კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ეკლიფსი“, 1997 წლის გამოშვება, 2.0 ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. ხელსაწყოების დაფაზე „ჩეკის“ სიგნალს ანთებს. ავტომობილი დიაგნოსტიკისთვის მყავდა „თეგეტა მოტორსში“, „მიცუბიშის“ ცენტრში, ასევე, რამდენიმე ხელოსანთან, მაგრამ მანქანის კომპიუტერთან დაკავშირება ვერავინ მოახერხა (ახერხებდნენ მხოლოდ უსაფრთხოების ბალიშების მართვის სისტემასთან დაკავშირებას). ეგრეთ წოდებული „პრაზვონკა“ გავაკეთებინე, მაგრამ უშედეგოდ. აკუმულატორის კლემის ჩახსნისას „ჩეკი“ ქრება და მანქანის გაწევა იმატებს. მერე კი მუშაობის დროს, დაახლოებით 30-40 კილომეტრის გავლის შემდეგ, „ჩეკი“ კვლავ ინთება და მანქანა გაწევას კარგავს. ავტომობილზე შეცვლილი მაქვს ფილტრები, კოლოფის ზეთი, ეგრეთ წოდებული „სვეჩები“ და „სვეჩის” კაბელები. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე, ან სად მივიდე, რომ როგორმე დავადგინო „ჩეკის“ ანთებისა და გაწევის შემცირების მიზეზი?

პასუხი: ამ ბოლო დროს, ძალიან ხშირად მესმის მსგავსი პრობლემის შესახებ, რომ სხვადასხვა „ჯიშის თუ მოდგმის” ავტომობილების კომპიუტერებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. როგორც რამდენიმე ექსპერიმენტმა აჩვენა, ეს არ არის ხელსაწყოს ბრალი, არამედ, რიგ შემთხვევებში სადენებზე სათანადო კონტაქტის არარსებობა იწვევს ამას, რაც „პრაზვონკით“ ისინჯება, მაგრამ სათანადო დატვირთვის დროს, კარგავს სიგნალს. მეორე მიზეზით თვითონ კომპიუტერის ის ნაწილია გამოსული მწყობრიდან, რომელიც უზრუნველყოფს გარე სადიაგნოსტიკო ხელსაწყოსთან უწყვეტ კავშირს. თვითონ კომპიუტერი სიგნალს პრობლემის შესახებ იღებს, მაგრამ დიაგნოსტიკის აპარატამდე ვერ აწვდის. ეს ძირითადად, ქმნის იმის პრობლემას, რომ ვერ ვპოულობთ, კომპიუტერი ვერ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელ მოწყობილობას უჭირს. იმის გამო, რომ კომპიუტერს მისდის ინფორმაცია რომელიღაც დეტალის გაუმართაობის შესახებ, ის გადადის ავარიული მართვის რეჟიმში და უარესდება როგორც გაწევა, ასევე, იმატებს წვა და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ გამორიცხვის მეთოდი თუ დაგეხმარებათ და უნდა შეცვალოთ სენსორები. ნახეთ თქვენნაირი მანქანა და მორიგეობით გასინჯეთ, გადაამოწმეთ ჰაერის დოზის დამთვლელი, კომპიუტერთან ტემპერატურის მიწოდების სენსორი, ლამბდა სენსორი და ასე შემდეგ. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „გაზ 21“ („ვოლგა”), რომელსაც შეექმნა პრობლემა - მუდმივად ცხელდებოდა წყალი. ამის გამო ავტომობილში შევცვალე ძრავა და ჩავდგი „გაზ-24-ის” ძრავა. ამით მდგომარეობა არ გამოსწორდა. ამის შემდეგ, რადიატორს მოვაჭერი ზედა თავი, გავწმინდე და თერმოსტატი ამოვიღე. პომპა წყალს ატრიალებს, ცირკულაცია კეთდება, მაგრამ პრობლემა არ გამოსწორდა – 10-15 კილომეტრის გავლის შემდეგ, უფრო მეტად აღმართზე, წყლის ტემპერატურა ას გრადუსს სცილდება. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე და როგორ გამოვასწორო ეს მდგომარეობა?

პასუხი: ჩამოგითვლით, რამ შეიძლება გამოიწვიოს ამ ტიპის ავტომობილებში წყლის გაცხელება და მივყვეთ ლოგიკურად: რა შეიძლება, სჭირდეს თქვენ ავტომობილს. პირველი და უმარტივესი, შეიძლება ეს იყოს გაბიდნული რადიოტორი, რაც ავტომატურად გამორიცხულია, რადგან თქვენი რადიატორი დაშლილი და გაწმენდილია. მეორე – გაუმართავი თერმოსტატი, მაგრამ ეს პრობლემაც მოგიგვარებიათ. მესამე – ძალიან პრიმიტიული რადიოატორის ხუფი, საიდანაც წყალს ვასხამთ. შეიძლება სისტემა ან ზედმეტად ჰერმეტულია ან პირიქით, ნაკლებად ჰერმეტული. ორივე შემთხვევა წყლის გაცხელებას გამოიწვევს. გადაამოწმეთ ხუფი. მეოთხე: ეს შეიძლება იყოს წყლის პომპა, რომელიც შეიძლება ატრიალებს წყალს, მაგრამ არა სათანადოდ, რაც „ვოლგის“ შემთხვევაში ხშირია. ნუ დაიზარებთ, მოხსენით პომპა და დააკვირდით მისი ფრთები მთელია თუ არა და ცენტრი არის თუ არა სათანადოდ ჩაპრესილი. (ის არ უნდა ბრუნავდეს ღერძისგან დამოუკიდებლად). მეხუთე – დაზიანებულია „გალოვკის პრაკლადკა“ ან თვითონ „გალოვკა“. თქვენ შემთხვევაში, ორივე ძრავას ერთნაირი პრობლემა უნდა ჰქონოდა, რომ წყალი გაეცხელებინა, რაც ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ, მაინც საჭიროებს გადამოწმებას. გადამოწმებისთვის ძრავას მუშაობის დროს საჭიროა, გაისინჯოს, ხომ არ იპარება ცილინდრებში წარმოქმნილი კომპრესიის გაზები წყალში ან წყლის სისტემაში. სამწუხაროდ, ხშირად, ტრადიციული მეთოდით გადამოწმება (რადიატორის ხუფის მოხსნა და ხელის დაჭერით გასინჯვა) არ ამართლებს, რადგან ხშირ შემთხვევაში, გაზები სწორედ მაშინ იწყებს გაპარვას, როცა ძრავა ცხელდება და გარკვეულწილად, დეფორმირდება. შემოწმებისთვის არსებობს სპეციალური აპარატი, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ სერვისცენტრებში ან კარგ პროფილაქტიკებშია. გამონაკლისის სახით, უფრო დეტალური განმარტებებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და დაგვიტოვოთ თქვენი ნომერი. მევლუდ მელაძე თავად დაგიკავშირდებათ.

 

 

скачать dle 11.3