კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოორდინატორის შიშები

საიდანაც ქარი ქროდა

 

თუმცა ევროპა შეშფოთებულია (ეგრე არ დარჩნენ!) იქით – უკრაინაში მომხდარის გამო, აქეთ – მავთულხლართების გაბმა-გამობმით და, ამის გათვალისწინებით, გვპირდება, რომ ასოცირების პარაფირებულ შეთანხმებაზე აგვისტომდე მოგვაწერინებს ხელს,  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანია-რუსეთის საზოგადოებათაშორისო თანამშრომლობის კოორდინატორმა განაცხადა, რომ „ევროკავშირი არასწორად მოიქცა, როდესაც რუსეთთან შესაძლო კონფლიქტები არ გააანალიზა და ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ პარტნიორობა შესთავაზა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა.“

ხოლო, რაკი ვიცით, რომ, ვამბობთ უკრაინას, ვგულისხმობთ საქართველოს, ბუნებრივია, ამ განცხადებამ ჩვენც შეგვაშფოთა, მით უფრო, ბ-ნ კოორდინატორს არ დაუმალავს,  რომ „თუკი არსებობს შეუთავსებლობა რუსეთის საბაჟო კავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე, ვინაიდან, ეს სიტუაცია არა მხოლოდ უკრაინას ეხება.“

იქვე კოორდინატორი რიტორიკულ კითხვასაც სვამს: „მოლდოვამ და საქართველომ დაიწყეს მოლაპარაკებები და ამ ზაფხულს ხელს მოაწერენ შეთანხმებას ასოცირების შესახებ. და, როგორ მოიქცევა რუსეთი, თუკი ეს მოხდება?!“

ერთი სიტყვით, გერმანელი დიპლომატ-კოორდინატორი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობასა და რუსეთის საბაჟო კავშირს შორის დაძაბულობის განეიტრალება.

ცხადია, რომ გერნოტ ერლერი (კოორდინატორი) საკუთარი ინიციატივით არ გამოთქვამდა ამგვარ აზრებს, თუმცა, რაკი არც ის ვიცით, როგორ აპირებს ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის გეგმის საბაჟო კავშირთან ჰარმონიზებას, იმედი ვიქონიოთ, რომ, ჩვეულებისამებრ, წაკლული ქათმის როლში არ აღმოგვაჩენს. 

 

скачать dle 11.3