კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააქართველა საბოლოოდ უკრაინელი მეუღლე ლექს-სენმა და რამ დაარბილა მისი ხისტი ხასიათი

მიუხედავად იმისა, რომ ლექს-სენი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არც პრესის ფურცლებზე და არც ტელევიიზიით არ ჩანდა, ანუ მას მასმედიასთან ურთიერთობაში ტაიმაუტი ჰქონდა აღებული, ის ამ ხნის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა, რასაც მოწმობს მისი ახალი ალბომი – „სიგნალი”. მასში ლექს-სენის ლექსებზე დაწერილი 19 სიმღერაა შესული და მათ შორის, რამდენიმე დუეტიც. ერთ დროს ყველაზე პოპულარულ რეპერს, რომლის დანახვაც საზოგადოების დიდ ნაწილში დღესაც დადებით ემოციებს იწვევს, საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს. 

 

ლექს-სენი: შეგნებულად გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი – არ გამოვჩენილიყავი, რადგან ძალიან დავიღალე. თან, იყო რაღაცეები, რაზეც აქამდე არ ვსაუბრობდი. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, იმდენად დიდი იყო ჩემი პოპულარობის ხარისხი, რომ დიდი ხნის მერეც არ მასვენებდნენ. ერთი პერიოდი გაქვს ამით ტკბობის სურვილი, მაგრამ შემდეგ, ძალიან დამღლელი და აუტანელი ხდება, განსაკუთრებით  თუ არ  გასვენებენ. ამიტომაც, შეგნებულად გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი. მე სხვანაირი პიარისტი ვარ – „დუმილი ოქროა,” ამ ვარიანტს უფრო ვაწვები. სხვებს უყვარდათ სკანდალები ჩემი მიმართულებით, მე –  არა და არც ვაძლევდი იმის საშუალებას, რომ ჩავეთრიე, რადგან, მაშინ ეს მათი გამარჯვება იქნებოდა. ინტრიგებიც ბევრი იყო – რამდენი უმეცარია ამქვეყნად! როდესაც შენ რაღაც მანევრს აკეთებ, კარგად იცი, რატომ და რისთვის აკეთებ. ჭკვიანი ადამიანი ამას ისედაც მიხვდება, ისევევ როგორც – ჭკვიანი საზოგადოება, ჭკვიანი ჟურნალისტი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მხრივ პრობლემაა. მათიც მესმის, უბრალოდ, არსებობს პიროვნული ღირებულებები, რომელიც არ უნდა დაკარგო. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს პიროვნული ეთიკა აღარ არსებობს, სულ მოსპეს. ამიტომ ვიფიქრე: ჯობია, ყველა „დავაპაუზო-მეთქი” და ეს ჩემთვის ძალიან სასარგებლო გამოდგა, დავისვენე. 

– დიდი ხანი გავიდა, თუმცა, ხალხი შენს მიმართ მაინც დადებითად არის განწყობილი. ბევრს აინტერესებს რას საქმიანობს ლექს-სენი.

