კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუცვალეს თაღლითებმა ცნობილ საქმოსანს 150 ათას დოლარად შეფასებული სამეფო ნივთები

36 წლის ლევან მ-შვილი საავადმყოფოში დანით მიყენებული ჭრილობებით მოათავსეს. ახალგაზრდა მამაკაცს ერთი ჭრილობა მუცლის, მეორე კი გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაჭრილს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტადა, მაგრამ, შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

   ლევან მ-შვილის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.  გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა გარდაცვლილის მეუღლემ, რომელმაც განაცხადა, რომ მძიმედ დაჭრილი მეუღლე სადარბაზოში აღმოაჩინა. 

ამონაწერი მოწმის, ეკა გ-ძის ჩვენებიდან: „გვიანი საღამო იყო. ლევანი ჯერ არ იყო დაბრუნებული სამსახურიდან და მას ველოდებოდი. უცებ სადარბაზოში ჩოჩქოლი ატყდა და გარეთ გავიქეცი. წაქცეული ლევანი დავინახე – მძიმედ დაჭრილი ჩემი ქმარი კიბის ბაქანზე, სისხლის გუბეში ცურავდა. თითქმის უკვე გონდაკარგული იყო, თუმცა, ხელი მუცელზე ჰქონდა მიჭერილი. კიბის საფეხური სისხლით იყო სავსე. ერთმა მეზობელმა სასწრაფო გამოიძახა, მაგრამ მის მოსვლას არ დაველოდეთ, ლევანი ჩემს მანქანაში ჩავაწვინეთ და მე თვითონ გადავიყვანე საავადმყოფოში. გზაში რამდენიმე წამით მოვიდა გონს, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ შეძლო.  პულსი უკვე აღარ ესინჯებოდა. ექიმებმა საოპერაციოში შეიყვანეს, მაგრამ, მუცლის ღრუს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა...” 

 დაზარალებული ქალბატონის განცხადებით, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოხვდა მძიმედ დაჭრილი მისი მეუღლე სადარბაზოში, თუმცა, წინასწარი მოკვლევითა და ექსპერტიზის დასკვნით, მას თავს სადარბაზოს შესასვლელში დაესხნენ. მძიმედ დაჭრილმა მამაკაცმა მეორე სართულამდე ასვლა  შეძლო და გონება დაკარგა. 

მამაკაცი, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრილი  ლევან მ-შვილი სადარბაზოში აღმოაჩინა, დაზარალებულების მეზობელთან მიმავალი სტუმარი იყო. მოგვიანებით მან განმარტა, რომ დაჭრილს ის შემთხვევით წააწყდა კიბეზე და დასახმარებლად მაშინვე უხმო მეზობლებს. 

გამოძიების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ლევან მ-შვილი ორი წლის წინ დაქორწინდა ეკა გ-ძეზე. ის კერძო კომპანიაში მუშაობდა და, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მტრები არ უნდა ჰყოლოდა.  თავიდანვე გამოირიცხა ყაჩაღური თავდასხმა ძარცვის მიზნით, რადგან, მას ხელზე ეკეთა ოქროს საქორწინო ბეჭედი და ძვირად ღირებული საათი, რომელიც მკვლელს არ წაუღია. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოძიებას მისცა გარდაცვლილის ძმამ კახა მ-შვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობდა პიროვნება, რომელიც ლევან მ-შვილს ემუქრებოდა, თუმცა, გარდაცვლილს ამის შესახებ მხოლოდ ძმისთვის ჰქონდა ნათქვამი. 

როგორც გამოძიებისთვის გახდა  ცნობილი,  ის, ვინც ლევან მ-შვილს მოკვლით ემუქრებოდა, მისი ცოლის, ეკა გ-ძის პირველი ქმარი იყო. ამის შესახებ ლევანს ცოლისთვის არაფერი უთქვამს, რადგან, არ უნდოდა, რომ ორსულ ქალს ენერვიულა. კახა მ-შვილის განცხადებით, მამაკაცების დაპირისპირების მიზეზი თავიდან გახდა მცირე ბიზნესი, რომელიც ეკა გ-ძეს ეკუთვნოდა და, როგორც მისი ყოფილი ქმარი აცხადებდა, ამ ბიზნესიდან ის წილი უნდა წაეღო, რომელიც მან წლების წინ ჩადო საქმეში. ამ გაურკვევლობას მალე ახალი საკითხიც დაემატა: პირველი ქმარი მეორეს ადანაშაულებდა, ჩემს 7 წლის შვილს მამას აძულებო. გარდაცვლილის ძმის, კახა მ-შვილის განმარტებით, მან რამდენჯერმე შესთავაზა ლევანს,  საქმეში ჩავერევიო,  რაზეც ძმის თანხმობა ვერ მიიღო. 

