რაში გვეხმარება პირადი რიცხვების მაგია და რისი გამოსწორებაა შესაძლებელი მათი დახმარებით
ასტროლოგიური კანონები იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა გაიგოს, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რა ამოცანა აკისრია, რისკენ უნდა ისწრაფოს და რა უნდა გამოასწოროს ამ ცხოვრებაში მოსულმა. ამის გამოსაცნობად კი რიცხვების მაგია დაგეხმარებათ. მისი საშუალებით ადვილად შეიცნობთ საკუთარ თავს და გაერკვევით თქვენს ბედ-იღბალში. საჭიროა მხოლოდ დაბადების დღის, თვისა და წლის ციფრების შეჯამება. მაგალითად, თუ ადამიანი დაბადებულია 1974 წლის 15 მარტს, თავისი მაგიური რიცხვი რომ მიიღოს, ასე უნდა შეკრიბოს რიცხვები: 1+5+0+3+1+9+7+4=30=3+0=3. ამრიგად, ამ კონკრეტული ადამიანის მაგიური ციფრია 3.
გაითვალისწინეთ, რომ ნუმეროლოგია განიხილავს მხოლოდ ერთნიშნა ციფრებს, გამონაკლისს წარმოადგენს 10, 11, 12 და 13 რიცხვები. რაც შეეხება რიცხვების მნიშვნელობებს, ამას ქვემოთ დააკვირდით:
1 – ეძიეთ ახალი გზები, რათა დაიკავოთ ლიდერის პოზიცია. მეტად გამოავლინეთ სამართლიანობა, დიპლომატია და გქონდეთ გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი. სიტუაციაში ადაპტირება უნდა მოახდინოთ ადეკვატურად. თქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში, პოლიტიკაში, მედიცინაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ავიაციაში, სამთო ქიმიასა და ავანგარდისტულ ხელოვნებაში.
2 – ორიენტირებული უნდა იყოთ მატერიალური სიმდიდრის დაგროვებასა და შემდეგ მის სწორად გამოყენებაზე. ისწავლეთ გარემოზე ჰარმონიული მორგება. დაგჭირდებათ მეტი მოთმინების უნარი, შრომისმოყვარეობის გამოვლენა, შეუპოვრობის განვითარება. ადვილად შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ფინანსურ სფეროში, საარქივო და სამუზეუმო საქმიანობაში, ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, კვების მრეწველობასა და მოდის სამყაროში.
3 – ბევრი ისწავლეთ და გარშემო შემოიკრიბეთ ერთგული ხალხი და თანამოაზრეები. თქვენი ვალია, დაამყაროთ კონტაქტები, უხელმძღვანელოთ ადამიანებს, განავითაროთ დიპლომატიური ურთიერთობები, გაანეიტრალოთ უნდობლობა კოლექტივში. ადვილად მიაღწევთ წარმატებას ხელოვნებაში, დიპლომატიაში, ბიზნესში, ჟურნალისტიკაში, რეჟისურაში, მუსიკაში, ქორეოგრაფიაში, მეწარმეობაში.
4 – დაეხმარეთ სხვებს. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა და ბარიერი შეგხვდებათ, მაგრამ, ამასთან შეგუება და გამკლავებაც უნდა შეგეძლოთ. ისწავლეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. წარმატებებს კი ადვილად მიაღწევთ: ისტორიაში, არქეოლოგიაში, სასტუმროების ბიზნესში, სამუზეუმო საქმიანობაში, არქიტექტურაში, საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში.
5 – გამოხატეთ მეტი სიყვარული და შემოქმედებითი უნარი. ისწავლეთ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება და ნუ შეგეშინდებათ სიახლეების. სადაც საჭიროა, თქვენი ნიჭი და უნარი თამამად გამოავლინეთ. შეგიძლიათ, წარმატებას მიაღწიოთ საიუველირო საქმიანობაში, პლასტიკურ ქირურგიაში, კარდიოლოგიაში, სტომატოლოგიაში, ესტრადაზე, კინოსა და ტელევიზიის სფეროებში. თქვენ სანაქებო ხელმძღვანელი პირი ხართ და ამას გარშემო მყოფებიც აფასებენ.
