კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2013 წლის საუკეთესო სამეულში შესული საერთაშორისო ტუროპერატორი

კომპანია „პეგას ტურისტიკი” 1994 წელს რუსულ ბაზარზე შეიქმნა და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თურქი ბიზნესმენია. ბოლო 19 წლის განმავლობაში „პეგას ტურისტიკი” 23 მიმართულებით ახორციელებს რეისებს, აქვს საკუთარი ინფრასტრუქტურა და სერვისები. ის, როგორც მომწოდებელი კომპანია, ქმნის პროდუქტს და შეკრულ ტურპაკეტს აწვდის ქართულ ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც შემდეგ, თავის მხრივ, ავრცელებენ ტურებს. „პეგას ტურისტიკის” პროდუქტი შედგება შემდეგი ელემენტებისგან: ავიაბილეთი, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი, სამოგზაურო დაზღვევა და სავიზო მომსახურება. მისი უპირატესობა დანარჩენ სააგენტოებთან ისაა, რომ  აქვს საკუთარი ავიაკომპანია Nordwind Airlines, 26-ზე მეტი საჰაერო ხომალდითა და სასტუმროთა ქსელით; თურქეთში PGS და ეგვიპტეში Dessole-ს ქსელის სასტუმროები. ასევე, ტუნისი, ტაილანდი, ინდოეთი, ესპანეთი – ეს ის ბაზრებია, რომლებიც კომპანიას განსაკუთრებით კარგად აქვს ათვისებული.

„პეგას ტურისტიკის” მომხმარებელს ყველა ქვეყანაში ხვდება კომპანიის წარმომადგენელი მეგზური, რომელიც მთელი დასვენების განმავლობაში ეხმარება ტურისტს, თავისუფლად იმოძრაოს უცხო ქვეყანაში ან იყიდოს ექსკურსიები. ყველა ქვეყანაში, როდესაც ასეთ მომსახურებას ყიდულობთ, ტრანსპორტიც და ექსკურსიაც ლიცენზირებული უნდა იყოს. ასე რომ, თუ თქვენი მოგზაურობის სიმშვიდეს „პეგას ტურისტიკს” ანდობთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისა და გარკვეული საფრთხისგან გარანტირებულად დაცული იქნებით.

კითხვებს „პეგას ტურისტიკის” საქართველოს ბაზარზე გამოჩენასთან დაკავშირებით, Touristik Georgia-ს  გაყიდვების სამსახურის უფროსმა სალომე ბერაიამ უპასუხა. 

– რატომ დაინტერესდა  ისეთი საერთაშორისო კომპანია, როგორიც არის PEGAS  Touristik, ქართული ბაზრით და  რა მიმართულებით გეგმავს ის საქართველოში მუშაობას?

– „პეგასის” მიზანია, საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აქციოს ტურიზმის ჰაბად. „პეგასი” ქართულ  ბაზარზე ნერგავს ტურიზმის ახალ მეთოდებს.

– თქვენი მსგავსი კომპანია თუა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე?

– საქართველოში, გვყავს ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ეწევიან ტუროპერატორის ბიზნესს. 

– საქართველოში რომელ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობთ? 

– საქართველოს თითქმის ყველა ტურისტულ სააგენტოსთან. ჩვენი აუცილებელი პირობაა, რომ ტურები ტურისტულმა  სააგენტოებმა იმავე ფასში გაყიდონ,  რაც ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული. აქვე აღვნიშნავ, რომ გვაქვს გაყიდვების ძალიან გამარტივებული ონლაინ სისტემა, სადაც თვითონ ტურისტს  შეუძლია, დაათვალიეროს სასურველი სასტურმო, გაეცნოს ფასებს და უკვე მომზადებული ინფორმაციით მიმართოს ტურისტულ სააგენტოს. 

სისტემაში მუშაობა საკმაოდ იოლია.  სრულიად დილეტანტი ტურისტიც კი, რომელსაც არასდროს არსად  უმოგზაურია, მარტივად გაართმევს თავს ჯავშნის მოდულს. 

