პიკანტური ნამცხვარი
საჭირო ინგრედიენტები: 100 გრამი კარაქი, 3 სადილის კოვზი თაფლი, 0,5 ჭიქა არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, 1 ჭიქა ფქვილი, 2 სადილის კოვზი კაკაო, 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ფხვნილი, 1 ლიმონი, მარილი. მინანქრისთვის: 0,5 ჭიქა შაქრის პუდრი, 1 ცალი კვერცხის ცილა, 5 გრამი ვანილის შაქარი.
მომზადების წესი: კარაქი და თაფლი ათქვიფეთ, დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, გამაფხვიერებელი, ლიმონის ცედრა და წვენი, მარილი და კარგად აურიეთ. კაკაო და ფქვილი აურიეთ, დაამატეთ მომზადებული მასა და მოზილეთ ცომი. 20 წუთის შემდეგ ცომი გააბრტყელეთ 0,5 სანტიმეტრის სისქეზე, გამოჭერით ვარსკვლავის ფორმები და საშუალო ტემპერატურაზე გამოაცხვეთ. როდესაც ნამცხვარი შეგრილდება, მორთეთ თეთრი მინანქრით, რომელიც შემდეგნაირად უნდა მოამზადოთ: კვერცხის ცილა და შაქრის პუდრი კარგად აქვიფეთ ვანილთან ერთად. თეთრი მინანქარით, შეგიძლიათ საკუთარი ფანტაზიით მორთოთ ნამცხვარი.