– სასიამოვნოა, როცა ადამიანებს აინტერესებთ შენი ამბები, მოდიან, გიყურებენ. თუმცა, ეს განსაკუთრებით მას შემდეგ მიკვირდა, როცა საკუთარი თავი დავაჯერე, არავინ მინდა და არ უნდა გამოვჩნდე-მეთქი. მაგრამ ის, რომ ადამიანს უყვარხარ, გაფასებს, ეს ძალიან დასაფასებელია და მე ამ მხრივ არასდროს დამიხევია უკან. ამ ამბავში „ზადნი” არ მაქვს. ვინც მე პატივს მცემს, მაფასებს, დღემდე მადლიერი ვარ მათი, რადგან მხოლოდ ხალხის დამსახურებაა, რომ თვითმყოფადი გავხდი. სხვათა შორის მანქანაზე დაბურული მინები რომ მოხსნეს, ეს ცუდია, რადგან ხშირად ხდებოდა კონფლიქტების მიზეზი. ვიღაც გიყურებს, ხელს გიქნევს, გაგინებს, რადგან საქართველოში ასეა: თუ ცუდ მანქანაში ზიხარ, ამბობენ – აუ, ნახე ცუდ მანქანაში ზის ეს დებილი. თუ კარგ მანქანაში ზიხარ – აუ, კარგ მანქანაში ზის ეს დებილი. მაგრამ ამისთვის უკვე შევიმუშავე სპეციალური, დამცავი მექანიზმი. რაც მთავარია, გიჟი უნდა იყო, რომ რეაგირება მოახდინო. ეს კომპლექსია, რომელიც ტრადიციებიდან მოდის, ბუდობს ხალხში. კომპლექსური საზოგადოება საკუთარ თავთან შენს იდენტიფიცირებას ახდენს და ფიქრობს: რით არის ჩემზე მეტიო. იმას კი ვერ ხვდება, რომ, მაშინ ხარ უფრო დიდი და ძლიერი, როცა პირიქით, ასეთი ადამიანის მიმართ პატივისცემა გიჩნდება. სამაგიეროდ, ბოლო დროს ისეთი ადამიანები დავიმეგობრე სოციალური ქსელების დახმარებით, ვისთანაც ურთიერთობა მსიამოვნებს. ვსაუბრობთ რაღაც ღირებულზე, აინტერესებთ ჩემი შემოქმედება, ახალ სიმღერას კრიტიკულად აფასებენ, ჯანსაღი წარმოდგენა და ინტერესები აქვთ.  ასეთები ჩემს თვალში მაღლდებიან, ამიტომ ეს მხარე განვავითარე – საინტერესო ადამიანებთან უფრო მეტი კონტაქტი დავამყარე, ვიდრე ადრე მქონდა. კითხვებს მისვამენ ბევრ რამეზე, მათ შორის პირად ცხოვრებაზეც, მიყვებიან თავიანთ ისტორიებს. მუსიკალურ ამბავში ჩემ ქება-დიდებას არ მოვყვები, ეს ჩემი მხრიდან ამპარტავნება იქნება. ამიტომ, სულ ვეუბნები: ნუ მაქებთ, ამაზე არ ვილაპარაკოთ, სხვა თემებზე ვისაუბორთ-მეთქი.

– მგონი, ფსიქოლოგობაც შეითავსე. 

– პრინციპში, ბოლო პერიოდში შევითავსე. მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. 10 წელი გავიდა, მაინტერესებს, რა უნდა ჩვენს ახალ თაობას. 

– საკმაოდ აქტიური იყავი, ძალიან პოპულარული და მერე უცებ ყველაფერი შეიცვალა – თითქმის არსად აღარ ჩანდი და გარკვეულწილად, ცხოვრების სტილიც შეგეცვალა. ხომ არ იყო რთული ამასთან შეგუება?

– არა, ეს სპეციალურად, დაგეგმილად გავაკეთე. შევაფასე სიტუაცია: რისი კრიზისია ქვეყანაში, რა არის საჭირო. ბედნიერი ვიქნები, მაშინ, როცა საერთოდ არ ვისაუბრებ პოლიტიკაზე და ზოგადად, ხმამაღლა ვამბობ: მე პირველი ვარ, ვინც ამას ხელი შეუწყო. ასევე, პირველი ვარ, რომელიც პოლიტიკას დაუკავშირდა.  შეიძლება, ეს ჩემი შეცდომაა, რადგან ბევრმა სწორად ვერ გაიგო, მაგრამ ამასაც ხმამაღლა ვამბობ, რადგან მე ყოველთვის ჩემს საქმეს ვემსახურებოდი. ხომ იცი, გზის მკვლეველი მხოლოდ ერთიაო – ეს მახასიათებდა. აღარ იყო ჭაობში ჩათრევის მომენტი, პირიქით, განყენებულად, კრისტალურად უნდა გამოსულიყავი და ამ დროს ქაოსის შექმნა არ იყო საჭირო. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ჟურნალისტებს ავუკრძალე ჩემთან კონტაქტი, თორემ ჩემი საქმისთვის არ მიღალატია, არ გავჩერებულვარ. პირიქით, ახალი ალბომი გამოვუშვი, ვმუშაობდი, სხვა ფაზა განვავითარე, რომელიც ბევრმა ვერ დაინახა: ახალი სიმღერები, ახალი კლიპი, მოკლედ, მე სულ ვმუშაობ.

