კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონოთერაპია და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის

თბილისში ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკა „აინო” გაიხსნა. ოზონოთერაპია  განსაკუთრებით პოპულარულია ევროპაში, ის  ევროპის ელიტურ მედიცინად მიიჩნევა და დანერგილია  წამყვან და  ცნობილ ევროპულ კლინიკებში.  ოზონოთერაპია  ეფექტურია ინფექციური დაავადებების მკურნალობისას, ასევე გასტროენტეროლოგიაში, პულმონოლოგიაში, გინეკოლოგიაში, ნევროლოგიაში, უროლოგიაში, ქირურგიასა და დერმატოლოგიაში. კონკრეტულად  რომელი დაავადებების მკურნალობისას გამოიყენება ოზონოთერაპია და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას  ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამის შესახებ  ახალი  ცენტრის დამფუძნებელი – ექიმი ადა მჭედლიძე გვესაუბრება. 

 ადა მჭედლიძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოზონოთერაპიას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის სისტემური თერაპია, რომელსაც არსებობის საუკუნოვანი ისტორია აქვს. ოზონი  ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტია და ანადგურებს ნებისმიერ პათოგენურ მიკროფლორას (ვირუსებს, სოკოებს, ბაქტერიებს). ოზონი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს არტერიულ წნევას. ოზონი კლავს ჰერპესისა და ჰეპატიტის ვირუსებს, ართრიტის გამომწვევ მიკროორგანიზებს.  ოზონი წმენდს კანს, ჟანგბადით ამდიდრებს ჰემოგლობინს, ხსნის კუნთების ტკივილს,  ებრძვის  ბრონქების ქრონიკულ დაავადებებს, ასთმას და ალერგიას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას,  წმენდს ღვიძლს, წვავს ცხიმებს, ამცირებს სტრესს. ოზონოთერაპიის გამოყენების სპექტრი ძალიან დიდია: წარმატებით გამოიყენება კარდიოლოგიაში – გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის, რევმატიზმისა და რევმატოიდული ართრიტების მკურნალობისას; პულმონოლოგიაში – ქრონიკული ბრონქიტების, ბრონქული ასთმისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ; გასტროენტეროლოგიაში – ქრონიკული გასტრიტის, კუჭის წყლულის, კოლიტის, გასტროდუოდენიტის, ქოლეცისტიტის, პანკრეატიტის სამკურნალოდ; უროლოგიაში – ცისტიტების, პიელონეფრიტის, გლომერულონეფრიტის სამკურნალოდ; პოტენციის დაქვეითებისას; გინეკოლოგიაში – საშვილოსნოს ყელის ეროზიების დროს, ორსულთა ანემიის და ნაყოფის ჰიპოქსიის სამკურნალოდ; ნევროლოგიაში – თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, შაკიკის წინააღმდეგ. ოზონოთერაპიით საუკეთესო შედეგები მიიღწევა A, B და C  ჰეპატიტების მკურნალობისას.    

– რამდენად სწრაფია შედეგი მკურნალობის დროს?

– სწორედ ეს არის ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – პაციენტს არ სჭირდება დაელოდოს კურსის დასრულებას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება პირველივე პროცედურებიდან,  როგორც მისი სუბიექტური შეგრძნებების, ასევე ანალიზების მიხედვით.  უმჯობესდება პაციენტის ცხოვრების ხარისხი ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში.  თერაპიას არ აქვს გვერდითი მოვლენები, არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ოზონოთერაპიას არ ჰყავს უკმაყოფილო პაციენტი უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში.  

– ეს ალბათ, საკმაოდ ძვირად ღირებული თერაპიაა, რომელზედაც ყველას არ მიუწვდება ხელი.

– ევროპაში ეს ნამდვილად არის ძვირად ღირებული თერაპია, მაგრამ ჩვენ, გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ცენტრში დაწესებულია სატარიფო პაკეტები,  რაც ნამდვილად ხელმისაწვდომია ჩვენი პაციენტებისთვის.

თქვენს სამსახურში გვიგულეთ.

– მკითხველს დააინტერესებს რა მისამართზე მდებარეობს, ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკა „აინო.” 

– ჩვენი მისამართია, თბილისი, მცხეთის ქ. 8/90 ტელეფონები:  225 31 39 / 5 71 25 55 33. www.aino.ge

www.facebook.com/aino.ge

 

скачать dle 11.3