მხოლოდ ფაქტები
* ძველ ჩინეთში გავრცელებული იყო სანთლის საათები. ისინი დაყოფილი იყო ნაწილებად და თითოეული დანაყოფი დაახლოებით ერთ საათს იწვოდა. ეს იდეა ასაფეთქებელზე მისაბმელი მავთულების დასამზადებლად გამოიყენეს, ოღონდ, ისინი წამში 1 სანტიმეტრი სიჩქარით იწვიან.
* საქალაქო ტრანსპორტის მსოფლიოში გავრცელებული ერთ-ერთი პრობლემა უბილეთო მგზავრობაა, რომელსაც, ძირითადად, ვერაფერი მოუხერხეს. სწორედ ამისთვის, ტაილანდში შემოიღეს სისტემა, რომლის შედეგადაც, არა მარტო გაქრნენ უბილეთოები, არამედ, გამოყენებული ბილეთებითაც აღარ ნაგვიანდება ტროტუარები. აღსანიშნავია, რომ მგზავრებს ბილეთის აღებას არავინ აძალებს – ბილეთების ნომრებით ლატარიის გათამაშება დაიწყეს.
* უნიტაზი, რომელსაც ახლა თითქმის ყველა სახლში შეხვდებით, ჩვენთვის აუცილებელი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო დეტალია, იაპონელებისთვის კი – თითქმის ხელოვნების ნიმუში. მის დასამზადებლად საუკეთესო მასალაა კრიპტომერიის მერქანი, რომელსაც შესანიშნავი ფერი, სასიამოვნო სუნი და კარგი აკუსტიკა აქვს.
* ამერიკელი მეტყევეები ბრაკონიერების ფაქტზე დასაჭერად ირმის მოძრავ ფიტულებს იყენებენ.
* ფირდოუსს პოემა „შაჰ ნამეს“ თითოეულ სტრიქონში შაჰმა თითო თუმანი გადაუხადა.
* დღეს ასე გავრცელებული გამოგონება – ბურთულიანი კალამი – დიდი ხნის განმავლობაში არ მიიღო საზოგადოებამ. ამ სასარგებლო გამოგონებას არ ცნობდნენ და არ უშვებდნენ ბიზნესში, განათლებასა თუ პოლიტიკაში. სიახლე მხოლოდ მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც მისი გამოყენება მხატვრებმა დაიწყეს.
* დღეს სახანძრო მანქანების ყალბ გამოძახებათა უმრავლესობაზე პასუხისმგებლები არიან სატელეფონო ხულიგნები. მაგრამ, მეცხრამეტე საუკუნეში ყალბ გამოძახებათა ძირითადი მიზეზი ამერიკაში კოღო იყო – ამ მწერების დიდი გუნდები ხშირად შორიდან კვამლად ეჩვენებოდათ.