კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* მეთვრამეტე საუკუნეში გერმანულ არისტოკრატიულ წრეებში მიღებული იყო, ეგრეთ წოდებული, „ხის ბიბლიოთეკები“. ბარონები და გრაფები ამზადებინებდნენ და სახლში ინახავდნენ სხვადასხვა ხის მერქნის ყუთებს, რომლებიც დაფარული იყო ამავე ხის ქერქით. მათში კი, შესაბამისად, მოთავსებული იყო  ნაყოფი, თესლი, ფესვები, ფოთლები და ხის სრული აღწერილობა.

* მსოფლიოში ოცდაათამდე ჩანჩქერია სახელით – ფატა. ფართო თეთრი, გამჭვირვალე წყალვარდნილი ფატას მართლა ჰგავს.

* ყველაზე პირველი და უმარტივესი სეისმოგრაფი, რომელიც 132 წელს ჩინელმა ასტრონომმა ჩჟენ ხენმა გამოიგონა, 8 დრაკონის, ბურთულებისა და გომბეშოებისგან შედგებოდა. ის გრძნობდა მიწის ქანების რყევას, მაშინაც კი, როცა ეპიცენტრიდან 600 კილომეტრით იყო დაშორებული.

* ბრატისლავა სლოვაკიის დედაქალაქია, პიტსბურგი – ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი დიდი ქალაქი, ანტვერპენი კი – ბელგიის; ხოლო  ბრატისლავია, პიტსბურგია და ანტვერპენია ასტეროიდებია მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის.

* მეთვრამეტე საუკუნეში საფრანგეთში მოდების ჟურნალის „წინაპარი“ მუყაოს თოჯინები გამოდიოდა და მთელ ევროპაში ვრცელდებოდა.

* რუსეთში ქუჩებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 1865 წლამდე მკაცრად იყო აკრძალული.

* ბიცეპსი ლათინურად ორთავას ნიშნავს.

* ქრისტეფორე კოლუმბის მეზღვაურებს ზღვაში მომრავლებული უცნაური წყალმცენარეები ხმელეთად მოეჩვენათ. ამ წყალმცენარეებს სარგასები ჰქვიათ, ზღვას კი სწორედ მათ გამო დაერქვა სარგასის ზღვა.

* ბრმა ჰომეროსის ნაწარმოებები პირველად რუსულად კუზიანმა გნედიჩმა თარგმნა.

* საბერძნეთში თეატრში საცეკვაო მოედანს ორკესტრი ეწოდებოდა.

*1922 წელს შეიქმნა პოლონური საფეხბურთო კლუბი – „ლეხ“, 1919 წელს შექმნილ ესპანურ გუნდს კი „ვალენსია“ ჰქვია.

* მეცხრამეტე საუკუნის რუსეთში სახანძრო რაზმის მეთაური, იმავდროულად, პოლიციის უფროსი იყო.

скачать dle 11.3