გარდა ამისა, კომპანიას აქვს  ძალიან საინტეესო პროექტი: პირველად საქართველოში, 2013 წლის დეკემბერში გამოვაქვეყნეთ ზაფხულის ტურები – დეკემბრის თვეში დაიგეგმა მთლიანი ზაფხულის პროგრამა ანტალიის მიმართულებით. ჩვენ ვცდილობთ, ქართველი მომხმარებელი  მივაჩვიოთ ადრეული ჯავშნის კულტურას. რეისი  უკვე შეკვეთილია  და ფრენები შესრულდება 5 მაისიდან, ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებით”. საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც მაისში იწყება ჩარტერული რეისები. მაისის თვე არის აბსოლუტურად ხელსაყრელი პერიოდი დასვენებისთვის. 

– ანუ, ადრე დაჯავშნა მინიმუმ ორჯერ აიაფებს ტურისტულ პაკეტს?

– ადრეული ჯავშნის განხორციელების შემთხვევაში, ტურისტი სარგებლობს სულ მცირე 30-პროცენტიანი ფასდაკლებით. 

– რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნო, რომ შემცირებლი ფასით ისარგებლო?

– დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. რაც უფრო ადრე დაჯავშნით, მით უფრო დაბალ ფასად შეიძენთ ტურ-პაკეტს. ადრეული დაჯავშნის წესები შემდეგნაირია: სასტუმროდან დასტურის მოსვლის შემდეგ სამი დღის განმავლობაში ვიხდით მთლიანი ღირებულების  50 პროცენტს, გაფრენამდე ათი დღით ადრე კი – თანხის მეორე ნახევარს. 

– ამჟამად ჩარტერი რამდენ ქვეყანაში გაქვთ? 

– „პეგასს” ჩარტერი თბილისიდან აქვს სამ ქვეყანაში, კერძოდ: დუბაიში, თურქეთსა და ეგვიპტეში. ეგვიპტეში შარმ-ელ-შეიხში დავფრინავთ. მაისის მიწურულს, შარმ-ელ-შეიხის სეზონის ამოწურვის შემდეგ, გადავდივართ ეგვიპტის მეორე  მიმართულებაზე – ჰურგადაზე. 

– ყველაზე დიდი მოთხოვნილება რომელ მიმართულებაზეა? 

– სამივე მიმართულებაზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ, თუ სტატისტიკის მიხედვით ვიმსჯელებთ, ანტალიაში  ყველა რეისი 100 პროცენტით დატვირთულია, არც ერთი ჩავარდნა არ ყოფილა. რაც შეეხება დუბაის, მასზეც ძალიან დიდია მოთხოვნა, თუმცა, დუბაი სასტუმროების ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, სპეციფიკური მიმართულებაა.  ხოლო, რაც შეეხება ეგვიპტეს, იქ განვითარებული მოვლენების გამო, მოთხოვნამ მცირედით  იკლო, რამაც ფასების ვარდნაც გამოიწვია, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეისები სრული დატვირთვით ხორციელდება.  

– ეგვიპტის ტურების  ფასი საიდან სადამდე მერყეობს?

– ბოლო მონაცემების მიხედვით,  ერთ ადამიანზე ფასი 329 დოლარით განისაზღვრება 3- ვარსკვლავიან სასტუმროში. არის უფრო მაღალი ფასებიც და ეს  უკვე დამოკიდებულია სასტუმროს კატეგორიასა და მომსახურებაზე. რაც შეეხება ეგვიპტის სასტურმოთა ქსელ Dessole-ს,  აქ ფასები 450 დოლარიდან 650 დოლარის ჩათვლით მერყეობს – ეს ფასი გახლავთ სრული პაკეტის  ფასი.

P.S. ვისაც გსურთ ცივ ზამთარში მზიანი, კომფორტული, ხარისხიანი დასვენება სასურველ ფასად, გირჩევთ, დრო აღარ დაკარგოთ და მიმართოთ „პეგას ტურისტიკს“ www.pegast.ge


скачать dle 11.3