კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო წაართვა ოჯახსა და მეგობრებს საკუთარი ცხოვრების 99 პროცენტი დათო ფორჩხიძემ და რას არ უპროტესტებს მას მეუღლე

„2001 წელს დაიშალა „სახე” და 2012 წელს დაიწყო „ვოისი”, მაგრამ ეს პაუზა ღირდა იმის ფასად, რომ საზოგადოებას ჩემგან დაესვენა და მერე ისევ დავბრუნებულიყავი. ნუ ელოდება ქართველი ერი, რომ ყოველ 5 წელიწადში დაიბადება ახალი ჰამლეტ გონაშვილი, ან თბილისის „დინამო” მოიგებს თასების თასს, სამგზის „ვოისის” ჩემპიონის გამოჩენაც არ იქნება ადვილი... რაც მთავარია საზოგადოება დღემდე ჩემი მთავარი მსაჯულია და იმ შემთხვევაშიც, თუ ვხედავ, რომ ის ცდება, მე მაინც მზად ვარ მასთან საკამათოდ, ოღონდ როგორც ჩემიანთან. ყველას დავანახვებ, რომ ჩვენ ვკამათობთ როგორც ერთი მხარე, რათა მივიღოთ ერთი საერთო პროდუქტი,” – ეს არის ამონარიდი დათო ფორჩხიძის ინტერვიუდან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ „ახალი ხმის” სამგზის მოგებას.

 

დათო ფორჩხიძე: რადგან რიგით მესამე შოუ იყო, ამიტომ მესამედ ჩემი გუნდის წევრის გამარჯვებაში ცოტათი ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, ეს ეჭვი ნაწილობრივ გამიქრა „ბრმა ქასთინგებზე”, როდესაც ჩემი და სხვა მწრვთნელების მოწონებული ბავშვების უმეტესობა ჩემთან წამოვიდა. როცა ვჯდებოდი, მაშინ უკვე ვიცოდი: რომც წამეგო, თავის გამართლების მთელი საშუალებები მქონდა მოფიქრებული. აქედად გამომდინარე, თავიდან არ მქონდა დიდი ამბიციები. მაგრამ, მერე, როცა ეს ბავშვები წამოვიდნენ ჩემთან, მივხვდი: რომ არ მებრძოლა, ბევრ ბავშვს გულს დავწყვეტდი. ვფიქრობ: არა მხოლოდ გამარჯვებული მარი ჩაჩხიანი, არამედ რამდენიმე კონკურსანტიც კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ჩემთან ერთად გიარა ეს გზა. ეს ეხება შოთა ადამაშვილს, გიორგი მახარაშვილს, რომელიც გავიმეტე და სანახევროდ გავუყავი მაია დარსმელიძეს. მე და მაიამ თავიდან ცოტა „ისე” დავიწყეთ ეს შოუ, მაგრამ ბოლოს ყველას ვანახვეთ, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. 

– ეს დაპირისპირება რეალური იყო? 

– დამცინოდნენ: მსხვერპლის როლი მოირგოო. რეჟისორს, მართლა რომ გაენაწილებინა როლები, რატომ აიღებნდენ სხვა მწვრთნელები ამ როლებს, ანუ ანტიგმირების როლში რატომ გამოვიდოდნენ?! თან, არც მაიასთვის და არც სხვა მწვრთნელებისთვის იმდენი ფული არ გადაუხდიათ, ეს როლი მოერგოთ. ასე მოხდა, ბუნებრივად. რა თქმა უნდა, არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, ეს მათი შეცდომა იყო თუ არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ როგორც ახალ თაობას, ასევე საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ცივილიზებული ხალხი ვართ. რა თქმა უნდა, მათაც უნდოდათ გამარჯვება, რაღაც მომენტში ფიქრობდნენ, რომ მე ცოტა ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი თემაა და ვფიქრობ, ჩემიდან დაწყებული, დანარჩენი სამი მწვრთნელით დამთავრებული, ბავშვებმა ყველას დიდი მადლობა უნდა გადაუხადონ. ჩემი აზრით, ამ სამი შოუდან გამოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია, მთლიანად გავაკეთოთ რესტარტი და თუ მივხედავთ ამ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, ძველების წინააღმდეგი არ ვარ, სავსებით სხვა რაღაცა შეგვიძლია, გავაკეთოთ. თუ რა თქმა, უნდა, ჩვენ არ გვინდა, მხოლოდ კონკურსები, შოუები და ამ ბავშვების დასავიწყებლად გამეტება. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მე მაქვს ამბიცია, რომ როგორც ბევრ რამეში ვიყავი პირველი, ამასაც გავაკეთებ. 

