„კორდენ ბლუ“ – ლიკა ქორქიასგან
საჭირო ინგრედიენტები: 2 ნაჭერი ორაგულის ფილე, 1 ცალი მოზრდილი სტაფილო, 1/2 ჭიქა ლაიმის წვენი, 1 ჭიქა თეთრი ღვინო (მშრალი უმჯობესია), 400 გრამი ბრინჯი, 1 ცალი ბულიონის კუბიკი (თევზის, ქათმის ან სოკოსი, ანუ, ნებისმიერი), 1 სადილის კოვზი მდოგვი, 100 მილილიტრი სქელი კონსისტენციის ნაღები, ცოტა წითელი დაფქული წიწაკა, მარილი – გემოვნებით, 1 კოვზი წითელი ხიზილალა.
მომზადების წესი: შეწვით ორაგულის ფილე ცხელ ტაფაზე (თავსახური არ დააფაროთ), მოასხით თეთრი ღვინო და ლაიმის წვენი. ცალკე, მდუღარე წყალში, რომელშიც წინასწარ ჩააგდებთ ბულიონის კუბიკს, მოხარშეთ ბრინჯი ჩვეულებრივად (ანუ, 400 გრამ ბრინჯს დასჭირდება 800 მილილიტრი წყალი) და გადაწურეთ.
მოამზადეთ სოუსი: ერთმანეთს შეურიეთ მდოგვი, ნაღები, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, წითელი დაფქული წიწაკა და ცოტა მარილი. დიდ ლანგარზე მოათავსეთ ბრინჯი. გვერდით მოუწყეთ ფილე და მოასხით სოუსი. ზემოდან დაადეთ ხიზილალა.