კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი – საგანმანათლებლო სივრცის ლიდერი

ერის მოამაგეთა დაჯიდოების ცერემონიალზე „სოფლის მაშენებელნი 2013“ განათლების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს გადაეცა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ მამუკა თავხელიძეს გავესაუბრეთ, რომელიც 2012 წელს წლის რექტორად დასახელდა.

 

– როგორ მოხვდით ნომინირებულთა შორის?

– ვერ გეტყვით (იღიმება), ჩვენთვის სიურპრიზი იყო ეს ჯილდო, ეს კითხვა, ალბათ, პროექტის ორგანიზატორებს უფრო ეკუთვნით, მაგრამ, თუ ზედმეტ თვითდაჯერებულობად არ ჩამითვლით, არც გასაკვირი ყოფილა, რადგან ჩვენმა უნივერსიტეტმა ნამდვილად სერიოზული სამუშაო გასწია, რომ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა მაღალ სტანდარტებამდე აეწია. 

– გვითხარით, რას გულისხმობთ საგანმანათლებლო სისტემის სტანდარტების აწევაში?

– საგანმანათლებლო სტანდარტი კომპლექსური სისტემაა. უპირვეელსად,  უნდა აღინიშნოს უნივერსიტეტის კონტაქტები საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც წლიდან წლამდე ფართოვდება და, თუ ადრე საგანმანათლებლო კონტექსტში უნივერსიტეტის პარტნიორი ქვეყნები იყვნენ ინგლისი, აშშ, გერმანია, ახლა მათ რიცხვს საფრანგეთიც მიემატა, სადაც ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა როგორც ფრანგულ, ისე ინგლისურ ენაზე. ამჟამად ორი სტუდენტი უკვე განაგრძობს სწავლას საფრანგეთში, ნანტის უნივერსიტეტში, სრულად უნივერსიტეტის დაფინანებით და იგეგმება სხვა სტუდენტების გამგზავრებაც. სწავლების მეთოდოლოგია  საერთაშორისო საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის იდენტურია. 

ჯერ კიდევ, 2001 წელს უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკავშირის TEMPUS TACIS-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სწავლებისა და სწავლის სისტემის გარდაქმნას ევროპული სტანდარტის შესაბამისად, რაც სახელმწიფომ, როგორც კანონი, რომელიც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას იდენტური სისტემის შემოღებას ავალდებულებდა, მხოლოდ 2005 წელს მიიღო.  

უნივერსიტეტი გამორჩეულია აკადემიური გუნდით. ჩვენთან მუშაობენ ის პროფესორები, რომელნიც ამინდს ქმნიან თავის დარგში, არიან იმ სახელმძღვანელოების ავტორები, რომლითაც სწავლობენ ახალგაზრდები სხვა უმაღლეს სასწავლებლებში..... და ალბათ, სწორედ ამ ფაქტორით გამოგვარჩიეს ერის მოამაგეთა დაჯილდოების ცერემონიალზე. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა ეზიაროს ამ სტანდარტებს. მოგეხსენებათ, მაღალი ხარისხის ნებისმიერი პროდუქტი ძვირად ღირებულია.  ნიჭიერი და შრომისმოყვარე სტუდენტები კი ყოველთვის მაღალშემოსავლიანი ოჯახებიდან არ არიან, ამდენად, უნივერსიტეტმა გაითვალისწინა სოციალური ფაქტორი და ნიჭიერი ახალგაზრდების წასახალისებლად სწავლის ღირებულება 6 000-ლარიდან 4-000-ლარამდე შეამცირა.

– თქვენი უნივერსიტეტი სწავლაზე ორიენტირებულ აბიტურიენტებს ყოველთვის საინტერესო შეთავაზებას უკეთებს, რას სთავაზობთ უკვე ახალ 2014 წელს  აბიტურიენტებს, რომელთაც თქვენთან სურთ სწავლის გაგრძელება?

– ჩვენი ამოცანაა ჩვენს უნივერსიტეტზე ორიენტირებული აბიტურიენტების მიღება. სწავლის საზღაურის შემცირების გარდა, ჩვენთან სწავლის გაგრძელებლის მსურველ ახალგაზრდებს წამახალისებელ ბონუსებსაც ვთავაზობთ. აბიტურიენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების რანჟირებული ქულების მიხედვით მოხვდებიან პირველ ათასეულში და ჩაირიცხებიან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ისწავლიან უფასოდ. ასევე, აბიტურიენტები, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ნებისმიერ სპეციალობას აირჩევენ პირველ პრიორიტეტად, ისწავლიან 20-პროცენტიანი ფასდაკლებით. 

მიუხედავად სწავლის საზღაურის შემცირებისა, პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ  საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არსებული სწავლის ღირებულების გადახდაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ამდენად, ჩვენ მათ სწავლის საზღაურის გადანაწილების ფორმატსაც ვთავაზობთ. 

– საერთაშორისო პროექტებზე რას გვეტყვით? 

– ჩვენს უნივერსიტეტს არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეშიც აღიარებენ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა უკვე მეორედ  გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში „ერასმუს მუნდუსი –  მეზობელი აღმოსავლეთ რეგიონების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების კოოპერაციით“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში, განახორციელონ საერთაშორისო მობილობა ანუ ისწავლონ ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან უკვე სწავლობს პოლონეთის ადამ მიცკევიჩის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ევა მრასი და ველოდებით ევროპის ქვეყნებიდან სხვა სტუდენტებსაც.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ჩვენს ნებისმიერ აქტივობას, ფინანსური იქნება თუ აკადემიური, შესაბამისი კვლევებით ვადგენთ. აღმოჩნდა, რომ  აჭარაში დიდი მოთხოვნაა ჩვენს უნივერსიტეტზე. გადავწყვიტეთ ბათუმში უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნა. ამდენად, აჭარელ ახალგაზრდებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი უკვე ბათუმში ელის. ჩვენი გულშემატკივრების გასახარად ვიტყვი, რომ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალი შენობა, ფაქტობრივად, დამთავრდა. ეს იქნება პირველი კამპუსის ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ სწავლა, დასვენება და გართობა.

 

скачать dle 11.3