– წეღან თქვი, შეიძლება რაღაც მომენტში, ფიქრობდნენ: დათო ცუდად იქცეოდაო. შენ, როგორ ფიქრობ – იქცეოდი ცუდად? 

– ისე ცუდადაც არ ვიქცეოდი, რომ ეთქვათ ჩემზე: მიზანი ამართლებს ყველა საშუალებასო. ცუდად იმ თვალსაზრისით ვიქცეოდი, რომ ძალიან ვიყავი ამ შოუზე კონცენტრირებული. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გვერდით უნიჭიერესი მწვრთნელები ისხდნენ და ისინი თავის მაქსიმუმს ავლენდნენ, ამის მიზეზი მეტწილად მე ვიყავი, რადგან ვცდილობდი, ისეთი რამ გამეკეთებინა, რომ დამემტკიცებინა: მე ძალიან მაგარი ვარ! ეს ავტომატურად იწვევდა მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას. მარიამი ძალიან კარგი მომღერალია, თუმცა ვფიქრობ, რომ პირადად მეც დამიმესიჯა ხალხმა. ეს იყო ჩემი და მარიამის გამარჯვება. მარიამი ძალიან მაგრად მღეროდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, ის უნდა დაჩაგრულიყო იმის გამო, რომ დათო ფორჩხიძეს მესამედ არ მოეგო. ჩემი აზრით, ხალხი დაეხმარა დათო ფორჩხიძეს, რომ მას არ დაეღუპა მარიამი. რაც მთავარია, ოთხივემ ბევრი კარგი რამ ვასწვლეთ ამ ადამიანებს. ეს ჩვენი პირადი ინტერესიც იყო, ჩვენს კარიერაზე, ბიოგრაფიაზეც კარგად მუშაობდა, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად ვზრუნავდით. მაიას ჰქონდა ასეთი სიტუაცია, მაგრამ მას ზრუნვა გუნდის ერთ-ერთი წევრის კარგად გამოსვლის გამო, სამწუხაროდ, არ დაუფასდა.  მე ამას ნამდვილად ვუთანაგრძნობდი. მაიამაც, ალბათ, იგრძნო ეს და იქიდან გაჩაღდა ჩვენი მეგობრობა, რომელიც დიდხანს გაგრძელდება, ისევე როგორ ჩვენი თანამშრომლობა. სტეფანეს პირველი ნაბიჯები ბავშვობიდან მახსოვს, უნიჭიერესი ადამიანია. ლელა და მე კი დინოზავრების ეპოქიდან მოვდივართ, უძლიერესი პიროვნებაა და უცებ აუღო ალღო. ბევრი კარგი ბავშვი ავიყვანე, თორემ ლელა წურწუმიას მოგება ძალიან რთულია – აზარტული ქალია, ბოლომდე იხარჯება. ხან ლელა მოიგებს, ხან – სტეფანე და ხან – მაია. 

– მარიამმა ჩემთან საუბარში თქვა, როგორ უტარებდი შენი გუნდის წევრებს ლექციებს, ასწავლიდი: ყურადღება არ მიექციათ ჭორებისთვის, უარყოფითი კომენტარებისთვის. 

