კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

28 ოქტომბერი

1636 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ჰარვარდის უნივერსიტეტი.

1831 – მაიკლ ფარადეიმ წარმოადგინა პირველი დინამომანქანა.

1886 – გაიხსნა თავისუფლების ქანდაკება.

1886 – ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღეს „მშრალი კანონი“.

1921 – იტალიის სათავეში მოვიდა ბენიტო მუსოლინი.

1965 – რომის პაპმა პავლე მეექვსემ მოხსნა ებრაელებს „კოლექტიური ბრალი“ იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯაში.

29 ოქტომბერი

ძველი წელთაღრიცხვით 539 – სპარსეთის მეფე კორისმა აიღო ქალაქი ბაბილონი.

1924 – ქალაქ ურგას დაერქვა ულან-ბატორი და გამოცხადდა მონღოლეთის დედაქალაქად.

1945 – ნიუ-იორკში მაღაზიებში გასაყიდად გამოიტანეს ბურთულებიანი კალმები, ისინი მაშინ 12 დოლარი ღირდა.

30 ოქტომბერი

1270 – დაიწყო ბოლო, მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა.

1943 – ფედერიკო ფელინისა და ჯულიეტა მაზინას ქორწინება.

1961 – თურქეთი დათანხმდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ტერიტორიაზე განთავსებულიყო სამხედრო ბაზები.

31 ოქტომბერი

1815 – ინგლისელმა მეცნიერმა ჰემფრი დევიმ დააპატენტა მეშახტეთა უსაფრთხო სანათი  (რკინის ცხაურით დაფარული).

1888 – შოტლანდიელმა ჯონ დანლოპმა დააპატენტმა ველოსიპედის რეზინის საბურავები.

1915 – პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე ინგლისელმა ჯარისკაცებმა თავის დასაცავად პირველად გამოიყენეს ფოლადის მუზარადები.

1951 – ლონდონის ქუჩებში პირველად გამოჩნდა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის აღმნიშვნელი „ზებრა“.

1961 – სტალინის ნეშტი გამოიტანეს მავზოლეუმიდან.

1992 – რომის პაპმა იოანე-პავლე მეორემ მოახდინა გალილეო გალილეის რეაბილიტაცია – მოხსნა მას ყველა ბრალდება, რაც თავის დროზე (1633 წელს) ინკვიზიციამ წაუყენა.

1 ნოემბერი

1512 – მიქელანჯელომ დაასრულა მუშაობა „სიქსტის კაპელაზე.“

1604 – ლონდონში განხორციელდა შექსპირის „ოტელოს“ პირველი დადგმა.

1755 – უძლიერესმა მიწისძვრამ და მას მოყოლილმა ცუნამიმ მიწასთან გაასწორა პორტუგალიის დედაქალაქი ლისაბონი.

1897 – ტურინში დაარსდა საფეხბურთო კლუბი „იუვენტუსი“.

1922 – არსებობა შეწყვიტა ოსმალეთის იმპერიამ, თურქეთი რესპუბლიკად გამოცხადდა.

2 ნოემბერი

1871 – ინგლისში პირველად დაიწყეს დამნაშავეთა კარტოთეკის შექმნა.

1947 – თავისი პირველი და უკანასკნელი ფრენა განახორციელა მსოფლიოში ყველაზე დიდმა თვითმფრინავმა – ჰოვარდ ჰიუზის „ჰერკულესმა“.

3 ნოემბერი

1888 – ამ დღეს ლონდონში „ჯეკ მფატრავმა“ ჩაიდინა თავისი უკანასკნელი მკვლელობა.

1954 – იაპონიის ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „გოძილა“.

1957 – საბჭოთა კავშირმა პირველად გაუშვა თანამგზავრი მასზე ცოცხალი ორგანიზმით – ძაღლით.

скачать dle 11.3