კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ისევ ბრილიანტები

ისევ ბრილიანტები...

ბრილიანტი – ამ სიტყვის ხსენებაც კი საკმარისია, რომ მოიხიბლო. ბრილიანტები მარტო ქალებს არ უყვართ. ისინი უკვე მრავალი წელია, არ კარგავენ მიმზიდველობასა და ფასს.

მსხვილი ბრილიანტი ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება. მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი „კულინანი,“ რომელიც ნახევარ კილოგრამს იწონის, აღმოაჩინეს 1905 წელს, სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ სარეწში. განსაკუთრებული იმით არის, რომ თავად არის უზარმაზარი ალმასის ნატეხი. 

ალმასის უნიკალური სიმტკიცე, მარტო ადამიანებს კი არა ჩიტებსაც იზიდავს:

მეცხრამეტე საუკუნეში აფრიკაში ერთ მეწარმეს სირაქლემები ჰყავდა მოშენებული. ისინი წვრილ ალმასებს ეძებდნენ, ყლაპავდნენ და სახლში, პატრონთან მიჰქონდათ. ერთ მტრედს ჩიჩახვში უპოვეს 43 ცალი ალმასი, საერთო წონით 6 კარატი.

1867 წელს სამხრეთ აფრიკაში, მდინარე ორანჟის ნაპირთან, პატარა ბიჭმა მბრწყინავი ქვა იპოვა და დედას მიუტანა. ქალმა ის თავის მეზობელს აჩვენა. მწყემსი ვან ნიკერკი დააინტერესა ქვამ და ბავშვის დედას სთხოვა, მომყიდეო... ქვაში ფული როგორ გამოგართვაო, უთხრა მან და ისე მისცა. ვან ნიკერკი დიდხანს აკვირდებოდა ქვის წარმომავლობას და ბოლოს ვიღაც ვაჭარს მიჰყიდა. მან ქვა კაპის კოლონიაში მთავარ გეოლოგს, ვინმე ატერსტონს გაუგზავნა, რომელმაც დაადგინა, რომ ეს იყო ალმასი, მინიმუმ 500 ფუნტი სტერლინგის ღირებულების. ალმასი კაპის გუბერნატორმა შეიძინა და მალევე გაყიდა 11 000 ფუნტად. ერთი თვის შემდეგ ალმასი პარიზში 25 000 ფუნტად გაიყიდა და ასე დაიწყო სამხრეთამერიკული ალმასების ეპოპეა. თუმცა, ყველაზე დიდი და ძვირფასი ალმასების სამშობლო მაინც ინდოეთია.

როცა ირანში რუსეთის ელჩი, გრიბოედოვი მოკლეს, ირანის მთავრობამ დანაშაული იმით გამოისყიდა, რომ რუსეთს გადასცა ვარდის ფორმის უზარმაზარი ალმასი – სახელად „შაჰი,“ რომლის წონა 191 კარატი იყო.

ერთ-ერთ ულამაზეს ბრილიანტად მიჩნეულია „აფრიკის დიდი ვარსკვლავი“ – ალმას „კულინანის“ ორი ნატეხიდან ერთი, მსხლის ფორმის, წონით 530,2 კარატი.

 

ქრთამი მიცვალებულთათვის

როდისმე გინახავთ, როგორ წვავენ ფულს?! თანაც ამას შეშლილი მილიარდერები კი არ აკეთებენ, არამედ, ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც სულაც არ არიან მდიდრები, უბრალოდ, მათ ასეთი ტრადიცია აქვთ.

ჩინეთში არსებობს ეგრეთ წოდებული „რიტუალური ფული.” მას ასე უწოდებენ: „განსაწმენდელის ბანკის კუპიურები“. ჩინელებს სწამთ, რომ გარდაცვლილთა სულები ხვდებიან სამეფოში, სადაც ყველაფერს განაგებს სამყაროს მბრძანებელი – იანლო-ვანი. ამ ღვთაებას ხარის თავი და ცხენის სახე აქვს. იანლო-ვანი არის უზენაესი მსაჯულიც – ის წყვეტს სულების შემდგომ ბედს. ბოროტები ჯოჯოხეთში ხვდებიან ან საშინელ არსებებად გარდაიქმნებიან და მიწაზე ბრუნდებიან.

კარგი ცხოვრებისთვის კეთილ სულებს იანლო-ვანის საუფლოში ფული სჭირდებათ – რაც მეტი, მით უკეთესი. ცოტას იანლო-ვანსაც მისცემენ და ის პატარა ცოდვებს მიუტევებს. ანუ, ჩინელებს საიქიოშიც კი კორუფცია აქვთ... იანლო-ვანის საუფლოში ფულის „გადარიცხვა“ მხოლოდ ცეცხლის გზით შეიძლება, თუმცა, არ არის აუცილებელი, ნამდვილი და მიმოქცევაში მოქმედი კუპიურები დაიწვას. ამიტომაც იბეჭდება ჩინეთში სპეციალური ფული „განსაწმენდელის ბანკისთვის“. ჩინელები ამ ყველაფერს განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან და „ფულის სულებისთვის გადარიცხვის“  რიტუალს მთელი სიზუსტით ატარებენ.

 

скачать dle 11.3