– ამიტომაც მეძახიან „ჟოზე მაურინიოს”. გოჩა თანდარაშვილი მირეკავდა და მეუბნებოდა: ჰეთრიკი, ტრიპლეტი.. ჟოზე ყოველთვის სკანდალებში იყო გახვეული. როდესაც მას ჰკითხეს: ამას რატომ აკეთებო, უპასუხა: მირჩევნია ჩემმა ფეხბურთელებმა ფეხბურთზე იფიქრონ და ეს ჭორები ჩემზე გადმოვიდესო. ასე რომ, მეც მინდოდა, ბავშვებს მუსიკაზე, სიმღერაზე, ჯანმრთელობაზე უფრო მეტი ეფიქრათ. ყველას ვეუბნებოდი, უმეტესობა გამოეთიშება პროექტს, მაგრამ შეინარჩუნეთ ღირსება, რადგან თქვენ მაინც გამოჩნდებით პატარა ამბიციურ არსებად, ჯერ არაფრისთვის რომ არ მიუღწევია. მერე კი ადამიანები თქვენთან ურთიერთობას, თანამშრომლობას მოერიდებიან. ვიღაცეები დამცინოდნენ: მოხუცი ფორჩხიძე მათ ლექციებს უკითხავსო, თუმცა ეს კარგად გაითვალისწინეს. ვიცი დროთა განმავლობაში, ჩვენ შორის დისტანცია გაიზრდება, რადგან მე ბევრი საქმე მექნება, მათ – თავიანთი. მაგრამ, მინდა იცოდნენ, რომ სანამ მე იმის გავლენა და შესაძლებლობა მექნება, რომ მათ დავეხმარო, თუ მანამდე სამი ინსტანციის გავლა დასჭირდებოდათ, ერთ ინსტანციაში მოვუგვარებ, რადგან ამ ბავშვების ვალი მაქვს. მათაც უნდა გაითვალისწინონ, რომ მე ჩემი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდის მთელი 99 პროცენტი მათ მივეცი და ეს პროცენტები ოჯახს, სამეგობროს წავართვი. 

– შენი ოჯახი არ აპროტესტებს მათთვის წართმეულ საუკეთესო ეპიზოდებსა და პროცენტებს? 

– მიჩვეულები არიან – ჩემი ცხოვრების სტილს. სამი შვილი მყავს, სამივეს ცხოვრებას გავითავისებ სხვადასხვა პროფესიაში, რომ წავიდნენ. მზად ვარ, ვიყო მათი მრჩეველი, ასისტენტი და ექსპერტი. თუ ჩემს სფეროში წამოვლენ, ძალიან მომთხოვნი ვიქნები. უფროს გოგონას ვეუბნები: სადმე კონკურსში რომ გამოხვიდე, ეს შენი დაღუპვა იქნება. სულ ბიონსესავით რომ იმღერო, მაინც იტყვიან: დათო ფორჩხიძის შვილია, ამიტომ სხვა კუთხით დავიწყოთ ფიქრი-მეთქი.

– არც მეუღლე აპროტესტებს შენი ცხოვრების სტილს? 

– მეუღლე არის ჩემი თილისმა, ისეთი მაგარი გოგოა, მის გარეშე, ვერაფერს გავაკეთებდი. მას მერე, რაც ის ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა, ყველაფერი კიდევ უფრო კარგად წავიდა. ბევრი ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე დავდივარ, რაც ძალიანაც მაწყობს. ჩემი მეუღლე ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასთან მუდმივად გავდიოდი კონსულტაციებს, ყველა ვერსიას ვალაგებდი. თუმცა, ბოლოს მეუბნებოდა: შენ თვითონ მიხვდები და იმას გააკეთებ, რაც საჭიროაო.

– დარწმუნებული ვარ,  შენს ოჯახში ნამდვილად იქნება გენდერული თანასწორობა. 

– ახლა, როცა ადამიანის ერთ სახეობაში გადიან ქალები და კაცები, ჩემს ოჯახშიც ეს ხდება. მაგრამ, ამით არ ვარ მე ინოვატორი და პიონერი. ცხოვრების რიტმი ისე აჩქარდა, რომ ქალის ფუნქციები გაიზარდა, მარტო კაცი ვეღარ ერევა. ამიტომ, უშვებს ქალს ოჯახიდან და ეუბნება: ცოტა რაღაც შენც გააკეთეო. აქედან გამომდინარე, ქართული, მავნე ტრადიციები, რომელიც ქალის ოჯახში გამოკეტვაზე იყო აგებული, გადავიდა ნდობაზე, ერთგულების პრინციპზე და იმაზე, რომ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩემი ოჯახი ჩვენი საერთო ბიზნესია და ადრე რომ დავბადებულიყავი, მზად ვიქნებოდი, ეს მოძრაობა დამეწყო, მაგრამ დრომ მოიტანა, დრო კი ყველას უგებს.

– მითხარი: მე და ლელა დინოზავრების ეპოქიდან მოვდივართო. იმედია, არავინ მიიღებს შეურაცხყოფად, თუ ვიტყვი, რომ ბევრი დინოზავრი გადაშენდა, დღემდე ვერ მოვიდა, შენ კი დღემდე მოხვედი, თან კარგად: პოზიტიურად, საზოგადოების სიყვარულით. 

