კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუსრულეს „დიპლომატ ჯორჯიამ” და „პროქტერ ენდ გემბელმა” ერთობლივი პროექტით მომხარებელს ოცნებები

19 იანვარს კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა”, რომლის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში არის სადისტრიბუციო კომპანია შპს „დიპლომატ ჯორჯია”, თავისი მომხმარებლისთვის გამართა გათამაშება სლოგანით: „ჩაერთე გათამაშებაში და მიიღე ჯადოსნური მოგზაურობის შანსი!” გასათამაშებელ პრიზებს შორის იყო: 3 საგზური ბაკურიანში, 3 სარეცხი მანქანა, 50 სასაჩუქრე კალათა და სუპერპრიზი: მოგზაურობა პარიზში 4 პერსონაზე. სარეკლამო აქცია მიმდინარეობდა 2013 წლის 12 დეკემბრიდან 2014 წლის 15 იანვრამდე. აქციაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელს უნდა შეეძინა „პროქტერ ენდ გემბელის” გათამაშებაში ჩართული პროდუქტებიდან („არიელი”, „ტაიდი”, „პამპერსი,” (მხოლოდ მწვანე პაკეტი, „ჯილეტ ფუჟენი”, „პანტენ პრო-ვი”) რომელიმე 3 პროდუქტი. შემდეგ შეევსო ბილეთი, შეენახა ბილეთის ერთი ნაწილი და ქვითარი, ხოლო ბილეთის მეორე ნაწილი კი ჩაეგდო სარეკლამო ყუთში, ან დაეტოვებინა მოლარესთვის, რომელსაც დოლურის მეშვეობით გაათამაშებდნენ.  ასე რომ, „დიპლომატ ჯორჯიამ” და „პროქტერ ენდ გემბელმა” ერთობლივი ძალებით, რამდენიმე ადამიანს მოუწყო ჯადოსნური დღესასწაული, განსაკუთრებით კი ეკატერინე მახალდიანს, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად მარტში, პარიზში 5 დღით გაემგზავრება. 

მარიკა ბოჭორიშვილი („დიპლომატ ჯორჯიას” მარკეტინგის სპეციალისტი): „დიპლომატ ჯორჯიას” ორგანიზებით 19 იანვარს თბილისში გაიმართა „პროქტერ ენდ გემბელის” გათამაშება. ანუ, მომხმარებელს უნდა შეეძინა გარკვეული სახის პროდუქცია იმისთვის, რომ მიეღო ბილეთი და ჩართულიყო გათამაშებაში შესანიშნავი პრიზების მოსაგებად. რაც მთავარია, საჩუქრები საკმაოდ კარგი იყო: სასაჩუქრე კალათები, საგზური ბაკურიანში, სარეცხი მანქანები და ერთი სუპერპრიზი: ხუთდღიანი მოგზაურობა პარიზში 4 პერსონაზე. ანუ, ერთი ადამიანი იგებდა ოთხკაციან საგზურს. 19 იანვარს გამოვავლინეთ გამარჯვებულები. მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ქალბატონი ქუთაისიდან, რომელიც 24 იანვარს ჩამოვიდა თბილისში და მობრძანდა „დიპლომატ ჯორჯიას” ოფისში. მას საზეიმო ვითარებაში გადავეცით საგზური და გავაცანით პირობები.

– ეს „დიპლომატ ჯორჯიას” და „პროქტერ ენდ გემბელის” პირველი ერთობლივი გათამაშება იყო? 

– კი. სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჯორჯია” „პროქტერ ენდ გემბელის” წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი ორგანიზებით პირველად ჩატარდა ეს გათამაშება და საკმაოდ წარმატებულადაც. ყველანი კმაყოფილები დავრჩით, განსაკუთრებით კი ჩვენი მომხმარებლები. 

– რომელი პროდუქცია შედიოდა გათამაშებაში? 

