კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ქრისტეში ყველა ადამიანი თანასწორი და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სხვა ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენლებთან

„სიყვარული ყველაფრის მძლეველი ძალაა, ის ადამიანის გულში ჩადებულ ეგოიზმსაც სპობს. ჭეშმარიტი სიყვარული მზად არის, მოძებნოს სამართალი, დაეხმაროს სხვას, გაუწოდოს სიყვარულის, ნუგეშის ხელი და დაეხმაროს მას ბოროტების ჭაობიდან ამოსვლაში” – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ვისაც უყვარს, ის ადამიანის კეთილდღეობისთვის ზრუნავს – ეს არის გზა, რომელსაც ზეცამდე მივყავართ და ქრისტეს მბაძველად და უფლის დარად გვხდის. ვინც ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ის უფლის, ეკლესიის მიღმა იმყოფება. თუკი ადამიანს სურს, ღირსეულად მოიძიოს ბედნიერება, მან კი არ უნდა შეიქმნას საკუთარი კეთილდღეობა, არამედ, მოიპოვოს საერთო კეთილდღეობის საგანძურიდან, თუკი საერთო საქმე ყვავის ერთობლივი ძალისხმევით და, მაშინ იქნება ის ბედნიერი. ყოველი ადამიანი, თითქოს, არის რამდენიმე კონცენტრული წრის ცენტრი: უახლოესი წრე – ოჯახური მოვალეობებია, შემდგომი წრე – ვალდებულებები თანამოქალაქეთა მიმართ და ბოლოს არის ჩვენი მოვალეობის წრე სრულიად კაცობრიობის მიმართ. მაგრამ, ქრისტიანისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს ღმერთის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა. რა თქმა უნდა, ეკლესია აღიარებს ეროვნულ უფლებებს, მაგრამ, ნაციონალური ეგოიზმის წინააღმდეგია. ის გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველში ყველასთვის არის ადგილი. ყველა ეროვნებას თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმიანობაში. ქრისტიანობაში არ არსებობს და არც შეიძლება ჰქონდეს ადგილი დავას პირველობისთვის არც ადამიანებს და არც ერებს შორის. მოციქულ პავლეს პირით ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ქრისტეში არ არის და არც იქნება არანაირი განყოფა. „არ არის ბერძენი, არც იუდეველი, არ არის ბარბაროსი, მონა და თავისუფალი, არამედ, ქრისტეა ყოველივე და ყოველშივე”. არასწორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ ის მთლიანად აღვსილია კაცობრიობის სიყვარულით, სამშობლოს მიმართ კი, შეუძლია, განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა არ გააჩნდეს. ადამიანური სიყვარულისთვის არსებობს საფეხურები, რომელთა გავლითაც ის აღწევს გარკვეულ ხარისხს – კაცობრიობის სიყვარულს. ერთ-ერთი საფეხური კი არის ყოველივე მშობლიურის შემდეგ – საკუთარი სამშობლოს სიყვარული. შეუძლებელია, ადამიანმა ამტკიცოს, რომ უყვარს მთელი კაცობრიობა, რომელსაც სრულიად არ იცნობს, თუ მას არ უყვარს საკუთარი ახლობლები, რომლებთანაც დაკავშირებულია დაბადებიდან. ქრისტიანული სწავლება ერთა შორის ურთიერთობაზე, ეფუძნება უმთავრეს მცნებას მცნებათა შორის – სიყვარულს და, ასევე, ქრისტეს სიტყვებს მოციქულებისადმი: „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით”. საეკლესიო სწავლება ერთა შესახებ მკაფიოდ არის გამოთქმული პავლე მოციქულის სულიერ მემკვიდრეობაში. ღვთივსულიერ მოციქულს ადამის მოდგმა ესახება ერთიან ხედ, რომლის ფესვები ქრისტეა, ხოლო ტოტები – ხალხი. ქრისტეში ყველა ხალხი თანასწორია: „თუ ფესვი წმიდაა, მაშინ, წმიდა რტოც. ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო, თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, ფესვს უკავიხარ შენ... შენ რწმენით დგახარ, ნუ გაამაყდები, არამედ, გეშინოდეს”. არც ერთ ხალხს არ აქვს უფლება, ჩათვალოს თავი სხვაზე აღმატებულად ან უპირატესად, რადგან, ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ, ყველა ერშია მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი. ქრისტიანული სიყვარული ყველას მოიცავს – მეგობარსაც და მტერსაც. უფალი პირდაპირ გვეუბნება: „გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით”. ამიტომაც, ადამიანს არა მხოლოდ საკუთარი მოყვასი, მტერიც უნდა უყვარდეს, უნდა ლოცულობდეს მისთვის, უფალს უნდა სთხოვდეს მის შეწევნას და მხოლოდ ასეთი სიყვარული იქნება წრფელი და ჭეშმარიტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიყვარულს უდიდესი ძალა აქვს: ის საკუთარ თავში მოიცავს ადამიანის ხსნას, მის გათავისუფლებას ბოროტი, ცუდი ქცევებისგან, ფიქრებისგან. სიყვარულით სავსე ადამიანის გულში აღარ არის ადგილი ბოროტებისთვის და ეშმაკსაც უჭირს იქ საკუთარი ადგილის პოვნა. რაც მთავარია, სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, რაც ჭეშმარიტია; ყველაფრის იმედი აქვს და ის არასდროს მთავრდება, რადგან, სიყვარული თავის უფალია, ყველაფრის მომცემი და ადამიანების მანუგეშებელი. სიყვარულს ვერაფერი ერევა, ის ყოველთვის თან ახლავს ქრისტიან, მოყვარულ ადამიანს და მას განსაცდელებისგან იხსნის.