6 – ისწავლეთ მიტევება და შეგუება არსებულ სიტუაციასთან. იყავით შინაგანად თავისუფალი, დაემორჩილეთ მოვლენებს, მაგრამ, ნუ გახდებით მონა. ისწავლეთ საქმეების მშვიდად კეთება. თქვენი შესაძლებლობები, შეგიძლიათ, გამოიყენოთ იქ, სადაც საჭიროა დისციპლინა, მოთმინება, შრომისმოყვარეობა, ამტანობა და აკურატულობა. ასევე, კარგია ძალების მოსინჯვა ანალიტიკურ და ფილოსოფიურ სფეროებში, ეკონომიკაში, ფიზიკა-მათემატიკაში, მხატვრობაში, სააფთიაქო ბიზნესში.
7 – შეინარჩუნეთ შინაგანი სიმშვიდე და არ გამოხვიდეთ წყობიდან. ისწავლეთ საერთო ენის გამონახვა, ნუ ეცდებით გამარჯვების ნებისმიერი გზით მოპოვებას. იყავით კეთილსინდისიერი, დიპლომატიური; შეძელით მოლაპარაკებების გზით საქმის მოგვარება, სხვებზე ზრუნვა და დაცვა იმისა, რაც გაგაჩნიათ. თქვენგან კარგი ორატორი და სცენარისტი დადგება, ამიტომ, გირჩევთ ამ სფეროში დახარჯოთ ძალები.
8 – ისწავლეთ ცვლილებების დროს ორიენტირება გარემოებებზე. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა. თქვენთვის რისკი აუცილებელია და ამაში ხშირად გიმართლებთ კიდეც. ყველაზე მეტად წარმატებული კი სამედიცინო სფეროში იქნებით.
9 – თავს კარგად გამოავლენთ რელიგიურ-ფილოსოფიურ სფეროში. მთავარია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გახდით სულიერად უფრო ძლიერი. გათავისუფლდით სტერეოტიპებისგან, შეხედეთ სამყაროს ახლებურად, შეცვალეთ ხედვა. სცადეთ ბედი ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, პედაგოგიკაში, რელიგიასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში.
10 – მეტად გამოავლინეთ ლიდერული თვისებები. გააცნობიერეთ ყველა მოვლენა, რაც თქვენ გარშემო ხდება. მთავარია, არ შეცდეთ არჩევანში. შეცვალეთ კურსი და სცადეთ ბედი სახელმწიფო სამსახურში, ფსიქოლოგიაში, სამხედრო სტრუქტურებში – აქ ნამდვილად გაგიმართლებთ.
11 – იყავით მეტად მომთმენი, შრომისმოყვარე და მიაღწიეთ ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებში. უნდა ეცადოთ, იმუშაოთ თანამოაზრეებთან ერთად სოციალურ და საქველმოქმედო საქმიანობაში. თქვენი პოტენციალის რეალიზება შეგიძლიათ საზოგადოებრივ საქმიანობასა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ამიტომ, ორიენტირება ასეთ სფეროებზე გააკეთეთ.
12 – ისწავლეთ ხალხის მართვა. იყავით ორგანიზებული. უნდა შეძლოთ ნეგატიურ მოვლენებთან გამკლავება, რათა იპოვოთ საკუთარი ადგილი ცხოვრებაში. თქვენთვის საჭიროა მუშაობა ისეთ სფეროში, სადაც შეძლებთ სხვებისთვის დახმარების გაწევას, მაგალითად, საავადმყოფოში, კლინიკებში, საიდუმლო ორგანიზაციებში, ასევე, პოლიტიკაში. მთავარია, გამოავლინოთ ამტანობა, მოთმენა და ნებისყოფა. თუ მოგიწიათ მსხვერპლზე წასვლა, არც ამაზე უნდა თქვათ უარი.
13 – თქვენს პოტენციალს კარგად წარმოაჩენთ შემოქმედებით სფეროებში, პოლიტიკაში, მთავარია, არ იყოთ ამპარტავანი. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და უნარი. ეცადეთ, ყველა გზით დაიმკვიდროთ ადგილი ცხოვრებაში და გახდეთ ცნობილი და წარმატებული პიროვნება. ეს თქვენ ნამდვილად გამოგივათ და ამაში თქვენი ზომაზე მეტად განვითარებული ინტუიციაც დაგეხმარებათ.