– მომხმარებელს საშუალება ჰქონდა ენახა „პროქტერ ენდ გემბელის” იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებიც გათამაშებაში მონაწილეობდა. მათგან, სამი პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, მომხარებელს გადაეცემოდა ერთი ბილეთი. 19 იანვარს ბილეთები დოლურის დახმარებით გავათამაშეთ, რომელსაც ესწრებოდნენ ჟიურის წევრები. ამოღებული ბილეთების მიხედვით, გათამაშდა 50 სასაჩუქრე კალათა, ასევე „სამსუნგის” სარეცხი მანქანა, საგზური ბაკურიანში და საგზური პარიზში. სასაჩუქრე კალათაში მოთავსებული იყო „პროქტერ ენდ გემბელის” პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელი აქტიურად მოიხმარს. საჩუქრების გადაცემა კიდევ გრძელდება, თუმცა უმეტესობა, ძირითადად, გადაცემულია. უბრალოდ, ველოდებით რეგიონებიდან ხალხის ჩამოსვლას.

– ძირითადად, რეგიონები აქტიურობდნენ? 

– შეიძლება ითქვას, რომ 50-50-ზეა. რაც მთავარია, მათი განწყობა დადებითია, რაც ჩვენ გვახარებს. 

– ახლო მომავალში თუ გეგმავთ ასეთი ტიპის გათამაშებას? 

– „პროქტერ ენდ გემბელი” მომავალში კიდევ გეგმავს მსგავსი ტიპის წამახალისებელ აქტივობებს. 

ეკატერინე მახალდიანი (ფარმაცევტი ქუთაისიდან, გამარჯვებული): პირადად მე, არ მიყურებია გათამაშებისთვის. მაგრამ, მეგობრებმა ნახეს, დამირეკეს: შენი სახელი და გვარი გამოაცხადეს გათამაშებაში და თუ გაქვს ბილეთიო. თავიდან ვერც წარმოვიდგინე, თუ მთავარ პრიზს მოვიგებდი. მეორე დღეს, როცა კომპანიიდან დამირეკეს, ოფიციალურად შემატყობინეს, რომ გავიმარჯვე გათამაშებაში, ძალიან გამიხარდა. 

–  რა შეიძინეთ ბილეთის მისაღებად? 

– „პე ეს პეს” აფთიაქში შევიძინე „პროქტერ ენდ გემბელის” პროდუქცია და გადმომცეს ერთი ბილეთი. ზოგადად ამ კომპანიის პროდუქციის აქტიური მომხმარებელი ვარ, რადგან ხარისხიანია და ყოველთვის კმაყოფილი ვარ მისით. 

– აქამდე რამე მოგიგიათ?

– არასდროს. ეს ჩემთვის პირველი მოგებაა. პრიზების შესახებ მქონდა ინფორმაცია, შესაბამისად, გარკვეულწილად, მოგების იმედი მქონდა, მაგრამ არ მეგონა, თუ სუპერპრიზს მოვიგებდი. საოცარი და სასიამოვნო ემოცია დამეუფლა, თუმცა ძალიან ვინერვიულე.

– ნამყოფი ხართ პარიზში?

– არ ვარ ნამყოფი. როგორც ბევრი ადამიანისთვის, ჩემთვისაც პარიზი ოცნების ქალაქია. თუმცა, ვერც ვიფიქრებდი, რომ ახლო მომავალში გავემგზავრებოდი, თან საგზური საჩუქრად გადმომეცემოდა. ერთი დღე უნდა გავატაროთ „დისნეი ლენდში”, 5 დღე კი უშუალოდ, პარიზში. 

– უკვე იცით ვის წაიყვანთ?

– მეუღლეს, შვილს და ოჯახის უახლოეს ნათესავს. მათაც ძალიან გაუხარდათ, აღფრთოვანებულები და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. დიდი მადლობა „დიპლომატ ჯორჯიას” და „პროქტერ ენდ გემბელს” ასეთი არაჩვეულებრივი პრიზისთვის. კიდევ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს გათამაშება დაგეგმეს. რაც მთავარია, ზუსტად ვიცი, რომ კიდევ გავაგრძელებ „პროქტერ ენდ გემბელის” პროდუქციის მოხმარებას, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქციაა და მთელი ოჯახი აქტიურად ვიყენებთ. 

 

скачать dle 11.3