ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
ერთხელ გრიგოლ დადიანმა მოიწვია სადილად აკაკი და სხვათა შორის, თავის მამულის ღვინო „კოლოში“ დაალევინა და ჰკითხა: როგორ მოგწონს ეს „კოლოშიო“?
– ახლა, კახური მირჩევნია, მაგრამ ზამთარში კი კალოში სჯობიაო, – უპასუხა პოეტმა.
***
ერთმა მელოტმა თქვა:
– ერთ ლამაზ ქალს წიგნი მივწერე, ისე შეგინახავ, როგორც ჩემს თავს-მეთქი. მაგრამ, წარმოიდგინეთ, მაინც უარი შემომითვალა.
– სწორედ მაგ მიწერით დაგიფრთხია: რა სასიამოვნოა, მუდამ შიშვლად და ცარიელად დარჩენაო? – მიუგო აკაკიმ.
***
აკაკი დალაქთან შევიდა თავის გასაკრეჭად. დალაქი ერთ მელოტს თავს დასტრიალებდა და ორი აბაზი გამოართვა. აკაკიმ ქუდი დაიხურა და გარეთ გამოსვლა დააპირა.
– სად მიბრძანდებით, ბატონო, – შეეკითხა დალაქი.
– თუ მელოტს ორი აბაზი გამოართვი, მე მთელი საცხოვრებელი უნდა მოგცე ჩემი თმის გაკრეჭვაშიო, – უპასუხა დიდთმიანმა პოეტმა.
***
ნოდარ დუმბაძემ რამდენჯერმე გადაიტანა ინფარქტი, მაგრამ ვერც სულიერი და ვერც ხორციელი ტკივილი ვერ უკარგავდა ღიმილის უნარს. მეორე ინფარქტის შემდეგ, როცა რეანიმაციიდან გამოჰყავდათ, მნახველებისთვის გადაუხედია და უთქვამს: ბაღნებო, ხომ დავშალე ერთი დამკრძალავი კომისიაო!
***
ერთხელ ნიაზ დიასამიძემ თავისი მეგობრის, ალეკო ტატიშვილის დედას დაურეკა:
– „ატეესიდან“ გაწუხებთ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვატარებთ, ძაბვა მოიმატებს და ტელეფონები რომ არ გადაგეწვათ, სანამ მოვრჩებით, აპარატები წყლიან ვედროში ჩადეთო…