ხაჭოს და ვაშლის სუფლე
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი დიდი, ტკბილი ვაშლი, 180-200 გრამი ხაჭო, 1 ცალი კვერცხი.
მომზადების წესი: ვაშლი კანიანად გახეხეთ სახეხზე, თუ მას ძალიან სქელი კანი არა აქვს. დაუმატეთ ხაჭო და კვერცხი. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. ჩაასხით პატარა, გამოსაცხობ ფორმებში და გამოაცხვეთ. სუფლე ცხობისას არ გაფუვდება და ზომაშიც არ მოიმატებს. ამიტომაც ფორმები შეგიძლიათ, მთლიანად შეავსოთ. 5-7 წუთი ცხობისთვის საკმარისია. მზა სუფლე კრემის კონსისტენციის არის და ძალიან გემრიელია.
სუფრასთან მიტანის წინ შეგიძლიათ მოაყაროთ დარიჩინი. გადმოიღეთ ლანგარზე ფორმიდან. ცივიც გემრიელია და თბილიც. კარგად ინახება მაცივარში 2-3 დღე.
ასეთივე სუფლე შეგიძლიათ მოამზადოთ ბანანისგან, მსხლისგან ან გოგრისგან.