– სამწუხაროდ, არ მინახავს შენი კლიპი და არ მომისმენია ახალი სიმღერები.

– ეს კიდევ ცალკე ტელევიზიების პრობლემაა – „შავი სიის” პრობლემა. 

– ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობ, სწორად მოიქეცი, როცა შენი საქმიანობა, გარკვეულწილად, პოლიტიკას დაუკავშირე?

– მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ. საბედნიეროდ, როცა საქმიანობა დავიწყე, მაშინ შოუ-ბიზნესში რაღაცეების კეთების საშუალება გვქონდა. მიუხედავად იმისა, მაშინ ხალხს ისე არ ულხინდა, როგორც დღეს, ეს სფერო მუშაობდა და დამოუკიდებელი იყო. ადამიანებს ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობები გვქონდა: ვიღაცა ვიღაცის პროდიუსერი იყო, ვიღაც თავისით აკეთებდა რაღაცას, საზოგადოება ამას ხედავდა, ამით ვცხოვრობდით. როდესაც ამ ყველაფერმა შეიძინა წონა, ჰქონდა რეიტინგი, პოლიტიკამ დაინახა, რომ მას ეს ბერკეტი საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდებოდა. როცა შენი კონკრეტული, ერთჯერადი მიზნისთვის ადამიანს უფრო მეტ თანხას სთავაზობ, ვიდრე შეუძლია რომელიღაცა ქალაქში ჩატარებული კონცერტიდან აიღოს, რა თქმა უნდა, ის თანხმდება. საქართველოში ვცხოვრობთ და როცა ამ საქმეში ხარ ჩართული, არ არის გამორიცხული, სულმა წაგძლიოს. თუმცა, ეს სულაც არ არის ცუდი, რადგან შენ იმ დროს ფიქრობ, რომ ამას იმსახურებ. მოკლედ, მოხდა პიროვნებების, შემსრულებლების გადანაწილება. ვინც უფრო წონადი იყო, ის უფრო მაღალ დონეებზე სჭირდებოდათ, ვინც ნაკლებად – ნაკლებ დონეებზე და ასე შემდეგ. მოკლედ, გინდოდა თუ არ გინდოდა, პოლიტიკა მაინც მოგეწება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ  შენც იგივე მსოფლმხედველობა გქონდა. მაგრამ, ადამიანი როცა შემოქმედია, ჰონორარზე მუშაობს, ბუნებრივია, მის სიმღერაში ვინც მეტს გადაიხდის, იმასთან იმღერებს. თუმცა, მე არ ვამბობ, რომ ვიღაც აგენტებთან უნდა იმღერო. შემდეგ საზოგადოება ორად გაიყო: სხვადასხვა შეფასებები მოყვა. მაგრამ ეს სქემა საბოლოოდ მოიშალა, რადგან პოლიტიკას სჭირდებოდი, სათავისოდ გამოგიყენა. მე მათ ვეუბნებოდი, რომ ეს ასე არ შეიძლება, ამით მე დამღუპავთ, რადგან თვეში 31 უფასო კონცერტს რომ გამართავ, მე კი მომცემ  ფულს, მაგრამ ამ სფეროს მოსპობ, მან კი დამოუკიდებლად უნდა იმუშაოს-მეთქი. ჯობია, 2 ლარი გადაიხადონ ბილეთში და ხალხი მიეჩვიოს ფულის გადახდას. მაგრამ, ის ამ შემთხვევაში არ ზრუნავდა შენზე, როგორც პიროვნებაზე, შემოქმედზე, თავის ქვეყნის მოქალაქეზე. ამიტომაც, ჩვენი გაიგივება პოლიტიკასთან არასწორი იყო. ეს ყველაფერი დრომ, სიტუაციამ მოიტანა, გავლენის სფეროების გადანაწილებაც მოხდა და ხალხის დანაწევრებაც: ეს იმის ჯგუფად მიიჩნეოდა, ეს ამის ჯგუფად. საზოგადოებაშიც ასე გამოიყო: ის ამისიანია, იმასა და ამას შორის აგრესიაა. ეს ყველაფერი კი გამოიწვია პოლიტიკის ჩართვამ შოუ-ბიზნესში. მათ გამოიყენეს სათავისოდ, მაგრამ ჩვენ გვეყო ჭკუა და ვთქვით: ეს უნდა დამთავრდეს. ამიტომ, ჩვენი არც მეგობრობა გაგრძელდება, თან ასეთი ფორმით: დაგჭირდები – ჰოპ და მერე... მე ჩემს თავს არავისთან არ ვაიგივებდი  და რაც მთავარია, მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჩემი სათქმელი ვთქვი და ყველაზე მთავარი – არ მრცხვენია ჩემი განვილილი ცხოვრების. ისეთი რაღაცეები მაქვს გაკეთებული, უკან რომ მოვიხედავ საბედნიეროდ, არაფრის შემრცხვება. 

