კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერები, რომლებიც მობილური ტელეფონებით არ სარგებლობენ

მიხაილ პროხოროვი

რუს მილიარდერ მიხაილ პროხოროვს არ აქვს მობილური ტელეფონი და, მისი თქმით, მას ცხოვრებაში არ გაუგზავნია ესემესი. „მობილური ტელეფონი არ მაქვს და, ის, რომ თითქოს კრემლიდან ან „თეთრი სახლიდან” მირეკავენ, აბსოლუტური სიცრუეა,” – აცხადებს პროხოროვი, რომელიც, 1995 წლიდან თავად არ უზის საჭეს და მძღოლის მომსახურებით სარგებლობს. ცნობისთვის, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში პროხოროვმა აღიარა, რომ ბოლო დროს „აიპადით” დაიწყო სარგებლობა.

უორენ ბაფეტი

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინვესტორი  და ფინანსისტი უორენ ბაფეტი კომპიუტერითა და მობილური ტელეფონით სარგებლობაზე უარს აცხადებს. ბაფეტის თქმით, მას პირისპირ საუბარი უფრო იზიდავს, ვიდრე ტელეკომუნიკაცია. ცნობისთვის, ბაფეტი მოკრძალებულად ცხოვრობს, თავისი ძველი „ოლდსმობილი”, რომლითაც იგი 1963 წლიდან სარგებლობდა, 2006 წელს გადაცვალა არცთუ ახალ „კადილაკზე”. სხვათა შორის, პროხოროვისგან განსხვავებით, პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თავად უზის საჭეს.

კარლოს სლიმ ელუ

მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი, კარლოს სლიმ ელუ, რომელიც ექსპერტების ვარაუდით, 2014 წელს „ფორბსის” რეიტინგში დათმობს პოზიციებს და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ბილ გეითსს გადასცემს, ასევე კომპიუტერისა და მობილურის გარეშე ცხოვრობს, რაც, მისი ბიზნესის გათვალისწინებით, უცნაური საქციელია – სლიმ ელუ მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის ფიჭურ კავშირგაბმულობას აკონტროლებს. მისი თანაშემწეების თქმით კი, კარლოს სლიმ ელუ არ საჭიროებს კომპიუტერს, რადგან, ყველაფრის დამახსოვრებას ახერხებს.

სამნერ რედსტოუნი

ამერიკელი მედიამაგნატი, კომპანია „ვიაკომის” მფლობელი, მილიარდერი სამნერ რედსტოუნი, ასევე არ მოიხმარს კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონს. მას, უბრალოდ, იმდენი თანაშემწე ჰყავს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ახორციელებენ აუცილებელ ზარებს.

ბერნი ეკლსტოუნი

„ფორმულა 1-ის” მფლობელი, მილიარდერი ბერნი ეკლსტოუნიც მობილურებისა და კომპიუტერის წინააღმდეგია. ბერნი, რომელიც სოლიდური ასაკის მიუხედავად (83 წლისაა), არ ანებებს თავს მექალთანეობას, ტელეფონის გარეშე ახერხებს ცხოვრებასა და სკანდალების ეპიცენტრში მოხვედრას.

 

скачать dle 11.3