არომატული საუზმე
საჭირო ინგრედიენტები: 2–3 ცალი კარტოფილი, 4-5 ნაჭერი ბეკონი, ცოტა ნიახური, ზეთისხილი, მარილი, პილპილი, უცხო სუნელი, ცოტა ზეთი.
მომზადების წესი: კარტოფილი გათალეთ და ოთხად გაჭერით. თითოეულს შემოახვიეთ ბეკონი. ტაფაზე გაშალეთ გამოსაცხობი ქაღალდი. მოაყარეთ უცხო სუნელი და ნიახურის ფოთლები. დააწყვეთ ზემოდან ბეკონიანი კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ზეთისხილი და მოასხით ცოტა ზეთი. მოათავსეთ აირღუმელში 180 გრადუსზე და 15 წუთში მზად იქნება.