გამომცხვარი თევზი
საჭირო ინგრედიენტები: 1-2 კილოგრამი თევზის ფილე – მოზრდილი ნაჭრები, 1 თავი ხახვი, 2 ცალი ნიახურის ღერი, 3 ცალი სტაფილო, სოიის ცოტა ცხარე სოუსი, მარილი, შავი პილპილი, 1/2 დიდი ლიმონი.
მომზადების წესი: ფილე დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და მოასხით თქვენი გემოვნებით შერჩეული სოიის სოუსი. შეგიძლიათ, ხმელი სუნელიც მოაყაროთ. გამოწურეთ ნახევარი ლიმონი და წვენი თევზს მოასხით. დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით, რომ თევზი კარგად გაიჟღინთოს.
ნახევარრგოლებად დაჭერით ხახვი. სტაფილო მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ. ნიახური დაჭერით მსხვილად. გამოიღეთ თევზი მაცივრიდან და ჩააწყვეთ გამოსაცხობ ტაფაში. ზემოდან მოაყარეთ ხახვი, სტაფილო და ნიახური. მოასხით ჭურჭელში ჩარჩენილი სოუსი. გადააფარეთ ფოლგა და მოათავსეთ აირღუმელში. 10 წუთის შემდეგ ფოლგა მოხსენით და კიდევ 10 წუთით შედგით უკან. ფანტასტიკურია. გარნირი თავად მოიფიქრეთ.