– გამიმართლა. მე შევარდნაძის ეპოქის მომღერალი ვარ. მერე ისე მოხდა, რომ კულისებს მიღმა აღმოვჩნდი, აღარ ვიყავი აქტიური, ვერიდებოდი პოლიტიკასთან ურთიერთობას. ჩემი აზრით, პოლიტიკასთან ასოცირება ხშირად უფუჭებს მომღერალს სახელს და დაუმსახურებლადაც. ჩემ თვალწინ ძალიან ბევრს თვალსა და ხელს შუა გაუქრა წლების განმავლობაში მოპოვებული რეპუტაცია  და ბევრი შრომა. ამ თვალსაზრისით ხალხი სასტიკია. ამბობენ: რატომ დაუჭირა მხარი და ვერ აუხსნი, რომ მომღერალს უწევს ამის გაკეთება. ეს არის მისი ერთადერთი მატერიალური შემოსავალი და ხშირად ის თავისი ნების საწინააღმდეგოდ მიდის. ჩემი ძმაკაცები: დათო ხუჯაძე, გოგა ხაჩიძე, შალვა რამიშვილი და მე – ეს იყო ჯგუფი „სახე”. რაღაც პროექტები კი მიკეთებია, მაგრამ იქაც მუსიკოსის რანგში ვიყავი. გოგას მოჰქონდა პროექტები, რომლის ავტორიც თვითონ იყო და სტუდიაში ვუკეთებდი. შალვასაც მოქონდა პარალელურ რეჟიმში, მაგრამ ორივეს ვეუბნებოდი: ეს ჰიმნი შენია, ეს საპროტესტო სიმღერა – შენია, მაგრამ ჩემი სახელი არ ახსენოთ-მეთქი. იმიტომ კი რა, რომ მეშინოდა, არ მინდოდა, ჩემი სახელი გაჟღერებულიყო. ამაზე გაცილებით კარგი სიმღერები მაქვს დაწერილი და დათო ფორჩხიძის სახელი, როგორც ბრედის, მირჩევნია, ისეთი სიმღერების ქვეშ ეწეროს, როგორიცაა: „როგორ მინდა, მოგეფერო”, „ახლა შენი დროა”, „თოვლი მოსულა”. ალბათ, იმიტომ გამიმართლა, რომ იმ ეპოქაში აქტიური სასცენო საქმიანობით არ ვიყავი დაკავებული. გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც ჯგუფი „სახე” დავშალე, თან მაშინ როცა ზენიტში ვიყავი. ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო და მგონია ამას ვერავინ ვერ იზამდა. ახლა მინდა „ვოისშიც” აღარ დამიძახონ. თუმცა, ვინც ამ პროექტს აკეთებს, მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მაგრამ, თუ მაინცდამიანც უნდათ, რომ დამსვან და წამაგებინონ, არც ეს არის პრობლემა. უბრალოდ, არ მინდა, საზოგადოებას მოვაბეზრო ამ კუთხით თავი. ძალიან კარგად ვიცი, საზოგადოების ფასი, რადგან სახალხო ტიპი ვიყავი. ამიტომაც, ვცდილობდი, საზოგადოებისთვის დამენახვებინა: ხალხო, დედა, შვილები, მეუღლე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე თქვენ, მაგრამ, სამაგიეროდ, მე თქვენი ფასი ვიცი. თქვენ ჩემთვის არ ხართ სტატისიკა, ვიღაც გოიმების მასა, რაც ბევრი მომღერლისგან მომისმენია. ამ საწყლებმა მოისმინონ ხალხი რას ლაპარაკობს მათზე... საბოლოო ჯამში, მე ხალხთან შევდივარ პოლემიკაში. ის, როცა პრეტენზიას მიყენებს, მე თავს ვიმართლებ, ვსაუბრობ მასთან და როცა ვიღაცასთან საუბრობ, ის მიიჩნევს, რომ შენ მას აფასებ. ამიტომ, ის ვინც ჩემს გვერდით დადგება, გარკვეულ დროს გაატარებს, უპირველს ყოვლისა, ისწავლის: ხალხის და მათი სიყვარულის ფასს. 

 

скачать dle 11.3