კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესიონალი, ქველმოქმედი და ღირსეული მამა

ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატს, ბიზნესმენ ავთანდილ იაშვილს 6 თებერვალს 60 წელი უსრულდება. ეს ის თარიღია, როცა ადამიანის განვლილ გზას თვალს გაადავლებენ და მისი ნამოღვაწარი საქმეებით შეაფასებენ მისსავე ღვაწლს. ბატონი ავთოს შემთხვევაში  ყველაფერი ცალსახად ხელისგულზეა: მისი დამსახურება ქართული კავშირგაბმულობის განვითარებაში, გაწეული დიდი ქველმოქმედება და   ქართული ბიზნესის წინსვლაში შეტანილი არცთუ მცირედი წვლილი. თავად ბატონი ავთოს ინტერვიუზე დაყოლიება რთულია, ის ამ საკითხშიც მოკრძალებულია და საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს. სამაგიეროდ, მისი 60 წლის ლამაზ თარიღს მისივე ოჯახის წევრები,  ქალიშვილი და   შვილიშვილები  ულოცავენ. დღეს გიამბობთ, თუ როგორია იგი შვილიშვილებთან ურთიერთობებში, რაზე აძლევს მათ შენიშვნებს, რას ითხოვს მათგან და რას გაიხსენებენ  ისინი მზრუნველი მამისა და ბაბუის შესახებ. 

 

ავთანდილ იაშვილი (მინი-დოსიე):  ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. საერთაშორისო კავშირგაბმულობის აკადემიის აკადემიკოსი. მრავალგზის გახლდათ მიწვეული  სახელმწიფო დაცვების კომისიის თავჯდომარედ საქართველოს ტექნიკურ და თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტებში. კომპანია „ელექტროკავშირის“  დაფუძნების დღიდან  მისი გენერალური დირექტორია.  1996 წლიდან –შპს „ახალი ქსელების“ გენერალური დირექტორი. 1997-1999 წლებში, კომპანია „ჯეოსელის“ შექმნისას გახლდათ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე. დღესდღეობით  შპს „სისტემნეტსა“ და შპს „ფობნეტში“ სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარეა. ასევე, ფლობს მნიშვნელოვან ბიზნესდივიდენდებსა და წილებს შპს „ახალ ქსელებსა“ და შპს „ახტელში“. მის მიერ დასაქმებულ  მოქალაქეთა რიცხვი 2 000-ს აღწევს. აღნიშნულ კომპანიებში  თანამშრომლები  მას ახასიათებენ როგორც  ყურადღებიან ხელმძღვანელსა და გულისხმიერ  პიროვნებას.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, თავად ბატონ ავთოს არც ამის აფიშირება უყვარს, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით,  მნიშვნელოვანი  მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში. მის სახელს უკავშირდება ვანის რაიონში შობის ღვთისმშობლის სახელობის  ტაძრის აგება. ასევე საქველმოქმედო შემწეობა აქვს გაღებული ვანის რაიონის საკათედრო ტაძრის აშენებისას; თანამონაწილეობა მიიღო მუსკომედიის თეატრის აღდგენაში; მისი დაფინანსებით გამოიცა პატრიარქის წერილების მეორე სახელმძღვანელო და ასე შემდეგ და, ეს მხოლოდ მისი სახელით გაწეული  შემწეობებია. ცალკეა ის  საქველმოქმედო კამპანია, რომელიც მისი  კომპანიების სახელით განხორციელდა.  ნიშანდობლივია და ბატონი ავთოს თავმდაბლობაზე  მიუთითებს ის ფაქტი, რომ მას  აღნიშნული ქველმოქმედების აფიშირება არ უყვარს. გარდა ამისა,  არის  მზრუნველი მამა და ბაბუა. 

ირინა იაშვილი (ქალიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიზნესინჟინერინგის ფაკულტეტის სრული პროფესორი): როდესაც მამას შესახებ კითხვებს მისვამენ, შემიძლია, დაუღალავად ვისაუბრო მასზე. არსებობს მამა-შვილის ურთიერთობა, მაგრამ,  ჩვენ შორის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემაა. მამა ყოველთვის და ყველაფერში მისაბაძია ჩემთვის. გამოირჩევა საოცარი შრომისმოყვარეობით. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მოღვაწეობა ნულიდან დაიწყო და დაუღალავი შრომითა და რუდუნებით შექმნა თავისი დღევანდელი ბიზნესწარმატებები. ის ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვანია და, სწორედ ამიტომაც, მის გარემოცვაში, მეგობრებსა და სამსახურში, განსაკუთრებული სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობს. 

ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი იყო ავთოს დამოკიდებულება მშობლების და თავისი მშობლიური კუთხის მიმართ, რაც ტრადიციად იქცა არა მარტო ჩემთვის, არამედ, ჩემი შვილებისთვისაც.  მაგალითად,  აღდგომის დღესასწაულზე გვაქვს ოჯახური ტრადიცია – ყველანი ვიკრიბებით ვანში და ჩვენთვის  დიდი რიტუალია ბებიასა და ბაბუას საფლავზე გასვლა. მთელი შეგნებით ვცდილობ, რომ გავხდე მამასნაირი შვილი. იმედი მაქვს,  გავამართლებ. მამა ყოველთვის ძალიან მომთხოვნი იყო სწავლასთან მიმართებაში.  ალბათ, რომ არა მამა, მე ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტი ვერ გავხდებოდი.   მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესსაქმიანობით მუდმივად დატვირთული იყო,  ყოველთვის აკონტროლებდა ჩემი  სწავლის პროცესს  დიდ ბრიტანეთშიც კი.  განათლებას თუ არ ჩავთვლით (რაშიც  სიმკაცრით გამოირჩევა), სხვა შემთხვევაში, ის ოჯახში საოცრად თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანია. მე მინდა, რომ 60 წლის იუბილეზე მას ვუსურვო  ჯანმრთელობა, მიზნებისა და  გეგმების შესრულება როგორც პირადად მისი, ისე ქვეყნის საკეთილდღეოდაც. 

 გიორგი (უფროსი შვილიშვილი): ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბაბუას აზრი. მისი მიზანია, გავხდე ჩემი გვარის სასახელო გამგრძელებელი. ამჟამად  ვსწავლობ ინგლისში და დარწმუნებული ვარ, ბაბუას 70 წლის იუბილესთვის, მასავით ცნობილი და წარმატებული  ადამიანი ვიქნები. ამჯერად კი მას მხნეობას, ჯანმრთელობასა  და  წარმატებებს ვუსურვებ!

დათი (უმცროსი შვილიშვილი): ვგიჟდები ბაბუაჩემზე და, ვიცი, რომ ვასახელებ მას, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი უთანხმოება გვაქვს გაკვეთილებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ჩემთვის უკვე დიდი პასუხისმგებლობაა ის, რომ ბაბუაჩემი ასეთი პიროვნებაა. გილოცავ  ბაბუ! 

 P.S. ჟურნალი „თბილისელები“ უერთდება  ოჯახის მილოცვას და ბატონ ავთანდილ იაშვილს დიდხანს სიცოცხლეს,  წარმატებასა და   წინსვლას უსურვებს!

 

скачать dle 11.3