კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააშორა დედა-შვილი ერთმანეთს და ვინ ეძებს ბიოლოგიურ დედას ბათუმიდან რუსეთში

30 წლის ეკატერინა გოგიტიძე ეძებს დაახლოებით 53-55 წლის ლარისა ივანეს ასულ კოვალოვსკაიას.

ისტორია: ვეძებ დედას, დაახლოებით 53-55 წლის ლარისა ივანეს ასულ კოვალოვსკაიას. დედა 2 წლის ასაკიდან არ მინახავს. დავიბადე 1983 წლის 22 სექტემბერს, ქალაქ ვოლგა-დონსკში, შემდეგ კი ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მამამ საქართველოში ჩამომიყვანა. მას შემდეგ დედა აღარ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ. დედაჩემს დიდი ხანია, ვეძებ, მაგრამ, უშედეგოდ – ვერანაირად ვერ მოვახერხე მისი პოვნა და თქვენ ჩემი ბოლო იმედი ხართ. მაქვს დედის ერთადერთი სურათი. ფოტოზე მეც ვარ – სწორედ ასეთი ვახსოვარ დედას.

– მოგვიყევით თქვენი ისტორია, რატომ დაშორდით დედა-შვილი ერთმანეთს?

– მამაჩემი სწავლობდა რუსეთში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა და იქ ყოფნისას გაიცნო დედაჩემი. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და შედეგად მე გავჩნდი. დაზუსტებით არ ვიცი, დედ-მამას ჰქონდა თუ არა ხელი მოწერილი მაგრამ, ვფიქრობ, უბრალოდ, ერთად ცხოვრობდნენ. 2 წლის რომ ვიყავი, ბაბუაჩემმა (მამის მამამ) მამაჩემს საქართველოში დაბრუნება მოსთხოვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დედაჩემს საქართველოში ჩამოსვლა არ უნდოდა და მამამ მე ჩამომიყვანა.

– ანუ, დედა თანახმა იყო თქვენს წაყვანაზე?

– არა, მას არ უნდოდა, ჩვენ რომ დავშორებულიყავით და, როგორც ვიცი, იქ სასამართლოც კი ჩატარებულა, რადგან, დედა ჩიოდა, რომ შვილი, კანონით, მასთან უნდა დარჩენილიყო. მამაჩემს ფული „ჩაუყრია” და ისე მოუგია სასამართლო. შედეგად, მე საქართველოში ჩამომიყვანეს, დედა კი რუსეთში დარჩა.

– დედას თუ უცდია თქვენი ნახვა, ან, კავშირი თუ გქონდათ ერთმანეთთან?

– თავიდან, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, სულ მირეკავდა თურმე და მკითხულობდა. მერე კი მამაჩემის მხარეს უთქვამთ მისთვის, რომ, ვითომ მე გარდავიცვალე და მას შემდეგ აღარ დაურეკავს – როგორც ჩანს, მან ეს დაიჯერა. პატარა სანამ ვიყავი, სულ დედა მინდოდა, ვტიროდი და ვნაღვლობდი, შემდეგ მამამ სხვა ცოლი მოიყვანა, რომელიც ფიზიკურად დედაჩემს ჰგავდა. ჩემი აღმზრდელი დედა როცა ვნახე, თურმე, დედაჩემი მეგონა და მიხაროდა.

– თქვენი ნამდვილი დედის ამბავი ვისგან ან როდის გაიგეთ?

– დაახლოებით მეექვსე კლასში ვიქნებოდი, როცა ჩემმა აღმზრდელმა დედამ მითხრა სიმართლე. მას შემდეგ ძალიან მინდა დედის პოვნა. მართალია, მყავს აღმზრდელი დედა და ნახევარძმაც, მაგრამ, მოგეხსანებათ, დედას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის.

– მამათქვენმა თუ იცის, დედას რომ ეძებთ და რას ფიქრობს ის ამ საკითხთან დაკავშირებით?

– მამაჩემმა არ იცის, დედას რომ ვეძებ. მისთვის ამის თქმას ვერ ვბედავ, მაგრამ, დედის პოვნა ისე მინდა, რომ, ვფიქრობ, ამ საქმეში ხელს ვერავინ შემიშლის. ლარისაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის სადღაც პოდმოსკოვიეში უნდა ცხოვრობდეს. სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია მასზე არ გამაჩნია. ისიც, რაც ვიცი, მხოლოდ ბაბუასგან მაქვს გაგებული, მეტი დედაზე ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3