კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვრწყა ყოჩივარდა?

პასუხი: ყოჩივარდა მორწყეთ ხოლმე მაშინ, როცა მისი ფოთლები ცოტათი მოიწყენს. მორწყვისას ქოთანი წყლიან ჯამში ჩადგით და ათი წუთი გააჩერეთ, შემდეგ კი დაწრიტეთ. სამ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. დაყვავილების შემდეგ კი თანდათან შეუმცირეთ წყალი მანამ, სანამ ფოთლები გაუყვითლდება. ზაფხულის ბოლოს ან ადრიან შემოდგომაზე ბოლქვი გადარგეთ და დადგით ნათელ ადგილას. მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, შემდეგ კი ჩვეულებრივად მორწყეთ.

კითხვა: როგორი სინათლე და ტემპერატურა სჭირდება ჩინურ ვარდს?

პასუხი: ჩინურ ვარდს მოსწონს კაშკაშა სინათლე, ოღონდ, არა თაკარა მზე. ზამთარში მზეზე ყოფნას აიტანს, თუ ფესვები ტენიანი ექნება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა. ჩახუთული ჰაერი და ტენის ნაკლებობა ყვავილების სწრაფად ჭკნობას იწვევს.

კითხვა: როგორ მოვუარო კამელიას?

პასუხი: კამელია მორწყეთ რბილი წყლით. ზამთარში მიწა მხოლოდ ტენიანი უნდა იყოს, ზაფხულში კი ბევრი წყალი სჭირდება. დაყვავილების შემდეგ ზაფხულის ბოლომდე, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. კარგია, თუ დაყვავილების შემდეგ მცენარეს გაკრეჭთ, რათა საშუალოზე მაღალი არ გაიზარდოს. ხშირად შეუმოწმეთ ფოთლები. თუ შავი ლაქები გაუჩნდა, ესე იგი, ბუგრი ან ცრუფარიანები დაესია და დროულად უმკურნალეთ.

კითხვა: როგორ მოვუარო სოლეიროლიას?

პასუხი: სოლეიროლია ჭირვეული მცენარე არ არის. მისთვის მთავარია, მიწა არ გამოუშრეს. თუ ამ მცენარეს სიგრილესა და ტენიან გარემოში ამყოფებთ, ზრდას მალევე დაიწყებს. მის გასამრავლებლად რამდენიმე ძირი ძირიანად ფრთხილად ამოიღეთ ქოთნიდან და ახალ ქოთანში გადარგეთ.

კითხვა: რა ზომის შეიძლება გაიზარდოს ჰემიგრაფისი?

პასუხი: ჰემიგრაფისი დაბალი და კომპაქტური მარადმწვანე მცენარეა. მისი სიმაღლე არ აღემატება 30 სანტიმეტრს. მართალია, ის ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ, კარგად გამოიყენება დიდ ქოთნებში ჩარგული მცენარეების მიწის საფარად.

კითხვა: ჩემს ექევერიას ფოთლები უჭკნება. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალი დააკელით– დარბილებული და დამჭკნარი ფოთლები იმის მანიშნებელია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. ზაფხულობით ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე მორწყეთ, რომ მიწა კარგად დასველდეს, ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ.

კითხვა: ჩემს ქლოროფიტუმს მიწის ზედაპირზე ფესვები გამოუჩნდა. რის ბრალია?

პასუხი: მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავისფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. 

კითხვა: ახლახან ვიყიდე ქრიზანთემა, მაგრამ, არ იზრდება. როგორ მოვიქცე? 

პასუხი: თუ მცენარე ახლად ნაყიდი გაქვთ, ის შეკრეჭილი და ზრდის შემაჩერებელი ნივთიერებით იქნება დამუშავებული, რათა მოხდენილი და კომპაქტური იყოს. როგორც კი ნივთიერების ზემოქმედება გაივლის, ქრიზანთემა ზრდას დაიწყებს, ხოლო, თუ ბაღში გადარგავთ, მისთვის მაქსიმალურ სიმაღლესაც მიაღწევს და შედარებით მეტხანსაც იყვავილებს.

კითხვა: რამდენ ხანს ყვავილობს ჟასმინი?

პასუხი: ჟასმინი ყვავილობას შუა ზამთარში იწყებს და გაზაფხულამდე ყვავის. ასე რომ, ეს მცენარე ზამთრის პირქუშ დღეებშიც კი გაგიხალისებთ ცხოვრებას. იმისთვის, რომ ხანგრძლივად იყვავილოს, დამჭკნარი ყვავილები უნდა მოაშოროთ და დაყვავილებული ღეროები ძირში გადაჭრათ.

 

 

скачать dle 11.3