მხოლოდ ფაქტები
* მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე ვაშინგტონში დაზვერვის ცენტრალური ბიუროს შენობა „სახელმწიფო სტამბის“ აბრით ინიღბებოდა.
* ტრადიციულად, ინგლისში საუფლისწულო მამული უელსი იყო, აქედანაა უელსის პრინცი; საფრანგეთში ასეთი მამული იყო დოფინე.
* ჰამურაბის კანონებში ეწერა, რომ ექიმი ისჯებოდა სიკვდილით, თუ მისი პაციენტი მოკვდებოდა, მაგრამ, იმ დროს მედიცინა ისეთ მაღალ დონეზე იდგა, რომ ექიმთა რიცხვი არც ისე მცირე იყო.
* ინგლისელი მკვლევრის აზრით, „ფერხულსა” და „ვალსს” სათავე ალქაჯების ცეკვამ დაუდო, რადგან, მათი მთავარი საცეკვაო ფიგურა – წრეა.
* რომაელმა მხედართმთავარმა თავისი საყვარელი ვაჟი 5 წლის ასაკში წარუდგინა საზოგადოებას სპეციალურად მისთვის შეკერილი ფორმითა და სამხედრო ჩექმებით. ეს ბიჭუნა შემდეგში იმპერატორი გახდა, მაშინ შერქმეული სახელი კი – „ჩექმა” (ლათინურად – „კალიგულა) სიკვდილამდე შერჩა.
* საბერძნეთში, პეგრამის ნანგრევებში, შემონახულია ასკლეპიის ტაძარი, რომელსაც გრძელი დერეფანი ჰქონდა, ჭერში კი დამალული იყვნენ ქურუმები, რომლებიც გამვლელებს უჩურჩულებდნენ, რომ ის ჯანმრთელია. ეს ერთგვარი ფსიქოთერაპია იყო. ტაძარი სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
* მოკლე მანძილზე სირბილში შეჯიბრების დროს, სპორტსმენს, რომელიც სასტარტო პისტოლეტთან ახლოსაა, უპირატესობა აქვს, რადგან, ხმა 0,01 წამში მხოლოდ 3 მეტრს გადის და შორს მყოფ სპორტსმენამდე მოგვიანებით აღწევს.
* „ო, ყოვლისმიმზიდველო! ო, ყოვლისმიმზიდველო! ყოვლისმიმზიდველო, ყოვლისმიმზიდველო! ო, ო, ო, უმაღლესო ნეტარებავ, ო, უმაღლესო ნეტარებავ, უმაღლესო ნეტარებავ, უმაღლესო ნეტარებავ! ო, ო”, – ასე გამოითქმის ქართულად ყველასთვის ცნობილი „ჰარე კრიშნა! ჰარე კრიშნა! კრიშნა, კრიშნა, ჰარე ჰარე! ჰარე რამა! ჰარე რამა! რამა, რამა, ჰარე, ჰარე!“