კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მართალია, საქართველოში დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ, არის თუ არა რისკი, რომ გარეთ გაყვანისას ცხოველს რომელიმე კიდური მოეყინოს? 

პასუხი: ზამთარში მოყინვის რისკის ქვეშ ძირითადად ის ცხოველები არიან, რომლებიც ეზოში იმყოფებიან. მართალია, საქართველოში ძალიან დიდი ყინვები არ იცის, მაგრამ, მოყინვის რისკი მაინც არის. ძაღლს, შეიძლება, მოეყინოს კუდის ბოლო, ყურის წვერი, თათები, ტანი; მამრებს – სათესლე ჯირკვლებიც და ასე შემდეგ. მოყინული ადგილი, სხვა ნაწილებთან შედარებით, ჩვეულებრივზე მეტად ცივი და ფერმკრთალია. როგორც დამწვრობის ხარისხი არსებობს, ასევეა მოყინვის შემთხვევაშიც. რადგან ჩვენთან დიდი ყინვები არ არის, შესაბამისად, მოყინვის იოლი ფორმა ფიქსირდება. მოყინვის დროს მნიშვნელოვანია  პირველი დახმარების გაწევა: სახლის პირობებში, ძაღლი უნდა მოვათავსოთ თბილ ოთახში და დავაფაროთ თბილი პლედი, გაყინული ადგილი კი თანდათანობით, ნელ-ნელა უნდა შევუხვიოთ. მიუხედავად თქვენი დახმარებისა, თუ მას რამდენიმე საათში არ დაუბრუნდა მოყინულ ადგილზე მგრძნობელობა და ტემპერატურა სხვა კიდურების თანაბარი არ გახდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ვეტერინარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, საკმაოდ ღრმა პროცესები წავიდეს და განგრენა განვითარდეს. შეიძლება, ზოგადმა მდგომარეობამაც იმოქმედოს და ცხოველი შოკში ჩავარდეს. შოკში ჩავარდნის დროს ძაღლი გონებას კარგავს, ტემპერატურა მკვეთრად ეცემა და ის არაფერზე აღარ რეაგირებს. ასეთ დროს, უპირველეს ყოვლისა, მას მოყინულ ადგილას თბილი „გრელკა” უნდა დაადოთ, პირსახოცით შეუკრათ და წაიყვანოთ ვეტერინართან. მოყინვები ჯიშიან ძაღლებში უფრო ხშირია, განსაკუთრებით, თუ ის ეზოში ან ვოლიერში ცხოვრობს. როცა ძაღლი ვოლიერშია და დღის განმავლობაში, ნაკლებად გადაადგილდება, ორგანიზმში ტემპერატურის გამომუშავება იკლებს და ცხოველი კანკალს იწყებს, კუნთების კანკალის ხარჯზე კი ის ათბობს ორგანიზმს.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკის მიცემა?

პასუხი: გააჩნია, რა შემთხვევაში. გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის თვითნებური შეწყვეტა, აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინისა და ბისებტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნულ პრეპარატებს ახასიათებს მაღალი ნეფროტოქსიურობა და იწვევს ჰიპერსალივაციას და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. ასე რომ, ნუ გარისკავთ და ნუ ჩააგდებთ თქვენი ძაღლის სიცოცხლეს საფრთხეში.

 

скачать dle 11.3