სილამაზისა და ახალგაზრდობის 10 მეგობარი
თქვენთვის ცნობილი მცენარეები შეგიძლიათ გამოიყენოთ კანისა და თმის ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად.
ყურძნის წიპწების ზეთი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს E ვიტამინს – ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უწყობს კანის ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებას.
ღამის მკვებავში შეურიეთ 2-3 წვეთი წიპწების ზეთი და წაისვით დაძინებამდე 1 საათით ადრე.
გვირილას აქვს ანტიანთებითი ზემოქმედება, კარგად არბილებს და დეზინფექციას უკეთებს კანს.
ყოველ დილა-საღამოს გვირილის ნაყენით გაიწმინდეთ სახე, ნახარშით კი თავი დაიბანეთ.
ოხრახუშის წვენი კარგი მატონიზებელი საშუალებაა კანისთვის, ასევე, აფერმკრთალებს ჭორფლს.
ოხრახუშის ნახარშში შეურიეთ ლიმონის წვენი, ჩაასხით ფორმებში და გააკეთეთ ყინულის კუბიკები. ყოველ დილით თითო კუბიკით დაიმასაჟეთ სახე და დეკოლტე.
ნაძვისა და ფიჭვის წიწვები მდიდარია C ვიტამინით. აჩქარებს უჯრედების რეგენერაციას.
სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე გაიკეთეთ წიწვის ნახარშის ორთქლის აბაზანები (კვირაში ერთხელ მაინც).
ლავანდა აძლიერებს კანის ტონუსს და ასწორებს ნაოჭებს.
აბაზანის მიღებისას წყალში შეურიეთ ლავანდის ნახარში (1 ლიტრი) და 3-4 წვეთი ლავანდის ზეთი.
გამამელისი შეიცავს ფლავონოიდებსა და ტანინებს, რომლებიც შველის გაფართოებულ სისხლის კაპილარებს სახეზე.
კარგია გამამელისის ნახარშით ცხიმიანი კანის გაწმენდა.
ანწლის ყვავილი ასკორბინის მჟავისა და ტანინების საბადოა. აქვს მატონიზებელი ზემოქმედება.
ანწლის ყვავილის ნაყენი ათეთრებს და ელასტიკურს ხდის კანს.
ვაშლის ძმარი შეიცავს ბეტა-კაროტინს – ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ნაადრევ დაბერებას.
1 ჩაის ჭიქა წყალში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ძმარი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და დალიეთ უზმოზე, პატარა ყლუპებით (კვირაში ორჯერ).
კრაზანას აქვს ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები. ახდენს კანის უჯრედების რეგენერაციის სტიმულირებას.
თუ გამონაყარი გაქვთ, კანი გაიწმინდეთ კრაზანას ბლანტი ნახარშით.
როზმარინი საუკეთესო საშუალებაა ცელულიტის მოსაშორებლად. მასაჟისთვის განკუთვნილ გელში შეურიეთ როზმარინის ზეთის 3 წვეთი.