„მკვლელობამდე სამი დღით ადრე ვნახე ლევანი,  განერვიულებული მეჩვენა. როცა ვკითხე, რა გჭირს-მეთქი, მითხრა, ის ტიპი ძალიან გადამეკიდა, ყოველ წუთს მირეკავს და, არ ვიცი, ეს ამბავი როგორ დასრულდებაო,” – ასეთი ჩვენება მისცა  კახა მ-შვილმა გამოძიებას.

    სამართალდამცველებმა,  მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, 40 წლის დავით კ-ოვის ძებნა დაიწყეს.  მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დავით კ-ოვს კრიმინალური წარსული ჰქონდა –  რამდენიმე წლის წინ სასჯელს  ყაჩაღობისთვის იხდიდა, შემდეგ კი ჩადენილი ძარცვის გამო იძებნებოდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ დავით კ-ოვი სამართალდამცველებისგან  თავის დახსნას გაქცევით ცდილობდა. მასზე ძებნის გამოცხადებიდან 24 საათში დავით კ-ოვი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომენტში დააკავეს.  მან თავიდან დუმილის უფლება გამოიყენა, თუმცა, მისი პირველივე ჩვენებებიდანვე ნათელი გახდა, რომ დანაშაული მისი ჩადენილი იყო; დავით კ-ოვი დიდხანს ცდილობდა გამოძიებისთვის კვალის არევას და ამისთვის კარგი ალიბიც ჰქონდა: განაცხადა, რომ იმ ღამეს, როცა ეს მკვლელობა მოხდა, მეგობარ ქალთან ვიყავი წვეულებაზეო. იმავეს ამტკიცებდა მისი მეგობარი ქალბატონიც, თუმცა, დანაშაულის აღიარების შემდეგ,  ცნობილი გახდა, რომ დავით კ-ოვმა ისე დატოვა მეგობრის სახლი ორი საათის განმავლობაში,  ისე მოკლა ლევან მ-შვილი და ისე დაბრუნდა წვეულებაზე, რომ არავის არაფერი შეუმჩნევია. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი კვალისა და მოპოვებული მტკიცებულებების  მიხედვით, გამოძიებამ დავით კ-ოვი დამნაშავედ ცნო. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, განაცხადა, რომ ლევან მ-შვილი  შემთხვევით შემოაკვდა, თუმცა, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალებით დადგინდა, რომ სინამდვილეში მოხდა განზრახ მკვლელობა, რაც ბევრი მტკიცებულებით დადასტურდა.    

დავით კ-ოვის ჩვენების მიხედვით, ის მკვლელობის წინა დღეს სამსახურთან დახვდა ლევან მ-შვილს და  საქმის გარჩევა დაუწყო. მათი საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. დავით კ-ოვი ლევან მ-შვილს ათი ათას დოლარს სთხოვდა: ეს თანხა ჩავდე  შენი და შენი ცოლის  ბიზნესში და ახლა  შენ უნდა გადამიხადოო. დავით კ-ოვის განმარტებით,  ლევან მ-შვილმა მას სთხოვა, ეკამ ჩვენი შეხვედრების შესახებ არაფერი იცის, არ დაურეკო და არ ანერვიულოო,    შემდეგ კი ისიც  უთხრა, რომ კაპიკის გადამხდელი არ იყო. დავით კ-ოვი  მეორე დღეს სამსახურთან ჩაუსაფრდა ლევან მ-შვილს, მაგრამ,  რადგან ლევან მ-შვილი სამსახურიდან მეგობრებთან ერთად გამოვიდა, მასთან დალაპარაკების საშუალება არ მიეცა, ამიტომ, ის მალულად აედევნა და სახლამდე გაჰყვა მას. 

ამონაწერი ბრალდებულის ჩვენებიდან:       „სადარბაზოში შევიდა თუ არა, მეც შევყევი. ჯიბეში დანა მედო. ლევანმა რომ დამინახა, არ გაჩერდა, გზა განაგრძო. რა მშიშარა ხარ, ბიჭო, დამელაპარაკე-მეთქი, ვუთხარი თუ არა, დედა შემაგინა. ეს ვერ ვაპატიე და გამოვეკიდე.  ჩემკენ რომ შემოტრიალდა, დანა ორჯერ ჩავარტყი და იქაურობა მაშინვე დავტოვე. ჩემს მანქანაში ჩავჯექი.  ერთ ადგილას წყარო მეგულებოდა, იქ გავჩერდი, სისხლიანი ხელები და სახე მოვიბანე და ჩემი მეგობარი ქალის დაბადების დღეზე წავედი.”  

სასამართლომ დავით კ-ოვი დამნაშავედ ცნო  ლევან მ-შვილის განზრახ მკვლელობაში. მან არ  დააკმაყოფილა განსასჯელის ადვოკატის შუამდგომლობა სასჯელის შემსუბუქებაზე, რომლის მიხედვითაც, განსასჯელი მოხუცი და ავადმყოფი მშობლების ერთადერთი  დამხმარე  იყო და, ჩადენილი  მძიმე დანაშაულისთვის მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

скачать dle 11.3