მსუბუქი ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: საფუარიანი ფენოვანი ცომი, 2 შეკვრა ხაჭო, ხილი – ძალიან კარგია ატამი, ცოცხალი ან დაკონსერვებული. 2-3 სადილის კოვზი შაქარი, 2-3 სადილის კოვზი არაჟანი, 1 კვერცხის გული.
მომზადების წესი: ცომი გააბრტყელეთ, ხაჭო, არაჟანი და შაქარი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ცომს წაუსვით ზემოდან და მოალაგეთ დაჭრილი ხილი. გაბრტყელებული ცომი გვერდებზე ჩაჭერით ორი თითის სისქე ზოლებად და ხილზე გადაწანით ერთმანეთის მიყოლებით. შემდეგ დადეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.