კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა პაფნუტი ბოროველის ნათელმხილველობის ნიჭი

ბერი პაფნუტი ბოროველი იმ ადამიანების ძველ და საიდუმლო ცოდვებსაც იგებდა ხოლმე, რომლებსაც პირველად ხვდებოდა.

 მაგალითად, ერთხელ, როდესაც იგი წმიდა წერილს კითხულობდა, მის კელიას მიუახლოვდა კაცი, რომელმაც აღავლინა ლოცვა და, როცა ფანჯარაში წმიდა მამა შენიშნა, შეეკითხა მისი მოწაფის, ბერი იოსების შესახებ, რომლის თანამემამულეც თვითონ იყო. უცნობის დანახვაზე პაფნუტიმ უთხრა იოსებს: „გადი, ავი გამოხედვით გკითხულობს კაცი იგი მკვლელი“. მოწაფე გავიდა და, დაინახა რა ნაცნობი, შეეკითხა, თუ რისთვის იყო მოსული. მან უპასუხა, რომ ბერად შედგომა სურდა.

იოსებმა ყველაფერი მოახსენა წმიდა იღუმენს, მაგრამ, მან თავის მხრივ მიუგო მოწაფეს: „გამოჰკვებე და გაუშვი აქედან ეგ ადამიანი, რამეთუ, იგი არაკეთილია“. იოსები გაკვირვებული იყო მასწავლებლის ასეთი პასუხით, მაგრამ, ვერ შეჰბედა, ეკითხა რამე. აღასრულა რა მასწავლებლის ლოცვა-კურთხევა, იოსები დაბრუნდა პაფნუტისთან სენაკში. მაშინ, თვითონ პაფნუტიმ უთხრა იოსებს: „ეს კაცი მკვლელია. ჯერ კიდევ ჭაბუკობაში, მუცელში დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა ერთი ბერი, მაგრამ, ეს იყო დიდი ხნის წინ და მან დაივიწყა თავისი ცოდვა“. იოსები გაოგნებული იყო ამ სიტყვებით: მას აქამდე არაფერი გაეგო ამის შესახებ თავისი თანამემამულისგან.

ერთხელაც, სავანეში წმიდა მამასთან მივიდა ვინმე ბერი. წმიდა პაფნუტიმ დაინახა თუ არა იგი, თავის მოწაფეებს უთხრა ჩუმად: „ხედავთ თქვენ, რომ ბერის წოდების გამოც კი არ განწმენდილა სისხლისაგან?“ მოწაფეები გაოცდნენ, მაგრამ, ეშინოდათ, ეკითხათ მასწავლებლისთვის რამე ამ სიტყვების მნიშვნელობის შესახებ. თუმცა, შემდეგ თვითონ წმიდანმა განუმარტა მათ, რომ ამ ბერმა ადრე, სანამ ბერად აღიკვეცებოდა, ნოვგოროდში მოწამლა თავისი მთავარი, რომელსაც იგი ემსახურებოდა. სინდისის ქენჯნით მან მიიღო ბერობა. შემდეგში გამოირკვა, რომ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონია ადგილი დიდ ნოვგოროდში 1453 წელს. მაშინ ბოიარ ივანე კოტოვს მოუწამლავს თავისი მთავარი – დიმიტრი გიორგის ძე შემიაკი.

ყოფილა ასეთი შემთხვევაც: წმიდანის ერთ-ერთ მოწაფეს თვალი ასტკივებია ძალიან. ტკივილებით გამწარებული ბერი უშედეგოდ ეძებდა მკურნალს. წმიდანს მისთვის თავისი ფსკვნილი (ძაფისგან დაწნილი, მოქსოვილი კრიალოსანი) მიუცია და უთქვამს, რომ ათასჯერ წარმოეთქვა ლოცვა იესოსადმი. მაგრამ, ავადმყოფს მისთვის ლოცვა-კურთხევით მიცემული დავალების ნახევრის აღსრულებისთანავე უგრძნია შვება და გახარებული გაქცეულა მასწავლებელთან შესატყობინებლად. მაგრამ, ნათელმხილველ მასწავლებელს ბერი კვლავ მონასტერში გაუბრუნებია და უბრძანებია ლოცვების გაგრძელება ზუსტად იმ რიცხვამდე, რამდენი ლოცვა-კურთხევაც ჰქონდა მიცემული.

წმიდა მამა პაფნუტიმ ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლა და აღესრულა 83 წლის ასაკში. ამასთანავე, მან ერთი კვირით ადრე იცოდა თავისი გარდაცვალების დღე.

 

скачать dle 11.3