კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყავის სერვიზის როლი გაძღომაში

„გიტარა და ჩქარი ტაში“

 

მართალია, ჩვენებურ სამომხმარებლო კალათაში სურსათის კალორიულობა მეტ-ნაკლებად მისაღებია, თუმცა, ის, ძირითადად, პურის, კარტოფილისა და შაქრის რაოდენობის გაზრდითაა მიღწეული, რადგან, ამ ჩვენს ქვეყანაში, დღიდან დამოუკიდებლობისა, მიიჩნეოდა, რომ პირის გემო მხოლოდ იქ, ზემოთ, მყოფებს აქვთ. 

თუმცა, 2014 წელს სამომხმარებლო კალათაში, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად, გიტარა და ყავის სერვიზიც მოხვდა (მართლაცდა, რა ჯობია სერვიზის ჭიქით ყავის სმას გიტარის ჰანგების ფონზე?!).

საერთო ჯამში, ჩვენს სამომხმარებლო კალათას 11 საქონელი დაემატა (ზოგიც – საჭმელი, ზოგიც – ნივთი და მომსახურება): ვერმიშელი, საქონლის ხორცის ფარში, შებოლილი ხორცი, შებოლილი თევზი, ტყემლის საწებელი, ყავის სერვიზი, ქაღალდის ხელსახოცი, საავადმყოფოს მომსახურება, ავტომობილის სათადარიგი ნაწილები, გიტარა და ხელჩანთა. მეორე მხრივ, 4 გამოაკლდა.

როგორც საქსტატი იუწყება თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სამომხმარებლო კალათას 11 საქონელი შინამეურნეობების ხარჯების კვლევის შედეგად დაემატა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეებს გიტარის გარეშე ცხოვრება რთულად თუ წარმოუდგენიათ. 

როგორც პოეტი იტყოდა: „მე სიყვარულზე ავატირებ გიტარის სიმებს“. ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „სიყვარულში“  კეთილდღეობა იგულისხმება.

скачать dle 11.3