კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უფასო ინტერნეტი - დედამიწისთვის

სპეცსამსახურების ხაფანგში

 

მართალია, დედამიწის მოსახლეობა, ის ნაწილი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს, დიდი სიამოვნებით მოიხმარს ტექნიკური პროგრესის ამ შესანიშნავ საშუალებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ დედამიწელებში ეგზომ პოპულარული სოციალური ქსელები თუ ინტერნეტკომუნიკაციის სხვა საშუალებები მეტად უმარტივებს საქმეს დაინტერესებულ სპეცსამსახურებსა და, ხშირად – უბრალოდ ცნობისმოყვარე რიგითებს. უმარტივებს, რადგან, ადამიანები სრულიად უშურველად და დიდი მონდომებით გასცემენ ინფორმაციას საკუთარ თავზე (რასაკვირველია, მეც, მათ შორის). 

უფრო მეტიც, სულ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკში მდებარე ორგანიზაცია Media Development Investment Fund აპირებს, რომ უფასო ინტერნეტი დედამიწის ყველა მცხოვრებს მიაწოდოს. პროექტის განხორციელება 2015 წელს იგეგმება შემდეგნაირი სქემით: ორბიტაში ათასობით სატელიტის გაშვებით.

შესაბამისად, ინტერნეტით ისარგებლებენ ის ქვეყნებიც, რომლებშიც ინტერნეტზე შეზღუდვაა (ირანი, ჩრდილოეთ კორეა და მისთანანი). იმავე ინფორმაციით, კომპანიაში, თურმე, იმედოვნებენ, რომ პროექტის განსახორციელებლად, შემოწირულობის სახით, რამდენიმე მილიონ დოლარს მაინც შეაგროვებენ. სავსებით ბუნებრივია, რომ ტელეკომების ოპერატორები ცდილობენ პროექტის დახურვას, თუმცა, როგორც გვაცნობებენ, პროექტის ავტორი ასე იოლად დანებებას არ აპირებს.

ან კი როგორ დანებდება, როდესაც, აწ უკვე დედამიწის თითქმის ყველა მკვიდრის გაკონტროლების შესაძლებლობა იქმნება?! ერთი სიტყვით, სპეცსამსახურებს საქმე უიოლდებათ და უიოლდებათ, ხოლო დედამიწელებს ის მაინც ეცოდონებათ, რომ მარტო ვეღარასდროს დარჩებიან. თუმცა, ისიცაა, რაკი თავს ზემოთ ძალა არაა, მოვდუნდეთ და უფასო ინტერნეტით ვისიამოვნოთ. 

скачать dle 11.3