როგორ აგრძელებენ ავადმყოფები „კამელინის“ დახმარებით სიცოცხლეს და რატომ არის პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება ეფექტური
ჩვენი მკითხველი ქართული პრეპარატის, „კამელინის“, სამკურნალო თვისებებს უკვე დიდი ხანია, იცნობს. ბევრ მათგანს საკუთარ თავზე გამოუცდია ამ პრეპარატის გამოყენებით მიღებული განსაცვიფრებელი შედეგები და ბევრსაც არაერთხელ გამოუთქვამს იმის სურვილი, მათი დახმარებით „კამელინის“ შესახებ სხვებისთვისაც მიგვეწოდებინა ინფორმაცია. როგორც ცნობილია, დღეს უკვე არსებობს „კამელინის“ 5 ფორმა: ინიექცია, კაფსულები, მალამო, სანთლები და სპრეი, რომელთა გამოყენება არა მხოლოდ უშუალოდ დაავადების დროს, არამედ წელიწადში ორჯერ, პროფილაქტიკის მიზნითაც, ძალიან ბევრ დაავადებას აგაცილებთ თავიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „კამელინის“ სამკურნალი თვისებების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და დღეს უკვე არაერთი ქვეყნიდან ჩამოდის დელეგაცია, რომელსაც სურს, საკუთარ ქვეყანაში ქართული ბუნებრივი წარმოების პრეპარატის – „კამელინის“ დარეგისტრირება და შეტანა. თუმცა, ამ საკითხების შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი კობა გურიელიძე:
– რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იყო ბელორუსიის სამთავრობო დელეგაცია, მათ სხვადასხვა სფეროები აინტერესებდათ. ფარმაცევტულ ბაზარზე კი „კამელინი“ შეარჩიეს და პირდაპირ განაცხადეს: ეს პრეპარატი უნდა იყოს ბელორუსიაშიო. როგორც შემდეგში გავიგეთ, თანამდებობის ერთ-ერთი პირის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონია და საქართველოდან ჩატანილი „კამელინით“ მკურნალობდა. მიღებული შედეგებით ძალიან კმაყოფილი იყო. ასევე, ერთ მშვენიერ დღეს ოფისში გამოგვეცხადა ყირგიზეთის წარმომადგენელი – ქალბატონი, რომელიც ექიმი-რადიოლოგია, ონკოლოგიურ პაციენტებს უტარებს გამოკვლევებს. როგორც გვითხრა, ჩვენი ვებ-გვერდიდან გაუგია „კამელინის“ შესახებ, შემდეგ ნაცნობს გაუგზავნია საქართველოდან „კამელინის“ ინიექციის ფორმები და პაციეტებისთვის უმკურნალია. მაგალითად, ერთ-ერთ ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა საშვილოსნოს ყელის კიბო, ჩაუტარდა „კამელინით“ მკურნალობის რამდენიმე კურსი, რის შედეგადაც ყველა სიმპტომი ალაგდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა ყირგიზელმა ექიმმა საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენთან შეხვედრა. ფაქტობრივად, მან დაიწყო „კამელინის“ დარეგისტრირებაზე მუშაობა და ყირგიზეთში ახლა უკვე ხუთივე ფორმაა დარეგისტრირებული. უკრაინის წარმომადგენელს, რომელიც ჩვენთან იმყოფებოდა, აფთიაქების დიდი ქსელი აქვს. მოსახლეობა ახლობლებს, ნათესავებს „კამელინს“ არაოფიციალურად უგზავნიდა უკრაინაში, ისინიც მკურნალობდნენ და შემდეგ უკვე აფთიაქში იწყებდნენ მის მოკითხვას. რადგან მას აქვს აფთიაქების ქსელი, კარგად იცის, რა პრეპარატს ითხოვს მოსახლეობა და ამიტომაც დაინტერესდა „კამელინით“. ჩამოვიდა საქართველოში, მოლაპარაკებები შედგა, დოკუმენტები მომზადდა.
– როგორც ცნობილია, „კამელინის“ პროფილქატიკის მიზნით გამოყენება, არა მხოლოდ სიმსივნეს, არამედ სხვა დაავადებასაც აგვაცილებს თავიდან.
– რა თქმა უნდა. „კამელინის“ ხუთი ფორმა არსებობს და ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, მალამო ძალიან კარგია დამწვრობაზე, ჭრილობების შესახორცებლად, სახსრებისთვის, როდესაც ის ელექტროფორეზითა და ფონოფორეზით შეჰყავთ უშუალოდ კერამდე. სანთელი ძალიან კარგია ბუასილის, ქალური დაავადებების მკურნალობისას, ამ პრეპარატს არ აქვს უკუჩვენება და მისი გამოყენება ორსულ ქალებსაც შეუძლიათ. კიბოს საწინაღმდეგოდ, მისი პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ნემსები. რაც შეეხება კაფსულებს, ძალიან კარგი, მსუბუქი, მისაღები ფორმაა და ადამიანს მკურნალობისთვის დაჩხვლეტა აღარ დასჭირდება, რაც მთავარია; ეფექტურია მისი გამოყენება სიმსივნის დროს. სპრეი კი ძალიან კარგ შედეგს იძლევა ყელის დაავადებების, სხვადასხვა დაზიანებების დროს. კარგია გაზაფხულისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც ადამიანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის და იმუნიტეტი თავისთავად ქვეითდება. ასევე, დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. ამ დროს ბრწყინვალე შედეგს მოგვცემს, თუ მივიღებთ კაფსულებს – ის მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ ერთი კურსი, ძალიან კარგია, განსაკუთრებით მძიმე, გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ, ვინაიდან თვითონ „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და მისი გამოყენება ხანგრძლივი დროითაც კი არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
„კამელინის“ სამკურნალო თვისებებით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ რამდენიმე პაციენტის ისტორიას, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ამ პრეპარატის სამკურნალო ეფექტი.
