თევზი სტაფილოთი
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ზღვის თევზი (ნებისმიერი), 2 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 200 გრამი არაჟანი, 2 სადილის კოვზი მაიონეზი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად, კარტოფილის პიურე – გარნირად.
მომზადების წესი: თევზი გაასუფთავეთ, დაჭერით და ტაფაზე ზეთში კარგად შებრაწეთ. დაამატეთ მსხვილად გახეხილი სტაფილო, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და შუშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დაასხით არაჟნისა და მაიონეზის ნარევი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაახურეთ თავსახური და 15 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. სუფრაზე მიიტანეთ კარტოფილის პიურესთან ერთად.