შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1990 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე. უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის უფრო მისაღები?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ავსტრია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, კუნძული კორსიკა, სიცილია და გერმანია.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 2 მაისს, ღამის 10 საათსა და 20 წუთზე. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება მომიტანს წარმატებებს?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: ბრილიანტის, მთის ბროლის, სარდიონის, ქარვის, სარდონიქსის, ოქროსფერი ტოპაზის, ზურმუხტის, ლაზურიტის, ნეფრიტისა და ჟადეიტის ქვები.
კითხვა: დავიბადე 1995 წლის 6 ოქტომბერს. მინდა, გერმანიაში წასვლა და მაინტერესებს, იქ თუ გამიმართლებს. ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის ასტროლოგიურად მისაღები სასიყვარულო ურთიერთობებისთვის?
პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა: სასწორის, მერწყულის, თხის რქის, თევზების ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. მოერიდეთ სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობას ლომისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. რაც შეეხება გერმანიას, არ გირჩევთ ბავარიის მხარეს ყოფნას, დანარჩენი ნაწილი კი შედარებით მისაღებია.