კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩვენი დროის სასწაული

ერთი თბილისელი გოგონა ვერც იფიქრებდდა, რომ უფალი მის თხოვნაზე ისეთ სასწაულს გამოიმეტებდა, როგორიც წიგნებში ამოგვიკითხავს. ეს ამბავი ექვსიოდე წლის წინ მოხდა თბილისში.

აღდგომა დღეს, განთიადზე, გოგონას ავადმყოფი ბაბუა უეცრად აგონიაში ჩავარდა და ექიმებმა სულთმობრძავი, უკანასკნელი ამოსუნთქვის მოდარაჯე ოჯახის წევრებს გადააბარეს.

ბაბუა ძალიან კეთილი კაცი იყო – მთელი ცხოვრება სიკეთეს თესავდა და გარშემო ყველას ხელს უმართავდა. გოგონას უსაზღვროდ უყვარდა ბაბუა და ექიმების განაჩენის მოსმენისთანავე ეკლესიაში გაიქცა.

სააღდგომო ლიტანიობისა და ღამისთევის სადღესასწაულო ლოცვების შემდეგ, მთელი მრევლი ერთად ზეიმობდა სატრაპეზოში. ეკლესიაში მორიგე მღვდელი დახვდა.

– მიშველე, მამაო, ბაბუა უზიარებლად მოკვდება! – შესტირა გოგონამ. მღვდელმა გაარკვია, თუ როგორი სულიერი ცხოვრება განვლო ბაბუამ და პასუხად მიიღო, რომ მოხუცი ეკლესიაში სანთლებს ანთებდა, ლოცულობდა კიდეც თვისთვის, უპოვართაც განიკითხავდა, მაგრამ, არასდროს ზიარებულა, რადგან, თავი არ მიაჩნდა იმ დონის მორწმუნედ, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს მიახლებოდა.

– ახლაც რომ არ მიიღოს ქრისტეს სისხლი და ხორცი? – ჩაეკითხა მღვდელი გოგონას.

– არა, მამაო, მიიღებს, უეჭველად მიიღებს!

მღვდელი გაჰყვა გოგონას. მანქანამ სწრაფად შეამოკლა მანძილი. სახლში შევიდნენ და ერთად გაიკვლიეს გზა ნათესავებით გარშემორტყმული საწოლისკენ. ლოგინზე დასვენებული ავადმყოფი უკვე ხროტინებდა.

მღვდელმა თავი ოდნავ წამოუწია და უფლის აღდგომა მიახარა:

– ქრისტე აღდგა!

და აქ მოხდა სასწაული – მომაკვდავმა ხროტინი შეწყვიტა, თვალი გაახილა და უპასუხა:

– ჭეშმარიტად!

ხოლო უფრო დიდი სასწაული მოხდა მაშინ, როდესაც ავადმყოფს ჯერ გონება დაუბრუნდა სრულიად, მერე აღსარება თქვა და ნაზიარებზე მღვდლის ლოცვისას: „საკურნებლად სულისა და ხორცისა“ – მადლობის ნიშნად თავადაც ადიდა ღმერთი: „სადიდებლად უფლისა!“ სულ ცოტა ხანში იგი ახლობლებთან ერთად უჯდა სააღდგომო სუფრას და მშვიდად ემასლაათებოდა მათ. მოგვიანებით მოსული ორი ნათესავი მასპინძლებს დანდობილად საყვედურობდნენ: თუ ჩვენი ნახვა გინდოდათ, რაღა ამ ძვირფასი კაცის სიკვდილს იმიზეზებდითო!

უფალმა ამის შემდეგ ზუსტად ხუთი თვე უბოძა სააქაოდ მობრუნებულს. ამ ხნის განმავლობაში მან კიდევ ერთი სახეცვლილება განიცადა – პირვანდელი გატაცება დაეკარგა თამბაქოსადმი. ეს მთლად საოცრება გახლდათ, რადგან, სიყრმიდანვე ეწეოდა. შემდგომში კიდევ ერთხელ ეზიარა და სექტემბრის ბოლოს მშვიდად მიაბარა სული უფალს.

ვისაც მონათხრობის ჭეშმარიტებაში თომა მოციქულივით ხელის შეხებით სჭირდება დარწმუნება, მომხდარის შესახებ შეუძლია დაეკითხოს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის მოძღვარს – მამა გიორგის, რომელიც იმ დღეს მოხუცის შვილიშვილის გვერდით უფლის ნების აღმსრულებელი ბრძანდებოდა.

скачать dle 11.3