– ანუ, სამომავლოდ ასეთ შემოთავაზებაზე არასდროს დათანხმდები? 

– გამორიცხულია. მაგის არც სურვილი მაქვს და არც ეჭვი, რომ ასე მოხდება. დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს ამ სფეროს. მაგრამ, ჯერჯერობით კლანური ჩათესილები კიდევ არიან, ბერკეტები რომ აქვთ მასმედიაში. ადამიანმა ხომ უნდა, შეცვალოს რაღაც, როცა ხვდება, რომ  ამან დაღუპა. სამწუხაროდ, რთულია საკუთარ თავზე ამაღლება და ეს ყველას არ შეუძლია. შოუ-ბიზნესს რომ გადავხედოთ. ეს კლანური „ასკოლკები” დღესაც დარჩენილია და ნელ-ნელა ფეთქდება. 

– ახლა მითხარი, რა ხდება შენს შემოქმედებაში?

– 2013 წელს გამოვუშვი ახალი ალბომი, სახელწოდებით „სიგნალი”. ერთ-ერთ სიმღერას ჰქვია სწორედ „სიგნალი”, რომელსაც როცა მოისმენ, შეძლებ მასში ბოლო 2 წლის პერიოდი ამოიკითხო. კიდევ „შენ ხარ ქართველი” – ეს მენტალობას ეხება, ნამდვილი ჰიპ-ჰოპია. გარდა ამისა, ალბომში შესულია ბევრი ახალი დუეტი ჩემი და „ბიგ თიკოსი.” ახალი სახეები გვყავს „პეპესა” და „ნიქის” სახით, „მინდოზა” თავისთავად. ხუთკაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ერთად მუშაობს, ვაკეთებთ ახალ სიმღერებს. „იმედზე” გვქონდა ამ ალბომის პრეზენტაცია. 19 სიმღერა არც ერთ ალბომში არ გვქონია. უბრალოდ, მუსიკალური ტელევიზია რომ არ არის საქართველოში, ამიტომ ხალხი ხშირად ვერ იგებს ასეთი სიახლეების შესახებ. კარგი იქნება, ამ მხრივაც თუ ვინმე იზრუნებს. სამომავლოდ, მინდა, აუდიო-ვიდეო ჰიპ-ჰოპ-სკოლა გავაკეთოთ, სადაც დაინტერესებული ბავშვები ისწავლიან. ცეკვის მასწავლებელიც გვეყოლება, იქ ჩაიწერება სიმღერები, ვიდეოებსაც გადავიღებ, პროდუქტები დამზადდება. 

– შენი მეუღლე უკვე ჩვეულებრივი ქართველი გახდა? 

– კი, ხაჭაპური, ხინკალი, უკვე ეხერხება. შეეგუა აქაურობას, სხვა რა გზა ჰქონდა. მივაჩვიე ყველაფერს. 

– ადრე მახსოვს, ძალიან ხისტი ხასიათი გქონდა. ცოტა არ დაგირბილდა? 

– როგორ არა, ცოტა კი არა, კარგად. ბევრ რამეზე ხმას აღარ ვიღებ, ბევრ რამეს აღარ ვაპროტესტებ – კარგი, კარგი, აზრი არც აქვს. ჩვენც ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ: მე მისგან – ის ჩემგან და ეს ძალიან საინტერესოა. 

 

скачать dle 11.3