– მამაო, რაზე მიუთითებს და რა საჭიროა ეკლესიაში ცვილისგან დამზადებული სანთლის დანთება და მისი დახმარებით ლოცვა? ესეც ხომ სიყვარულის ერთგვარი გამოვლინებაა იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც ხატის წინ დანთებული სანთლით ვლოცულობთ? 

– სანთელს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: უპირველეს ყოვლისა, სიმბოლურად გამოხატავს შეუქმნელ, მარადიულ ნათელს – იესო ქრისტეს; გარდა ამისა, ის მლოცველთა მოწიწების, მოკრძალებისა და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულის გამომხატველია. ასევე, წარმოადგენს საეკლესიო შესაწირს – როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავისი შრომის ნაწილს ღმერთსა და საყდარს. ანთებული სანთელი ლოცვის წმიდა სიმბოლოც არის და იმაზეც მიანიშნებს, რომ ადამიანი სანთლის მსგავსად უნდა ენთოს ღვთის წინაშე ლოცვითა და ერთგულებით და, რაც მთავარია, სანთელს უნდა ემსგავსებოდეს ქრისტიანის ამქვეყნიური ცხოვრება, მასავით უნდა იყოს ანთებული მაცხოვრის მცნებების აღსასრულებლად. ცვილს ფუტკარი ყვავილებისგან ამზადებს. წმიდა მამათა განმარტებით, მრავალი სურნელოვანი ყვავილისგან მოგროვილი და ფუტკრის ნექტრისგან წარმოქმნილი ცვილი სიმბოლურად უზენაესის მიერ შექმნილი მთელი სამყაროს ძღვენია. ამდენად, როცა ღმერთს ცვილისგან დამზადებულ სანთელს ვწირავთ, გამოვხატავთ სურვილს, ძღვნად მივართვათ უფალს საუკეთესო და ძვირფასი ნაყოფი, ცვილის სირბილე კი ღმერთისადმი მორჩილებისთვის ჩვენი მზადყოფნის გამომხატველია, როგორც ყველაზე წმიდა და სუფთა. სიმბოლურად, მისი შემწირველობა სულიერ სისუფთავესა და სიწმიდეს გამოხატავს და შეგვახსენებს, რომ სულის განწმენდაზე ვიზრუნოთ. საერთოდ, მცენარეულ სამყაროსთან დამოკიდებულება ძალზე მნიშვნელოვანია ქრისტიანული რელიგიისთვის. 

– როდესაც მცენარეული სამყაროს ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირზე ვსაუბრობთ, ალბათ, მნიშვნელოვანია გავრცელებული ვერსია, რომლის თანახმადაც, მაცხოვრის ჯვარი სხვადასხვა ჯიშის ხეებისგან იყო გაკეთებული.

– დიახ და ეს უნდა მიუთითებდეს ჯვრის გენეტიკურ კავშირს სამყაროს სამოთხისეულ ბაღთან, სინათლის ოკეანის, მარადიული განახლებისა და აღდგენის სიმბოლიკასთან. ერთი ვერსიით, ჯვრის შვეული ძელი კვიპაროსისაა, განივი – ფინიკისა, ფეხების მიმსჭვალვის ადგილი – კედარის, ხოლო წარწერიანი დაფა – ზეთისხილისა. სხვა ვერსიით, ესაა: ლეღვის ხე, ზეთისხილი, ლერწამი და ფეტვი, ხოლო ნიკომედეს აპოკრიფული თხზულების მიხედვით – კედარი, კვიპაროსი და პალმა. საინტერესოა თავად ჯვრის ფორმის ქრისტიანული გაგება, რომელიც სამყაროს ოთხი მიმართულების დარად გაიაზრება და, ამასთანავე, გამოსახავს სამყაროში არსებულ ოთხ უმაღლეს ინსტანციას. ესენია: მისი სიგრძე, სიმაღლე, სივრცე და სიღრმე. ძველ აღთქმაში ესაიას მიერ ხილულ ანგელოზებს ჯვრისებრი ფორმა აქვთ მიღებული: „ხოლო ადამიანი ჯვრის სახედ დაბადებულ არს, რამეთუ ყოველი კაცი ხეთგანმარტებულად თვინიერ ცილობისა, სახითა მსგავს არ ჯვრისა“. 

 

скачать dle 11.3