტნა, მარილი და წიწაკა კი გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი დაჭერით საშუალო ნაჭრებად და ჩაყარეთ მდუღარე წყალში. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. 6 სადილის კოვზი ქათმის ბულიონი, 1 კვერცხის გული, ლიმონის წვენი და ფქვილი კარგად გათქვიფეთ, ფრთხილად ჩაუმატეთ წვნიანს და თან ურიეთ. მორევა გააგრძელეთ მანამ, სანამ არ ადუღდება წვენი. ბოლოს ჩაუმატეთ კარაქი, მწვანილი, მარილი, წიწაკა და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.