კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არიელ შარონის კავშირი თბილისთან და ტრაგიზმით სავსე ცხოვრება

ისრაელის ექსპრემიერი, 85 წლის არიელ შარონი 2014 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა. უკანასკნელი 8 წელი შარონი კომაში, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა. ებრაელი პოლიტიკოსი 2006 წელს, ინსულტის გამო ჩავარდა კომაში და თელ-ა-შომერის კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გახლდათ  მიერთებული. 

* არიელ შარონი 1928 წლის 26 თებერვალს დაიბადა პალესტინაში კფარ-მალალში. მისი წინაპრები  წარმოშობით რუსეთის იმპერიიდან იყვნენ, კერძოდ ბელარუსიდან. არიელის ბაბუა – მორდეჰაი შეინერმანი სიონისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ. 1910 წლიდან მორდეჰაი ოჯახთან ერთად პალესტინაში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, ორი წლის შემდეგ კვლავ რუსეთის იმეპრიაში დაბრუნდა. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ ფრონტის ხაზთან მცხოვრები ებრაელების გასახლება დაიწყო. ასე აღმოჩნდნენ არიელის მშობლები და ბებია-ბაბუა თბილისში. არიელის მშობლებმა – შმუელ შეინერმანმა და დვოირუ შნეიეროვამ ერთმანეთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში გაიცნეს. შმუელი სოფლის მეურნეობის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო დვოირუ ექიმობას აპირებდა. წყვილი ამჟამინდელი მიხეილ წინამძღვრიშვილის ყოფილ კლარა ცეტკინის ქუჩაზე ცხოვრობდა, 122 ნომერში. რუსეთის იმპერიის დროს მას ელიზაბეტის ქუჩა ერქვა. რევოლუციის შემდეგ შმუელი და დვოირუ შუა აზიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ხოლო 1921 წელს, პალესტინაში დასახლდნენ, სადაც დაიბადა არიკ შარონიც. არიელის ბებია – სლავა იოსიფის ასული შნეიეროვა თბილისში გარდაიცვალა 1945 წელს.  როცა 1999 წელს, არიელ შარონი სამუშაო ვიზიტით იყო ჩამოსული თბილისში, თბილისის სინაგოგაში ნაპოვნი ძველი ჩანაწერების მიხედვით, მან ბებიის საფლავი იპოვა – თბილისის ებრაელების სასაფლაოზე, ბებიის საფლავთან ახლოს, თავისთვის უცნობი ბიძაშვილის საფლავიც აღმოაჩინა. სხვათა შორის, არიელ შარონი, რომელიც თავისუფლად ფლობდა რუსულ ენას, შესამჩნევი ქართული აქცენტით საუბრობდა.

* 1953 წელს, 25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი – არიელ შარონი დაქორწინდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტზე – მარგარიტას ზუსტად 1 კვირა იცნობდა დაქორწინებამდე. 1956 წელს წყვილს ვაჟიშვილი, გური შეეძინა. 1962 წელს, ავტომობილი, რომელსაც მარგარიტა მართავდა ავარიაში მოჰყვა და შარონის მეუღლე ადგილზე გარდაიცვალა. ებრაული ტრადიციის თანახმად, არიელ შარონი დასაფლავებიდან ცოტა ხანში, მეუღლის დაზე, ლილიზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი ვაჟი – ომრი და გილადი ეყოლა. გენერალ-ლეიტენანტმა შარონმა კიდევ ერთი პირადი ტრაგედია გადაიტანა. 1967 წელს, სახლის ეზოში მოთამაშე პატარა გურის, სნაიპერმა ესროლა და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. 2002 წელს კი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ლილი გარდაიცვალა. 

* არიელ შარონი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ პრემიერ-მინისტრად მიიჩნევა ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა ქონებას ფლობდა ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე – არიელ შარონი. სამაგიეროდ ცნობილია, რომ მის 400 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული რანჩო „სიკამორი” შარონმა 1970-იან წლებში 500 ათას დოლარად შეიძინა. დღეს კი მისი სავარაუდო ფასი 11,3 მილიონი ამერიკული დოლარია. 

* ებრაულ პრესაში რამდენიმე წლის წინ გავრცელდა სენსაციური ცნობა, რომ შესაძლოა, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი – არიელ შარონი, მეოცე საუკუნის ლეგენდარული რევოლუციონერის, ერნესტო ჩე გევარას ნათესავი ყოფილიყო. ჩე გევარას დედა – სელია და ლე სერნა სინამდვილეში სონია შეინერმანი გახლდათ. 1925 წელს გამოექცა კომუნისტურ რეჟიმს და ბუენოს-აირესში დასახლდა, სადაც ლეგენდარული „ჩეს” მამას – ერნესტო გევარა ლინჩიას გაჰყვა ცოლად. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1965 წელს, სელია გამოუტყდა შვილს, რომ ის ებრაელი იყო, ხოლო ბიძამისი, შმუელ შნეიერმანი პალესტინაში ცხოვრობდა. ბიძაშვილი – არიელი კი ებრაული ჯარის ოფიცერი გახლდათ. თელ-ავივის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის, ეფრაიმ დავიდის თქმით, გევარას და შარონის ნათესაური კავშირის დადგენა შეუძლებელია და ეს ინფორმაცია სრული აბსურდია.

скачать dle 11.3