P1. ავადმყოფს დაუსვეს დიაგნოზი – სიმსივნე კუჭზე. აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები, სისუსტე, ვერ ჭამდა. რამდენიმე ხნის წინ დაიწყო „კამელინით“ მკურნალობა და ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თავს უკეთესად გრძნობს და კვლავ განაგრძობს „კამელინით“ მკურნალობას.
P2. ახალგაზრდა ქალბატონს საშვილოსნოზე სიმსივნე ჰქონდა. თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, აწუხებდა სისუსტე, ოფლიანობა და ტკივილები საშვილოსნოს არეში. ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, მისთვის „კამელინის“ ნემსები გაეკეთებინათ. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ, პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, მეორე კურსის დამთავრების შემდეგ კი, უკვე მოეხსნა სისუსტე, ოფლიანობა, ტკივილები და, ამჟამად შრომისუნარიანია, აგრძელებს ცხოვრებას ჩვეულ რიტმში. პროფილაქტიკისთვის კი, როგორც თვითონ, ასევე მისი ახლობლებიც, ყოველთვის იყენებენ „კამელინს“.
P3. პაცინეტს დაუსვეს ქრონიკული პროსტატიტის დიაგნოზი. ჩაიტარა ანტიბაქტერიული თერაპიის, ფიტოთერაპიისა და ფიზიოთერაპიის კურსი. შემდეგ, ექიმის რჩევით, გადაწყვიტა, „კამელინის“ ინიექციითა და სანთლებით დაეწყო მკურნალობა. ჩაიტარა მკურნალობის 2 კურსი... ულტრაბგერითი კვლევებით, მას დაუფიქსირდა პროსტატის მოცულობის შემცირება და ლეიკოციტოზის ნორმალიზაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია – ცვლილებების გარეშე.
P4. პაციენტს ჰქონდა სწორი ნაწლავის სიმსივნე, გაუკეთეს ოპერაცია. მაგრამ შემდეგში მეტასტაზების განვითარება მაინც დაიწყო. მაშინ გადაწყვიტა, დაეწყო „კამელინის“ ამპულებითა და კაფსულებით მკურნალობა. ზედიზედ ჩაიტარა სამი კურსი. უკვე მესამე წელია, პაციენტი თავს შესანიშნავად გრძნობს.
P5. ფილტვის სიმსივნე, მეოთხე სტადია, მესამე წელია, შენარჩუნებულია დაავადების დადებითი დინამიკა, პაციენტი ამჯერად მხოლოდ „კამელინის“ კაფსულებით აგრძელებს მკურნალობას, თავს მხნედ და კარგად გრძნობს.
P6. პაციენტი მკერდის ავთვისებიანი სიმსივნით. მოკვეთეს მკერდი, მაგრამ შემდგომ დაიწყო მეტასტაზების განვითარება. პაციენტმა ჩაიტარა ქიმიოთერაპია. რის შემდეგაც გადაწყვიტა, „კამელინით“ ემკურნალა. მისი მდგომარეობა სტაბილური და საიმედოა. წელიწადში ორჯერ იტარებს კამელინოთერაპიას კაფსულებითა და სანთლებით.
P7. პაციენტს 4 წლის წინ დაუსვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი, ორჯერ ჩაიტარა ქიმიოთერაპია, გასცვივდა თმები, იღებდა უამრავ ტკივილგამაყუჩებელს, შემცირდა ლეიკოციტების რაოდენობა და დაეცა ჰემოგლობინის დონე. დაიწყო „კამელინ მ-1“ – ინიექციითა და „კამელინ მ-2“ – ამპულებით მკურნალობა. ტკივილები პირველი კურსიდანვე მოეხსნა, მოემატა ენერგია, თანდათან გაუმჯობესდა საერთო მდგომარეობა. ამიტომ გადაწყდა, გაეგრძელებინა მკურნალობა. მეორე კურსიდან შედეგი უკვე თვალშისაცემი გახდა: ტკივილების სრული კუპირება, სიმსივნური პროცესის შემცირება, მკერდის დვრილის წინ წამოწევა, დარბილება, საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება.
P8. პაციენტს დაახლოებით 4 წლის წინ აღმოაჩნდა მკერდის სიმსივნე. მრავალი პრეპარატით მკურნალობდა. ახლობელმა შეატყობინა საქართველოში წარმოებულ, ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პრეპარატის „კამელინის“ შესახებ. დაიწყო მკურნალობა და შედეგი იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. დღეს პაციენტი სრულიად ჯანმრთელი და შრომისუნარიანია.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები, ან გსურთ, კონსულტაცია, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.