კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანებს ვერ აყენებს ზიანს გარშემო მყოფთა ავი მზერა და რა სახის კორექტივები უნდა შეიტანოთ ცხოვრებაში, რომ გათვალვა აიცილოთ თავიდან

ავი თვალისა და მაგიის არსებობის უძველესი დროიდან სჯეროდათ ადამიანებს. ცნობილი ექიმი ავიცენა წერდა, ხშირად სული უცხო სხეულზე მოქმედებს, მაგალითად, ავი თვალის მეშვეობით. ბევრი არ აღიარებს, მაგრამ, გულის სიღრმეში სჯერა, რომ ავ მზერასა და ბოროტ გამოხედვას უდიდესი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნელის, რომელმაც მეტად დასაფიქრებელი, საინტერესო და თავის დასაცავი რჩევები და რეკომენდაციები მოგვაწოდა.

 

ნელი: მაგიაში გათვალვა შედარებით მსუბუქი ზემოქმედების სახეა, მაგრამ, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მას ბოროტების მოტანა არ შეუძლია. პირიქით, შესაძლოა, ეს სერიოზული დაავადების მიზეზიც კი გახდეს. გათვალვის ფუძე ენერგეტიკაში უნდა ვეძებოთ. უკანასკნელ წლებში, როდესაც ბიოენერგიის მეცნიერულად შესწავლას სათანადო ყურადღება მიაქციეს, ბევრი მაგიური მოვლენა, რომელიც მისტიკურ საბურველში იყო გახვეული, სრულიად ახალი სახით წარმოჩინდა. 

– მოხუცების მონაყოლიდან გამომდინარე, ადამიანი თვალს მაშინ იღებს, როცა ის ფიზიკურად სუსტია. სინამდვილეში  როგორ ხდება მზერით ადამიანის, ეგრეთ წოდებული, მოჯადოება?

– ხალხური გადმოცემით, საკმარისია ავი მზერა, რომ ადამიანი იღებს თვალს. ადამიანის შინაგანი ბიოენერგია გამოსხივდება კიდურების მეშვეობით, მაგრამ, ყველაზე ძლიერად ის თვალის საშუალებით მოქმედებს. ამ დროს თვალები, ასე ვთქვათ, გამტარის ფუნქციას ასრულებს. თვალი მინიმალური დანაკარგებით გამოასხივებს დადებითად ან უარყოფითად დამუხტული ენერგიის კონცენტრირებულ სხივებს.

თქვენ მკითხეთ, არის თუ არა დამუხტვა ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე დამოკიდებული. გეტყვით, რომ, შინაგანი განწყობა შესაბამისად მოდულირდება ენერგეტიკულ დამცავ გარსზე, გავლენას ახდენს აურაზე და „აბჯარში” ჩნდება ნახვრეტები, რომლებიც საერთო ენერგეტიკულ ველსაც არღვევს, უარყოფითი ენერგეტიკული ველი კი ორგანიზმამდე აღწევს. მაგალითად, ამ არხებით კარგად სარგებლობენ ენერგოვამპირები. ისინი მთელი ორგანიზმიდან ან მისი ცალკეული ორგანოებიდან ქაჩავენ ენერგიას. შედეგი კი ცნობილია – დაავადებები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება. დარღვეული ბიოველი დაავადებების სათავე ნამდვილად ხდება. ორგანიზმი ცდილობს თავდაცვას და ეგრეთ წოდებული „აბჯრის” აღდგენას, რაც ხშირად ორგანიზმის შინაგანი რეზერვების ხარჯზე ხდება, ეს კი მის გამოფიტვასა და დაავადებას იწვევს. ადამიანმა შეიძლება, არაერთი ენერგეტიკული ნახვრეტი ატაროს სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ, ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია მათთვის, ვინც გარკვეულ მდგომარეობას მიაღწია საზოგადოებაში. ისინი ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან და მათკენ მუდმივადაა მიმართული მოშურნეთა მზერა, რაც  სამუდამოდ აჩნდება მათ ბიოველს და მძიმე დაავადებების მიზეზი ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენერგეტიკული „ისრები“ ყველაზე ერთნაირად არ მოქმედებს. თუ ადამიანს ძლიერი და ინტენსიური ბიოველი აქვს, მასზე „ისრები“ გავლენას ვერ ახდენს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კოსმოსიდან მიღებულ ენერგიას, ასე ვთქვათ, სუფთა სახით აგროვებენ ორგანიზმში და შემდეგ სხვას გადასცემენ.

– შინაგანად სუფთა, კეთილი, მშვიდი და სათნო ადამიანიც ხდება გათვალვის მსხვერპლი?

– შინაგანი ძალა და სუფთა ბიოველი მას ასეთი თავდასხმებისგან კარგად და საიმედოდ იცავს. ამიტომ, თუ შეამჩნევთ, რომ გათვალვის მსხვერპლი გახდით, გადახედეთ საკუთარ მორალურ მხარეს და შესაბამისი კორექტივები შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში. თუ აღმოაჩენთ, რომ რამეს სწორად არ აკეთებთ და თქვენვე შეცვლით მას, ამით ძალიან ბევრ უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი ქალები და ბავშვები ხდებიან. საერთოდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მგრძნობიარენი არიან და მათზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია. გათვალვისთვის კი სულაც არ არის აუცილებელი უშუალო კონტაქტი. ეს, შესაძლოა, ფოტოსურათზე ზემოქმედებით, ფიქრის ძალის დახმარებით, ან, თუნდაც, ტელეფონით საუბრის დროს მოხდეს.

