კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რატომ იკეთებენ საქართველოში მეუღლეები ნიშნობის ბეჭედს მარჯვენა ხელზე და რას გამოხატავს ის სიმბოლურად?

პასუხი: ის, რომ საქართველოში ნიშნობის ბეჭედს მარჯვენა ხელზე იკეთებენ და უცხოეთში კი მარცხენაზე, მხოლოდ ტრადიციის შედეგია და მას არ აქვს დოგმატური მნიშვნელობა. რაც შეეხება ჯვრისწერის დროს ბეჭდების გაცვლის რიტუალს, ბეჭედი არის ხილული წინდი და ერთგულების სიმბოლო – ორი ადამიანის ერთმანეთისადმი კუთვნილების ნიშნად, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ იკურთხება მეუღლეებისთვის თითზე სატარებლად.

კითხვა: შეიძლება თუ არა სისხლით ნათესავმა მონათლოს ბავშვი?

პასუხი: ეკლესიურად ასეთი საქციელი აკრძალული არ არის, მაგრამ საგულისხმოა, რომ საქართველოში, წესისამებრ, ეს არ ხდებოდა, რადგან ძლიერი იყო ქართული ეკლესიის მართლმადიდებლური ტრადიცია, სადაც ხორციელი ნათესაობა უთანაბრდება სულიერს. ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ ნათლიად ის ადამიანი აერჩიათ, ვინც არ იყო სისხლით ნათესავი და ამგვარად სასურველ ადამიანს ინათესავებდნენ.

კითხვა: ჩაგვეთვლება თუ არა ცოდვა მონანიებულად, თუ მას ხატების წინაშე ვიტყვით და არა მოძღვართან?

პასუხი: არ ჩაგეთვლებათ, რადგან ეკლესიაში სინანულის საიდუმლო არსებობს მოციქულთა დროიდან და ის, რომ საჭირო არ ყოფილიყო, უფალი არ დააწესებდა. ცოდვა მიტევებულად შეიძლება მას შემდეგ ჩაითვალოს, რაც აღსარების შემდეგ მღვდელმსახური წაიკითხავს შენდობის ლოცვას.

скачать dle 11.3