ბრძნული აზრები
ნორდაუ: ჭეშმარიტებისკენ სწრაფვისას დედაარსი მდგომარეობს არა იმაში, რომ ის იპოვო, არამედ იმაში, რომ ის ეძებო. საკმარისია, როდესაც ვინმე პატიოსნად ეძებს მას.
სენეკა: ვინც გადაწყვეტს გაწყენინოს, იმან უკვე გაწყენინა.
მანდელა: უკეთესია, სხვები შენ წინ დააყენო და ისე მართო, განსაკუთრებით თუ წარმატებას ზეიმობ. მოწინავე ხაზი მხოლოდ მაშინ უნდა დაიკავო, როდესაც საფრთხეს მოელი. მარტო ამ დროს დააფასებენ ადამიანები შენს ლიდერობას.
ლაუბე: ყოველგვარი ხელისუფლება ხალხისგან მოდის, მაგრამ მას არასოდეს უბრუნდება.
გოეთე: არაფერი არაა ისე სახიფათო ახალი ჭეშმარიტებისთვის, როგორც ძველი მცდელობა.
ლაროფშუკო: ხშირად ჩვენი ყველაზე კეთილშობილური საქციელისაც კი შეგვრცხვებოდა, ხალხისთვის დაფარული რომ იყოს ჩვენი მიზანი.
ლაოძი: ღირსეულთა კანონია: სიკეთე აკეთოს და არ იდავოს.
ვინკლერი: სხვისი არასრულფასოვნების ატანა პიადი ღირსების ნიშანია.
სალუსტიუსი: სადაც ქონებას აფასებენ, იქ ყოველივე წმინდა სძულთ.
უაილდი: ლოცვა უპასუხოდ უნდა დარჩეს, სხვანაირად ის ლოცვაც არ იქნებოდა და მიმოწერას დაემსგავსებოდა.
შელი: მეტისმეტი თავაზიანობა – დაფარული ქედმაღლობაა.
ჯონსონი: ადამიანის ძირითადი ღირსებაა საკუთარ თავსაც კი გაუწიოს წინააღმდეგობა.
მონტენი: ჭეშმარიტი ღირსება მდინარეს ემსგავსება: რაც უფრო ღრმაა, ნაკლებ ხმაურობს.
იბსენი: შიში, როდესაც საშიშია, ყველას ერევა.
ბომარშე: ჩვევა ხშირად ბოროტებად გვევლინება.
ედისონი: ცივილიზაციის აუცილებელი ამოცანაა აზროვნება შეასწავლოს ადამიანს.
ბალზაკი: ცოდვის რამდენჯერმე აღიარება დიდ ფარისევლობად მიიჩნევა.
დოსტოევსკი: გაამართლეთ, არ დასაჯოთ, მაგრამ ბოროტებას ბოროტების სახელი დაარქვით.
დეფო: ჩვენი წუხილი გაჭირვებასთან დაკავშირებით წარმოიშობა იქიდან, რომ ჩვენ თავად გვაკლია მადლიერების გრძნობა იმაზე, რაც გვაქვს.
ლერმონტოვი: ყველაზე ცარიელი ადამიანია ის, ვინც სავსეა საკუთარი თავის სიყვარულით.
დრეიდენი: უბედურებს მეგობრები არ ჰყავთ.
ბერტონი: მარტოობაში ადამიანი ან წმინდანია ან ეშმაკი.
პუბლიუსი: კეთილშობილი წყენას არ ანგარიშობს.
პელვეციუსი: ჩვენ ვართ მხოლოდ ისეთნი, როგორადაც გარემო პირობები გვხდიან.
სვიფტი: ცხენებზე ამბობენ, რომ მათ ძალა პირში და კუდში აქვთო, იგივე შეიძლება ითქვას ქალებზეც.
სოკრატე: ქალის სიყვარულის უფრო უნდა გეშინოდეს, ვიდრე კაცის სიძულვილის.