ბრძნული აზრები
ბოშენი: განათლებას სულელის სწავლულად გადაქცევა შეუძლია, ოღონდ, დაბადებიდან თანდაყოლილ ანაბეჭდს ვერასოდეს ვერ წაშლის.
გოეთე: ვინც მტრობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
მამარდაშვილი: ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება, იყო ქართველი, ნება კი რაინდული ფენომენია და, მე თუ არ მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!
გაიუსი: უფრო ადვილია სიკვდილზე წამსვლელი ადამიანის პოვნა, ვიდრე იმისი, ვინც ადვილად აიტანს ტკივილს.
ტოლსტოი: კარგად იფიქრე და აზრები კეთილ საქმეებში მომწიფდებიან.
ჰერდერი: ადამიანის ვნებები ყოველთვის ფხიზლობენ და შემთხვევას ეძებენ თავის გამოჩენისას. გონებას კი სძინავს იმ დრომდე, ვიდრე გამოაფხიზლებენ.
პლატონი: დროს ყველაფერი მიაქვს; წელიწადთა გრძელ წყებას უნარი შესწევს, გამოგიცვალოს სახელიც და გარეგნობაც, ხასიათიც და ბედიც.
ჰერბსტი: კრიტიკა არის ხელოვნება, ისე გამდიდრდე სულიერად სხვის ხარჯზე, რომ ქურდობა ვერავინ შეგნიშნოს.
პასკალი: სამართლიანობა ძლიერი უნდა იყოს, ხოლო ძალა – სამართლიანი.
რუსო: ცოცხლობდე – არ ნიშნავს, სუნთქავდე; ეს ნიშნავს – მოქმედებდე. იმ ადამიანმა კი არ იცოცხლა მეტხანს, ვინც მრავალი წლისა მოიყარა, არამედ, იმან, ვინც უფრო მეტად იგრძნო სიცოცხლე.
***
თქვენ ვერასოდეს შექმნით ბრძენებს, თუკი ბავშვებში სიცელქეს ჩაკლავთ.
კლიუჩევსკი: ღირსეული ადამიანი ის კი არ არის, ვისაც ნაკლი არ გააჩნია, არამედ ის, ვისაც ღირსება გააჩნია.
ლიხტენბერგი: ბევრის წამკითხველი ხალხი იშვიათად აკეთებს აღმოჩენებს; ჯობია, ბევრი რამ თვითონ ნახო, ვიდრე სხვისი სიტყვები გაიმეორო.
ტეოფრასტე: თუ შენ აღზრდილი არა ხარ და დუმილი შეგიძლია, მაშინ აღზრდილი ხარ. თუ აღზრდილი ხარ და დუმილიც შეგიძლია, მაშინ ბრწყინვალედ აღზრდილი ხარ.
ლაროშფუკი: საღად მოაზროვნე კაცისთვის უფრო ადვილია, დამთხვეულთა ნებას დაემორჩილოს, ვიდრე თავის ნებაზე ათამაშოს ისინი.
გალაკტიონი: როგორ ბევრია შვილი ადამის, როგორ ცოტაა ადამიანი!
ბელინსკი: კარგი აზრები უნებურად სხვებსაც აიძულებენ, რომ კარგი აზრები გამოთქვან.
ტვენი: ადამიანის შექმნა – ფრიად ორიგინალური და დადებითი აზრი იყო, მაგრამ, ამის შემდეგ ცხვრის შექმნა – გამეორებას უდრიდა.
ლესინგი: უკეთესია, მოითმინო უსამართლობა, ვიდრე ჩაიდინო ის.
კონფუცი: ბოროტ ადამიანებთან ყოფნა და მათი მოსმენა ბოროტების დასაწყისია.
ლანდაუ: ჯობია, ქალი აღშფოთდეს, ვიდრე მოიწყინოს.
უაილდი: მამაკაცი უნდა გააანალიზო და განიხილო, ქალი კი უნდა გააღმერთო.