– იქნებ გაგვანდოთ, როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, გათვალულია თუ არა?

– დაახლოებით ერთი ან ორი წუთის განმავლობაში ხელში დაიჭირეთ გამხმარი პურის გული, შემდეგ კი წყალში ჩააგდეთ. თუ პური ერთი-ორი წუთის შემდეგ ჩაიძირა, სუსტი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით. ამ მეთოდით ბავშვების დიაგნოსტიკაც შეიძლება. დააჭერინეთ ხელში გამხმარი პურის გული და შემდეგ იგივე გაამეორებინეთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვი ზემოქმედების ქვეშაა, თუ არ არის მონათლული, აუცილებლად მონათლეთ – ამის შემდეგ მისი ბიოველი საგრძნობლად გაძლიერდება და დაცულიც იქნება. ხოლო, თუ ბავშვი მონათლულია, ამ შემთხვევაში, სხვა საშუალებების გამოყენებაა საჭირო. ყველაზე ხშირად უარყოფითი ენერგია შარდისა და ოფლის სახით გამოდის ორგანიზმიდან. ამიტომ, ბავშვის ოფლიანი და შარდიანი ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გამოხარშოთ და დიდხანს გაფინოთ სუფთა ჰაერზე და მზეზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შელოცვებს. შელოცვები, ფაქტობრივად, ვიბრაციაა, რომელიც რეზონანსში მოდის ადამიანის ბიოველთან და მის გააქტიურებას იწვევს.

– ცნობილია, რომ ესა თუ ის ნივთი ავი თვალისაგან იცავს ადამიანს. დღესაც, ცრუმორწმუნე მშობლები მოუნათლავ ბავშვებს ქინძისთავს ამაგრებენ ტანსაცმელზე, სახლის კართან კი ათასგვარ ნივთს კიდებენ ბოროტი თვალისგან დასაცავად. ეს თუა გამართლებული და თუ გვიცავს ბოროტი თვალისგან?

– ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იმ დაავადებათა სიაც კი იყო შედგენილი, რომლებსაც ავი თვალი იწვევდა. ზრდასრულებში ეს იყო სიგამხდრე, სიმსივნეები, დამბლა, კრუნჩხვა, მელანქოლია, სიბრმავე, ეპილეფსიური შეტევები; ბავშვებში კი – უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შიშები, უმადობა. ასეთ დროს ადამიანს ხშირად ეცვლებოდა სახის ფერი, ეწყებოდა მუცლის ტკივილი, ხელები უოფლიანდებოდა. ბავშვს კი გათვალვის ნიშნებს მაშინ ატყობდნენ, თუ ის მოულოდნელად გაფითრდებოდა, პულსი აუჩქარდებოდა, სიცხე აუწევდა და გაოფლიანდებოდა. ხშირად მეკითხებიან, როგორ გამოვიცნოთ ავი თვალი და რა მეთოდებით დავიცვათ მისგან თავიო. მინდა, ყველას გავცე პასუხი: უძველესი დროიდან, სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ნიშანი ჰქონდა ავი თვალის მქონე ადამიანთა გამოსაცნობად. ხშირად ასეთ ნიშნებს მიაწერდნენ წითურებს, ხეიბრებს, მათ ვისაც ძალიან შავი თვალები ჰქონდათ, ან, თვალებგადმოკარკლულებს. არადა, ცნობილია, რომ გათვალვა და ახლობლებისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერს შეუძლია, თანაც, ხშირად თითქმის გაუცნობიერებლად. უფრო მეტიც, ასეთ დროს ადამიანი ვერც კი ხვდება, როგორ საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფთ.

– ნიშნავს ეს იმას, რომ ავი თვალისგან თავის დაცვა შეუძლებელია?

– სულაც არა. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ახლომახლო ვინმეს ავი თვალი აქვს, ხალხური გადმოცემის თანახმად, ან რკინას უნდა მოჰკიდოთ ხელი, ან თითები გადააჯვარედინოთ. როგორც ცნობილია, მაგები ამბობდნენ, ზოგიერთი ნივთი ამ მხრივ განსაკუთრებულ დამცავ ფუნქციებს ასრულებსო, მაგალითად: დანა, ხანჯალი, ცული, კლიტე, ლურსმანი, ნემსი და ასე შემდეგ. ამიტომ არის, რომ, თუნდაც გასაღები, ფართოდ გამოიყენებოდა ეტრუსკებსა და ძველ ეგვიპტელებში როგორც თილისმა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თილისმა კი არის ნალი, რომელიც ძველთაგანვე ავი თვალისა და ბოროტებისგან იცავდა ოჯახს.

 

скачать dle 11.3